მარინა რებეკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარინა რებეკა
დაბადების თარიღი 10 სექტემბერი, 1980
რიგა, ლატვია
საქმიანობა საოპერო მომღერალი
აქტიური 2007-დღემდე
ჯილდოები სამი ვარსკვლავის ორდენი
საიტი marinarebeka.com

მარინა რებეკა (დ. 10 სექტემბერი, 1980) — ლატვიელი სოპრანო, აქტიურია როგორც საოპერო ასევე საკონცერტო სცენაზე. ის ასოცირდება ჯუზეპე ვერდის ოპერა ტრავიატას ვიოლეტასთან, მარინა ძირითადად ასრულებს XIX საუკუნის იტალიურ და ფრანგულ რეპერტუარს. ძირითადად მუშაობს ჯოაკინო როსინის ნაწარმოებებზე. მისი ერთ ერთი მნიშვნელოვანი როლია ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ოპერა დონ ჯოვანიში შესრულებული დონა ანა.

განათლება ლატვიასა და იტალიაში მიიღო. პროფესიული დებიუტი 2007 წელს ქონდა. მისი საერთაშორისო აღიარება მოხდა 2009 წელს ზალცბურგის ფესტივალზე როსინის პერა მოსე ეგვიპტეში შესრულებული როლის შემდეგ. ის ასრულებს ძირითად როლებს ისეთი წამყვან საოპერო კლომპანიების დადგმებში როგორიცაა: ლატვიის ეროვნული ოპერა, ვენის სახელმწიფო ოპერა, მეტროპოლიტენის ოპერის თეატრი.

რებეკა ჩანაწერებს 2018 წლიდან აკეთებს საკუთარი ლეიბლით - "Prima Classic". მანამდე მას Warner Classics და BR-Klassik წერდნენ.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რებეკა რიგაში დაიბადა, მამამისი იყო ბელარუსი ხოლო დედა ციმბირში დაბადებული ლატვიელი.[1] მისი ნამდვილი გვარი რებეკო, საბჭოთა კავშირის დროს რებეკათი შეიცვალა. გვარი პირველად პაპამისისმა მიიღო, მარნას დიდ ბაბუა დედის მხრიდან. იურის ჯანკოვიჩი (1924–2019), ციმბირში 1941 წლის 14 ივნისს გადაასახლეს და მხოლოდ ოცი წლის შემდეგ შეძლო დაბრუნება.[2][3] მან საკონცეტრაციო ბანაკის გამოცდილება ორ წიგნში აღწერა: Skorpiona slazdā ('მორიელის ხაფანგი', 2009) და Spīta krustceles (გზაჯვარედინის მიუხედავად, 2012). ორვე წიგნი ლატვიის ოკუპაციის მუზეუმის ეგიდით დაიბეჭდა.[4]

ის ჩრდილოური ენების გერმანულ სკოლაში სწავლობდა. როდესაც ცამეტი წლის ასაკში მშობლებთან ერთად დეილეს თეატრში ვინჩენცო ბელინის ოპერას ნორმა დაესწრო. მიღებული შთაბეჭდილებები იმდენად დიდ იყო, რომ გადაწყვიტა მომღერალი გამხდარიყო. რადგან მანამდე მუსკალური განათლება არ ქონდა საწყისი მუსიკალური განათლების მიღება საღამოს სკოლა Rīdze-ში დაიწყო. ჩვიდმეტი წლის ასაკში ლატვიის მუსიკალური აკადემიაში მიღებაზე უარის შემდეგ იაზეპ მედინშის რიგის უმაღლეს სასკოლო სკოლაში ნატალია კოზლოვას ხელმძღვანელობით გააგრძელა სწავლა (Jāzepa Mediņa Rīgas mūzikas vidusskola).[5] შემდგომში მიემგზავრება იტალიაში და სწავლობს არიგო ბოიტოს აკადემიაში, პარმაში. პირველი სასცენო გამოცდილება სევილიელი დალაქის საბავშვო დადგმაში ქონდა. 2006 წელს დაასრულა Accademia Internazionale delle Arti რომში, xolo 2007-ში სანტა-ჩეჩილიას კონსერვატორია. ის ასევე ესწრებოდა გრეის ბმბრის მასტერკლასს მოცარტეუმის ზაფხულის აკადემიაში.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარინას პროფესიული დებიუტი 2007 წელს ერფურტის თეატრში ტრავიატას დადგმაში, როლით რომელსაც მოგვიანებით ის ლატვიის ეროვნულ ოპერაში,[6] ვენის სახალხო ოპერაში და ფინეთის ეროვნული ოპერისა და ბალეტის თეტრში შეასრულებს. 2007-ში ის ასევე პრაქტიკებს გადიოდა ალბერტო ზედას აკადემია როსინაში, სადაც ფოლვილისა და მადამ კორტეზეს განასახიერებდა რეიმსზე მოგზაურობაში და როსინის ოპერის ფესტივალში. იქ ის ორჯერ კიდევ დაბრუნდა: 2008-ში მაომეტო II-ში და 2010-ში როსინის სტაბატ მატერში მონაწილეობისთვის.[7] ამ პერიოდში ის ასევე ჩართული იყო შემდეგ დადგმებში: ტესეო (ბერლინის კომიშე ოპერა), ომის რეკვიემი (ლივერპულის სამეფო ფილარმონია),[8] ევგენი ონეგინი (ლირიკო-დი-კალიარის თეატრი),ref name=merker /> იოჰანეს ბრამსის გერმანული რექვიემი (ლატვიის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი). 2009-ში რიგაში იმღერა სასიყვარულო ელექსირში[9] და ქონდა დებიუტი ლა სკალაში.

მისი საერთაშორიზო აღიარება 2009-ში ზალცბურგის ფესტივალის შემდეგ მოხდა.[1] 2010 წლის 30 აპრილს შოტლანდიის სამეფო ეროვნულ ორკესტრთან ერთად აშერ ჰოლში შეასრულა ომის რექვიემი.[10] 2011-ში ჩრდილოეთ-გერმანიის რადიოს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შეასრულა Stabat Mater. მეტროპოლიტენის ოპერის თეატრში მისი დებიუტი მაიკლ გრანდაჟის დონ ჯოვანის ახალ დადგმაში შედგა რის შემდეგაც MasterVoices-სთან ერთად კარნეგი-ჰოლში Moïse et Pharaon შეასრულა.

2013 წელს უილიამ ტელის ორ საპრემიერო სპექტაკლში იმღერა: პიერ აუდისთან ნიდერლანდის ეროვნულ ოპერაში და გრეჰემ ვიკისთან როსინის ოპერის ფესტივალზე,[11][12] რასაც ვერონა არენაზე მისი პირველი ჯულიეტა მოყვა. 2015-ში მარინამ იმღერა ლიუ ტურანდოტის საკონცერტო დადგმაზე რიგაში[13] და როსინის Stabat Mater რეინგაუს მუსიკის ფესტივალზე.[14] მოგვიანებით ის ნიდერლანდის რადიოს ფილარმონიულ ორკესტრს ტივოლივრედენბურგის და კონცერტგებაუს კონცერტებში შეუერთდა.[15]

2017 წელს მისი დებიუტი მარია სტიუარტში შედგა, თავიდან ლატვიაში ჩატარებულ სამ კონცერტში ხოლო შემდეგ რომში.[16][17] შემდეგ ის პლასიდო დომინგოს დედოფალი სოფიას ხელოვნების სასახლეში La traviata-ს დადგმაში მიიღო მონაწილეობა. 2017/18 წლების სეზონში პირველად დასახელდა მიუნხენის რადიოს სიმფონიური ორკესტრის რეზიდენტ შემსრულებლად, მათთან კოლაბორაციით სამი კონცერტი ჩატარდა: ლუიზა მილერის საკონცერტო ვერსია, საახალწლო გალა და "Vive l'opera".[18]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 . Interview with Renate Wagner"MARINA REBEKA: "Die Arbeit muss Spaß machen!"". Online Merker. 2013-03-01. დაარქივებულია ორიგინალიდან 2020-09-28-ში. https://web.archive.org/web/20200928213334/https://onlinemerker.com/marina-rebeka-die-arbeit-muss-spas-machen/. წაკითხვის თარიღი: 2022-04-07.
  2. Juris Jankovičs. In Memoriam. (2019-01-28). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-06. ციტირების თარიღი: 2022-04-07.
  3. Eglīte, Sandra (2019-09-13). „Operdziedātāja Marina Rebeka: Bērns ir lielākais skaistums“. IEVAS Stāsti – წარმოდგენილია Santa.lv-ის მიერ.
  4. Muzejā atvērta Jura Jankoviča grāmata "Trapped in Siberia. Surviving Siberia" (2019-06-25). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-04-12. ციტირების თარიღი: 2022-04-07.
  5. Lūsiņa, Inese (2008-06-01). „Man nepatīk tava balss! Tomēr dziedi!“ [I don't like your voice! However, sing!]. Diena (ლატვიური). ციტირების თარიღი: 2020-12-30.
  6. Lūsiņa, Inese (2008-06-21). „Traviata atgūst dzīvību“. Diena (ლატვიური).
  7. Marina Rebeka - Artists. ციტირების თარიღი: 2021-05-19
  8. Riley, Joe (2008-06-30). „Britten War Requiem Liverpool Cathedral“. Liverpool Echo. ციტირების თარიღი: 2021-02-04.
  9. „Premiere of Latvian National Opera's new production "Elisir d'Amore" tonight“. The Baltic Course. 2009-02-12. ციტირების თარიღი: 2021-02-04.
  10. Smith, Rowena (2010-05-02). „War Requiem“. The Guardian.
  11. Loomis, George (2013-02-05). „Dutch Serve Up a Straight-Shooting Version of 'Guillaume Tell'. The New York Times. ციტირების თარიღი: 2021-01-12.
  12. Gualerzi, Giorgio (2013-08-19). „Ma questo è un Guglielmo Tell memorabile“. Famiglia Cristiana (იტალიური). ციტირების თარიღი: 2021-01-12.
  13. Turandot (Concert Performance). ციტირების თარიღი: 2021-02-11
  14. Dellith, Michael (2015-06-29). „Mit Wagner und Rossini ins Paradies“. Frankfurter Neue Presse.
  15. 18 September 2015 Utrecht[მკვდარი ბმული] 20 September 2015 Amsterdam[მკვდარი ბმული] RFO. Retrieved 2021-02-23.
  16. „Marina Rebeka uzstāsies lielākajās koncertzālēs Latvijā“. Tvnet.lv (ლატვიური). 2017-01-09.
  17. Maria Stuarda. ციტირების თარიღი: 2021-06-08
  18. Marina Rebeka – Artist in Residence 2017/2018. ციტირების თარიღი: 2020-02-25.