მარიონეტული სახელმწიფო
მარიონეტული სახელმწიფო, მარიონეტული რეჟიმი, მარიონეტული მთავრობა ან მოჩვენებითი მთავრობა[1] წარმოადგენს სახელმწიფოს, რომელიც დე იურე დამოუკიდებელია, თუმცა დე ფაქტო მთლიანად ექვემდებარება და ემორჩილება გარე ძალებს.[2] მარიონეტულ სახელმწიფოებს აქვთ ფორმალური სუვერენიტეტი, უცხო ძალა კი რეალურ კონტროლს ახორციელებს მათზე ეკონომიკური თუ სამხედრო ზეწოლით.[3] ადგილობრივი მთავრობის შენარჩუნებით, გარე ძალა თავს არიდებს ყოველგვარ პასუხისმგებლობას და ამავდროულად წარმატებით ახდენს ამავე მთავრობის პარალიზებას.[1]
მარიონეტული სახელმწიფოები განსხვავდებიან მოკავშირეებისგან, რომლებიც საკუთარი ინიციატივით ან ნებაყოფლობით დადებული ხელშეკრულებების შესაბამისად მოქმედებენ. მარიონეტული სახელმწიფოები იძულებულნი არიან, იურიდიულად დაამტკიცონ და ლეგიტიმაცია მიანიჭონ იმ ქმედებებს, რომლებიც უკვე განხორციელებულია უცხო ძალის მიერ, მიუხედავად იმისა, შეესაბამება თუ არა ეს ქმედებები ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს ან ქვეყნის შიდა კანონმდებლობას.
მახასიათებლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარიონეტულ სახელმწიფოებს ფორმალურად აქვთ ავტორიტეტის გარე ნიშნები, როგორიცაა სახელი, დროშა, ჰიმნი, კონსტიტუცია, კანონმდებლობა, დევიზი და მთავრობა, თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ ფორმალურობას წარმოადგენს. რეალურად, ისინი სრულად ექვემდებარებიან იმ სახელმწიფოს, რომელიც მათი ფორმირების პროცესს მართავს, მათ ეკონომიკურად აფინანსებს ან პოლიტიკურ და ადმინისტრაციულ გადაწყვეტილებებს აკონტროლებს. საერთაშორისო სამართალი ასეთ ოკუპირებულ მარიონეტულ სახელმწიფოებს ლეგიტიმურად არ აღიარებს.[4]
მარიონეტულმა სახელმწიფოებმა შეიძლება შეწყვიტონ მარიონეტებად ყოფნა შემდეგი გზებით:
- მილიტარული გზით "პატრონი" სახელმწიფოს დამარცხება (როგორც ევროპასა და აზიაში 1945 წელს),
- "პატრონ" სახელმწიფოში შერწყმა (როგორც ადრეულ საბჭოთა კავშირში),
- დამოუკიდებლობის მიღწევა
ტერმინოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტერმინი წარმოადგენს მეტაფორას, სადაც მარიონეტი თოჯინა, როგორც მართული სახელმწიფო, იმართება სხვისი ჩართულობით სიმების გამოყენებით.[5] ტერმინი "მარიონეტული მთავრობა" პირველად გამოიყენეს1884 წელს, ეგვიპტის ხედივატთან მიმართებით.[6]
მეცხრამეტე საუკუნის მაგალითები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფრანგი რევოლუციონერი და ნაპოლეონის კლიენტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ნიდერლანდებში ბატავიანის რესპუბლიკა საფრანგეთის რევოლუციური მფარველობის ქვეშ შეიქმნა.
საფრანგეთის პირველი რესპუბლიკის ინიციატივით, მე-18 საუკუნის ბოლოს და მე-19 საუკუნის დასაწყისში იტალიაში ჩამოყალიბდა მცირე რესპუბლიკები, რომლებიც ისტორიაში ცნობილია როგორც „ძმური რესპუბლიკები“.
აღმოსავლეთ ევროპაში ნაპოლეონის საფრანგეთის პირველმა იმპერიამ დააარსა ვარშავის საჰერცოგო, რომელიც პოლონეთში მოქმედ მარიონეტულ სახელმწიფოს წარმოადგენდა.[7]
ბრიტანეთის იმპერია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1896 წელს ბრიტანეთმა შექმნა სახელმწიფო ზანზიბარში.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Morgan Shuster. The Strangling of Persia: A Story of European Diplomacy and Oriental Intrigue.
- ↑ Compare: Marek. Identity and Continuity of States in Public International Law, გვ. 178.
- ↑ McNeely. Constructing the Nation-state: International Organization and Prescriptive Action, გვ. 61.
- ↑ Lemkin, Raphaël (2008) (2008). Axis Rule in Occupied Europe: Laws of Occupation, Analysis of Government, Proposals for Redress.. The Lawbook Exchange, Ltd., გვ. p. 11. ISBN ISBN 978-1-58477-901-8 Invalid ISBN. „The creation of puppet states or of puppet governments does not give them any special status under international law in the occupied territory. Therefore the puppet governments and puppet states have no greater rights in the occupied territory than the occupant himself. Their actions should be considered as actions of the occupant and hence subject to the limitations of the Hague Regulations.“
- ↑ Shapiro, Stephen Ultra Hush-hush.
- ↑ Harper, Douglas. puppet (n.). ციტირების თარიღი: 1 June 2014
- ↑ Stanley, John (1989). "The Adaptation of the Napoleonic Political Structure in the Duchy of Warsaw (1807–1813)". Canadian Slavonic Papers / Revue Canadienne des Slavistes..