მარინე ბაიდაური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მარინე ბაიდაური (დ. 1 დეკემბერი, 1965, თელავი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1990 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან–ჰიგიენური ფაკულტეტი, 1993 წელს დაამთავრა სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურა.

1992–1995 წლებში იყო ახმეტის სკოლა–ინტერნატის ექიმი–თერაპევტი. 1995 წელს ახმეტის რაი–საავადმყოფოს ექიმი–რეანიმატოლოგი. 1995–1997 წლებში რეანიმაციული განყოფილების გამგე. 1998 წლიდან თერაპიული განყოფილების ინტენსიური თერაპიის ექიმი. ავტორია 4 სამეცნიერო ნაშრომის ქოლესტაზის პირობებში ღვიძლის ქსოვილის დაზიანებისა და მისი ფარმაკოლოგიური დაცვის პრობლემების შესახებ.

1994 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „პრეპარატ პლაფერონი ლბ1–ის გავლენა იმუნოლოგიურ მაჩვენებლებსა და ჰეპატოციტების მორფო–ფუნქციურ მდგომარეობაზე მექანიკური სიყვითლის დროს“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 27

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]