მარი ჯანაშია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მარინა ჯანაშია)
მარი ჯანაშია
დაბადების სახელი მარინა ჯანაშია
დაბადების თარიღი 28 დეკემბერი, 1949
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 27 მაისი, 2021 (71 წლის)
დაკრძალულია მახათას პანთეონი
ეროვნება ქართველი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1968–2021
მეუღლე(ები) თეიმურაზ გოცაძე[1]
ჯილდოები საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი

მარინა (მარი) ჯანაშია (დ. 28 დეკემბერი, 1949, თბილისი — გ. 27 მაისი, 2021) — ქართველი კინოსა და თეატრის მსახიობი. საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1981).

1971 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. რუსთაველის თეატრის მსახიობია 1968–1981 წლებში, 1981–1987 წლებში კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის, ხოლო 1988 წლიდან კვლავ რუსთაველის თეატრის მსახიობია. აღსანიშნავი როლებია: პაჟი („ანტიგონე“), მარტირიო („ბერნარდა ალბას სახლი“), ჯულიეტა („რომეო და ჯულიეტა“), „გუშინდელნი“, ქეთო („ქალის ტვირთი“), მარინე („აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე“), დორისი („წელიწადში მხოლოდ ერთხელ“), ბაბული („ნახვის დღე“).

გარდაიცვალა 2021 წლის 27 მაისს.[2] დაკრძალულია მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.[3]

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნათამაშები როლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსთაველის თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარჯანიშვილის თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ვერიკოს“ თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „კარმენ!“ (კარმენი)

სამეფო უბნის თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „კარმენ!“ (კარმენი)
  • „სისხლიანი ქორწილი“ (დედა)
  • „კატა თუნუქის გახურებულ სახურავზე“ (იდა)

თავისუფალი თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ჯინსების თაობა“ (დედა)
  • „ანა ფრანკის დღიური“ (ედიტ ფრანკი)
  • „,რვა მოსიყვარულე ქალი“ (გაბი)
  • „ნუცა“ (ნუცა)
  • „დოკერი“ (ნინო)
  • „საქმე გადაეცემა სასამართლოს“ (ლიანა დევდარიანი)

სატელევიზიო სპექტაკლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „მე შენ მიყვარხარ“ (თეა)
  • „თეთრი კურდღელი“ (სიდონია)

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1981: საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი
  • 2000: კიშინოვის ფესტივალზე პრიზი „ოქროს იონი“
  • 2010: ნუცა ჩხეიძის სახელობის პრემია

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კალანდაძე, ანა. მარინა ჯანაშიასა და თემო გოცაძის სახლი-სახელოსნო - ორი ხელოვანი ერთ ჭერქვეშ (28 დეკემბერი, 2019). ციტირების თარიღი: 21 აგვისტო, 2023
  2. „მსახიობი მარინა ჯანაშია გარდაიცვალა“. Primetime. 27 მაისი, 2021. ციტირების თარიღი: 27 მაისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  3. „დაკრძალეს მარინა ჯანაშია“. რადიო თავისუფლება. 30 მაისი, 2021. ციტირების თარიღი: 21 აგვისტო, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)