მარინა სატი
მარინა სატი | |
---|---|
![]() | |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 26 დეკემბერი, 1986 (38 წლის) |
დაბ. ადგილი | ათენი |
საიტი | marinasatti.com |
მარინა სატი ვიკისაწყობში |
მარინა სატი (ბერძ. Μαρίνα Σάττι, დ. 26 დეკემბერი, 1986, ათენი, საბერძნეთი) — ბერძენი მომღერალი, კომპოზიტორი, მუსიკალური პროდიუსერი და მსახიობი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარინა სატი დაიბადა 26 დეკემბერს 1986 წელს, ათენში, საბერძნეთში. ათენში ცხოვრობდა 6 წლამდე. ამის შემდეგ იგი გაიზარდა საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე.[1] მისი მამა, ალი ოსმან სატი, იყო არაბი ექიმი-ანესთეზიოლოგი სუდანიდან[2] და ათენის ეროვნული, კაპოდისტრიული უნივერსიტეტის პროფესორის ყოფილი მოადგილე, ხოლო მისი დედა, ჩარიკლია ფილოქსენიდი, ქიმიური ინჟინერია ჰერაკლიონიდან, კრეტადან, [3]წარმოშობით მცირე აზიის ბერძნული მოსახლეობიდან.[4] მისი მშობლები შეხვდნენ ათენში მედიცინის ფაკულტეტზე, სადაც ისინი სწავლობდნენ. სატიმ ბავშვობა ჰერაკლიონში გაატარა და ზაფხულობით სუდანს სტუმრობდა. მან სკოლა დაამთავრა, სახელით როგორც საუკეთესო სტუდენტი..[5] მას ჰყავს ძმა, რომელიც ცხოვრობს ინგლისში, ასევე ნახევარდა მამის მეორე ქორწინებიდან. მისი მამა დაბრუნდა სუდანში და მოგვიანებით გადავიდა ეგვიპტეში.[6][7]
კრეტას აპოლოს კონსერვატორიაში სატიმ ფორტეპიანოს გაკვეთილები ხუთი წლის ასაკში დაიწყო. ასევე მღეროდა რამდენიმე გუნდში.[3] 2008 წელს, ბარიტონ პანოს დიმასთან სწავლის დასრულების შემდეგ, სატიმ მიიღო პირველი ხარისხი პირველი პრიზი. ერთი წლის შემდეგ მან მოიპოვა მეორე ხარისხი პრიზი კლასიკური მუსიკის სწავლებაში, (ოპერა და ფორტეპიანო) [8], ასევე სწავლობდა ჯაზს ათენის ნაკასის კონსერვატორიაში. 3 წლის განმავლობაში სწავლობდა არქიტექტურას ათენის ეროვნულ ტექნიკურ უნივერსიტეტში. სატი ასევე სწავლობდა ვეაკის და კენტრიკი სკინის დრამატულ სკოლაში. 2012 წელს მან დაასრულა 3 წლიანი ხარისხი ჯაზის კომპოზიციაში. სწავლა განაგრძო ბერკლის მუსიკის კოლეჯში აშშ-ში სტიპენდიით. ბერკლიში მის მასწავლებლებს შორის იყვნენ ჯეიმი ჰადადი და დანილო პერესი.
2024 წელს მან დაიწყო საბერძნეთის ღია უნივერსიტეტში ასპირანტურა კულტურის მენეჯმენტის მიმართულებით.[9]
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სატი EBU-ს ევროპული ჯაზის ორკესტრის ნაწილი იყო. 2011 წელს მან შეასრულა The Singing Tribe ბობი მაკფერინთან და აკაპელა ვოკალურ ჯგუფთან ერთად ბერკლის პერფორმანსის ცენტრში. 2006 წლიდან 2024 წლამდე ის თამაშობდა, მღეროდა და წერდა მუსიკას თეატრისთვის.2016 წელს სატიმ დააარსა „Fonés“ („ხმები“), „a cappella“ ჯგუფი, რომელიც ასრულებდა ტრადიციულ პოლიფონიურ სიმღერებს. გარდა ამისა, იგი წერს მუსიკას მოკლემეტრაჟიანი ფილმებისთვის და რეკლამებისთვის. სატიმ თავისი სასიმღერო ხმა მისცა 24 მულტფილმს, იყო მოანას ასევე შეარიელის ხმა საბერძნეთის პატარა ქალთევზაში. იგი ასევე მიწვეულია საბერძნეთის სკოლებში და უნივერსიტეტებში მუსიკისა და სიმღერის მასწავლებლად.
ევროვიზიის სიმღერის კონკურსი და სხვა ნამუშევრები (2024-დღემდე)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2023 წლის 24 ოქტომბერს იგი გამოცხადდა საბერძნეთის წარმომადგენლად 2024 წლის ევროვიზიაზე. მისი ჩანაწერი, სახელწოდებით „ზარი“, გამოქვეყნდა 2024 წლის 7 მარტს. მან 126 ქულით მე-11 ადგილი დაიკავა.
სიმღერა „ზარი“-მ მიაღწია ტოპ 50-ს YouTube-ის გლობალურ ტენდენციებზე. მან ასევე მიაღწია მე-18 ადგილს Spotify-ის გლობალურ ტოპ 50-ში. გარდა ამისა, მიაღწია ნომერ 1-ს Spotify, iTunes და YouTube ტენდენციებზე საბერძნეთში, ნორვეგიაში, ნიდერლანდებში, დანიაში, შვედეთში, დიდ ბრიტანეთში და ირლანდიაში. მიიღო ალმასის სერთიფიკატი საბერძნეთში.
მან შექმმნა EP. ის შეიცავს ახალ სინგლს სახელწოდებით "Lalalala" და ათი წუთიანი ტრეკს სახელწოდებით "Mixtape". საბერძნეთისთვის ის უდიდესი წარმატება იყო. მისი ყველა სიმღერა დაჯილდოვებული იყო ბრილიანტით, მრავალჯერადი პლატინით და ოქროთი. სატიმ ამას მოაყოლა 6 თვიანი მსოფლიო ტური . P.O.P.-მ მიაღწია მე-8 ადგილს Spotify-ის ტოპ 10 ალბომში. ასევე შევიდა ტოპ 10-ში გაერთიანებული სამეფოს Spotify ჩარტში.
2024 წლის 18 ნოემბერს სატიმ გამოაცხადა თავისი შემდეგი სინგლი „ANATOLI“, რომელიც მან TikTok-ზე გამოსცადა, ის გამოვიდა 2024 წლის 5 დეკემბერს.
2025 წლის 24 იანვარს მან გამოუშვა შემდეგი სინგლი „EPANO STO TRAPEZI“
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Μαρίνα Σάττι: Πώς αποφάσισα να αλλάξω τη ζωή μου | 3o Γενικό Λύκειο Ηρακλείου el. ციტირების თარიღი: 2024-07-26
- ↑ Συρίχα, Τζώρτζια. (2 April 2024) Μαρίνα Σάττι Το άγριο bullying για την καταγωγή της και η δύσκολη παιδική ηλικία. ციტირების თარიღი: 17 July 2024
- ↑ 3.0 3.1 Live sports, Live sports. (22 February 2022) Mαρίνα Σάττι Βιογραφικό, Καταγωγή και ο Πατέρας της. ციტირების თარიღი: 14 August 2024
- ↑ Δαλαμάνη, Κωνσταντίνα. (13 May 2024) Μαρίνα Σάττι 10 Πράγματα που δεν ξέρουμε για την τραγουδίστρια. ციტირების თარიღი: 17 July 2024
- ↑ Μαρίνα Σάττι flashback Από την πρωτιά στις Πανελλαδικές στα Παγκόσμια charts (14 May 2024). ციტირების თარიღი: 17 July 2024
- ↑ H Μαρίνα Σάττι εξηγεί γιατί είχε να δει 13 χρόνια τον πατέρα της el (2022-02-24). ციტირების თარიღი: 2023-10-27
- ↑ Μαρίνα Σάττι: Συνάντησα για πρώτη φορά την αδερφή μου όταν ήταν 7-8 χρονών [βίντεο] el (2023-06-22). ციტირების თარიღი: 2023-10-27
- ↑ Μαρίνα Σάττι (18 July 2024). ციტირების თარიღი: 18 July 2024
- ↑ Η Μαρίνα Σάττι στη "Μεγάλη Εικόνα" - ΟΛΟΚΛΗΡΟ // #megatv. 2024-11-18. https://www.youtube.com/watch?v=gOX-hlD59nA.