მარინა ციმაკურიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მარინა ციმაკურიძე (დ. 19 მარტი, 1956, თბილისი) — ქართველი ექიმი, პროფესიული პათოლოგიის სპეციალისტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი.

1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1982 წელს იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის შრომის ჰიგიენისა და პროფესიულ დაავადებათა კათედრის ასისტენტი. 1998 წლიდან ამავე კათედრის დოცენტი. ავტორია 35 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება პროფესიული პათოლოგიის აქტუალურ, მათ შორის იმუნოგენეტიკის საკითხებს.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „პროფესიული ბრონქული ასთმის განვითარების ზოგიერთი რისკფაქტორის ანალიზი“ (აბრეშუმისმიერი და მანგანუმისმიერი პროფესიული ბრონქული ასთმის მაგალითზე), დაიცვა 1997 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]