მარიო კასასი
| მარიო კასასი | |
|---|---|
|
| |
| დაბადების სახელი | მარიო კასას სიერა |
| დაბადების თარიღი |
12 ივნისი, 1986 ა კორუნა, ესპანეთი |
| საქმიანობა | მსახიობი |
| აქტიური | 2005-დღემდე |
| პარტნიორ(ებ)ი | მელისა პინტო (2005-დღემდე) |
| ნათესავები | ოსკარ კასასი |
მარიო კასას სიერა (დ. 12 ივნისი, 1986) — ესპანელი კინოსა და ტელევიზიის მსახიობია. მარიო კასასი ცნობილია ესპანურ კინოსა და ტელევიზიაში შესრულებული როლებით და მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, მათ შორის გოიას პრემია, გაუდის პრემია და სამი ფეროსის ჯილდო.
2006 წელს, მას შემდეგ რაც მცირე როლები შეასრულა სერიალებში: „მოტივოს პერსონალეს“ და „ობსესიონ“, კასასმა მიიღო თავისი პირველი მთავარი სატელევიზიო როლი ახალგაზრდულ დრამაში „ეს-ემ-ეს: უშიშრად ოცნებისთვის“ და ასევე შედგა მარიოს დებიუტი დიდ ეკრანზე ფილმში „ზაფხულის წვიმა“.[1] კასასმა უფრო დიდი პოპულარობა მოიპოვა სერიალ „პაკოს კაცებში“ მონაწილეობით, სადაც იყო პოპულარული სასიყვარულო სამკუთხედის ნაწილი.
მარიოს ადრეული კინოკარიერა, რომელშიც შედიოდა კომერციულად წარმატებული ფილმები, როგორებიცაა „სექსი, წვეულება და ტყუილები“, „ტვინების გადინება“ და „ციდან სამ მეტრზე“, კიდევ უფრო გამყარდა ამ უკანასკნელში „ცუდი ბიჭის“ — ჰაჩეს — როლით, რამაც მსახიობს დიდი პოპულარობა მოუტანა ესპანეთში.[1][2] კასასი ასევე მონაწილეობდა სერიალში „გემი“ (2011–2013).[1]
მარიო კასასმა ითამაშა მთავარი როლები ისეთ ფილმებში, როგორებიცაა „მე-7 განყოფილება“ (2012), „მინდიხარ“ (2012), „ჯორი“ (2013), „ჯადოქრობა და არეულობა“ (2013), „ისმაელი“ (2013), „დიდი ღამე“ (2015), „პალმები თოვლში“ (2015), „ტორო“ (2016), „უხილავი სტუმარი“ (2016), „ბარი“ (2017), „მგლის კანი“ (2017), „მაუთჰაუზენის ფოტოგრაფი“ (2018), „მშვიდობით“ (2019), „მკვიდრი“ (2020) და „პარამედიკი“ (2020). მარიო ასევე მონაწილეობდა ინგლისურენოვან საერთაშორისო პროექტებში „ედენი“ და „ოცდაცამეტი“.[3][4] ფილმში „საზღვრის გადაკვეთა“ (2020) შესრულებული მთავარი როლისთვის კასასმა მოიგო თავისი პირველი გოიას ჯილდო საუკეთესო მსახიობისთვის.
2023 წელს მან დებიუტი შეასრულა როგორც რეჟისორმა, ფილმით „ფრთებში გამოკეტილი“.
ადრეული ცხოვრება და განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კასასი დაიბადა ქალაქ ა კორუნიაში, 19 წლის მამისა და 17 წლის დედის ოჯახში.[5] 4 წლის ასაკში კასასი გადავიდა ბარსელონაში.[5][6] ბავშვობაში მონაწილეობდა რეკლამებში. 17–18 წლის ასაკში ოჯახთან ერთად გადავიდა მადრიდში, სადაც მუშაობას უთავსებდა მსახიობობის სწავლას კრისტინა როტას სამსახიობო სკოლაში.[7][5]
სამსახიობო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2005–2010: დასაწყისი და წარმატება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კასასმა 2005 წლიდან დაიწყო სერიალებში გამოჩენა, ხოლო შემდეგ მცირე როლები მიიღო ესპანურ ფილმებში.[8] კასასის დებიუტი დიდ ეკრანზე შედგა 2006 წელს ფილმში „ინგლისელთა გზა“, რომლის რეჟისორი იყო ანტონიო ბანდერასი.
იმავე წელს კასასი შეუერთდა სერიალ „ეს-ემ-ეს“-ის მსახიობებს. მოგვიანებით საერთაშორისო პოპულარობა მოიპოვა სერიალში „პაკოს კაცები“, სადაც 2007–2010 წლებში თამაშობდა.
2009 წელს მარიომ ითამაშა ორ წარმატებულ ფილმში — „ტვინების გადინება“ და „სექსი, წვეულება და ტყუილები“,სადაც იტამაშა თავის საუკეთესი მეგობართან, იონ გონსალესთან,[9] რომლებმაც პრემიერის შაბათ-კვირას დიდი შემოსავალი მოიტანეს. 2010 წელს კასასმა ითამაშა „ნეონის ხორცში“, ხოლო იმავე წლის ბოლოს — „ციდან სამ მეტრზე“-ში, რომელიც წლის ყველაზე შემოსავლიანი ესპანური ფილმი გახდა. 2012 წელს გამოვიდა მისი გაგრძელება „მინდიხარ“.[10] ასევე ითამაშა ფილმში „შიში“ (2010).[11]
2011–დღემდე: კარიერის გაფართოება და აღიარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2011 წლიდან კასასი მონაწილეობდა სერიალში „გემი“. მოგვიანებით მარიო გაემგზავრა კოლუმბიასა და ჩილეში ფილმის „ოცდაცამეტი“-ს გადასაღებად, რომელიც ეფუძნება 2010 წლის ჩილეს სამთო კატასტროფას.[12]
2015 წელს კასასმა ითამაშა ფილმებში: „დიდი ღამე“ და „პალმები თოვლში“. 2016 წელს მონაწილეობა მიიღო თრილერში „უხილავი სტუმარი“, რომელმაც კომერციული წარმატება მოიპოვა. 2018 წელს მარიო კასასმა ითამაშა ფილმში „მაუთჰაუზენის ფოტოგრაფი“, სადაც ასახულია ესპანელი ფოტოგრაფის ისტორია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს საკონცენტრაციო ბანაკში მოხვდა.[13] ამ როლისთვის კასასმა დაახლოებით 12 კილოგრამი დაიკლო.[14]
2022 წელს დაიწყო თავისი სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმის — „ჩემი მარტოობა ფრთებს იძენს“ — გადაღება, რომელიც მსახიობმა თანაავტორობით დაწერა და სადაც მთავარ როლს მისი ძმა ასრულებს.[15]
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარიო კასასი არის მსახიობ ოსკარ კასასის უფროსი ძმა, რომელიც ზოგჯერ ასრულებდა მარიოს პერსონაჟების ახალგაზრდა ვერსიებს.[16] გავრცელებული ინფორმაციით, კასასი ურთიერთობაში იყო რამდენიმე კოლეგასთან, მათ შორის ერიკა სანცთან, ამაია სალამანკასთან, მარია ვალვერდესთან, ბერტა ვასკესთან, ბლანკა სუარესთან და დებორა ფრანსუასთან.[17]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 Pereira, Azucena. (12 June 2016) La carrera televisiva de Mario Casas: De 'SMS' a 'El Barco'.
- ↑ Redondo, David. (17 December 2015) Mario Casas: "El 20D hay que salir a hablar".
- ↑ Hernández, Nuria. (6 March 2021) Mario Casas a por el Goya: el mayor de cinco hermanos, empezó haciendo anuncios y su primera oportunidad en el cine se la dio antonio Banderas.
- ↑ Mario Casas, premio 'La Luz' del Festival Iberoamericano de Huelva (12 November 2014).
- 1 2 3 Las diez fotos de la infancia de Mario Casas (11 February 2016). ციტირების თარიღი: 9 July 2023
- ↑ Atención, Mario Casas: ¡Tu hermano Óscar te pisa los talones! (23 August 2015). ციტირების თარიღი: 11 June 2022
- ↑ Arraut, Lucas. (29 March 2012) Mario Casas: Heart-throb 2.0.
- ↑ Woodman, Stephen (12 March 2018). „Meet Mario Casas, the Superstar Spanish Actor You Still Haven't Heard Of“. Culture Trip. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 May 2024. ციტირების თარიღი: 28 July 2018.
- ↑ Redondo, David; Blázquez, Clara (18 June 2009). Sánchez, Álvaro (ed.). „Entrevista a Mario Casas, en exclusiva“. Punto de Encuentro (ესპანური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 August 2012. ციტირების თარიღი: 2 November 2012.
- ↑ „Mario Casas, María Valverde y Clara Lago presentan 'Tengo ganas de ti'“. Hola (ესპანური). 19 June 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 July 2018. ციტირების თარიღი: 2 November 2012.
- ↑ Maldivia, Beatriz. (18 December 2010) 'Miedo', la wikipeli dirigida por Jaume Balagueró y miles de internautas es. Blog de Cine. ციტირების თარიღი: 14 September 2018
- ↑ „Antonio Banderas, Mario Casas y Juliette Binoche presentan 'Los 33' con los mineros de Atacama“. Hola!. 3 February 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 March 2016. ციტირების თარიღი: 14 September 2018.
- ↑ Antón, Jacinto (23 November 2017). „La vida del fotógrafo que sufrió el horror nazi se convierte en película“. El País. Prisa. ციტირების თარიღი: 5 January 2018.
- ↑ Mario Casas protagoniza 'El fotógrafo de Mauthausen', participada por RTVE es. RTVE (10 November 2017). ციტირების თარიღი: 5 January 2018
- ↑ Rosado, Ricardo. (2 November 2022) 'Mi soledad tiene alas': imágenes en exclusiva de la primera película de Mario Casas como director.
- ↑ Catalá, Laura. (6 September 2016) Así ha cambiado Óscar Casas: La transformación del hermano pequeño de Mario Casas desde 'Abuela de verano'.
- ↑ Mario Casas y el amor en tiempos de rodaje: de María Valverde a Deborah François (5 October 2020).