მარინე ბოგველიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მარინე ბოგველიშვილი (დ. 18 აპრილი, 1949, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1972 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1972–1973 წელბში იყო თელავისა და რუსთავის სასწრაფო დახმარების ექიმი. 1973–1975 წლებში ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი. 1975–1985 წლებში უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი. 1985 წლიდან უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, 1996 წლიდან კი ამავე ინსტიტუტის კლინიკურ–დისპანსერული სამეცნიერო განყოფილების წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 53 სამეცნიერო ნაშრომის კლინიკური და ექსპერიმენტული ჰემოსტაზიოლოგიის საკითხებზე. გამოქვეყნებული აქვს ერთი მონოგრაფია. 1994–1996 წლებში სამეცნიერო–პრაქტიკულ ხელმძღვანელობას უწევდა კლინიკურ ორდინატორებს.

1980 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა „ჰეპატო–ლიენური სისტემის როლი თრომბოციტოპიების რეგულაციის მექანიზმში.“

1993 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაციის თემა — „მედიკო–სოციალური რეაბილიტაცია, პროგნოზი და სიცოცხლის ხანგრძლივობა მიელოპიოლიფერაციული დაავადებების დროს.“

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 42

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]