მარინა პოროშენკო
მარინა პოროშენკო Марина Порошенко | |
უკრაინის პირველი ლედი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
7 ივნისი, 2014 – 20 მაისი, 2019 | |
პრეზიდენტი | პეტრო პოროშენკო |
წინამორბედი | ჰანა ტურჩინოვა (მოვალეობის შემსრულებელი) |
მემკვიდრე | ოლენა ზელენსკა |
დაბადებული | 1 თებერვალი, 1962 კიევი, უკრაინის სსრ, საბჭოთა კავშირი |
მეუღლე | პეტრო პოროშენკო |
შვილები | 4 |
განათლება | ბოგომოლეცის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტი კულტურისა და ხელოვნების წამყვანი კადრების ეროვნული აკადემია |
მარინა ანატოლის ასული პოროშენკო (უკრ. Марина Анатоліївна Порошенко; დაბ. პერევედენცევა; დ. 1 თებერალი, 1962) — უკრაინელი პოლიტიკოსი, რომელიც უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მეუღლეა. ის 2014-2019 წლებში უკრაინის პირველი ლედის თანამდებობას იკავებდა.[1]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარინა პოროშენკო (დაბადების სახელია მარინა პერევედენცევა (უკრ. Марина Анатоліївна Переведенцева) 1962 წელს უკრაინის დედაქალაქში, კიევში დაიბადა.[2] მამამისი ანატოლი უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იყო,[2] დედამისი ლიუდმილა კი კიევის არსენალის ქარხანაში მუშაობდა.[2]
ბოგომოლეცის ეროვნულ სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლის დროს მან პეტრო პოროშენკო გაიცნო. ისინი 1984 წელს დაქორწინდნენ.[3] მარინა ბოგოლომეცის ეროვნულ სამედიცინო უნივერსიტეტში კარდიოლოგად მუშაობდა იქამდე, სანამ წყვილს პირველი ვაჟი არ შეეძინათ. ამის შემდეგ მან მთელი თავისი დრო ოჯახს დაუთმო.[2][3] ის არ იღებს მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში და თავის ქმართან პოლიტიკაზე არ საუბრობს.[4] მარინა პოროშენკო აქტიურად იღებს მონაწილეობას პეტრო პოროშენკოს საქველმოქმედო ფონდის საქმიანობებში.[3]
2007 წელს მან დაამთავრა კულტურისა და ხელოვნების წამყვანი კადრების ეროვნული აკადემია სახვითი ხელოვნების დიპლომით.[5].
2014 წლის ივნისში სატელევიზიო არხისთვის მიცემულ ინტერვიუში მარინამ თქვა, რომ ის აპირებდა იმ სოციალურ და კულტურულ პროცესებში ჩართვას, რომელიც იმ დროს უკრაინაში აქტუალური იყო. 2014 წლის ივნისის ბოლოს ის შეხვდა ირინა გერაშენკოს, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინის სამშვიდობო გეგმის წარმომადგენელი და 2014 წელს უკრაინაში მომხდარი პრო-რუსული კონფლიქტის შუამავალი იყო. მათ განიხილეს აღმოსავლეთ უკრაინაში მყოფი ხალხის შესაძლო დახმარება.[6]
2018 წლიდან 2019 წლამდე მარინა პოროშენკოს უკრაინის კულტურული ფონდის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა.[7][8]
2020 წელს კიევის ადგილობრივ არჩევნებში, პოროშენკო პირველ ნომრად იყო ევროპული სოლიდარობის პარტიის კიევის საკრებულოს საარჩევნო სიაში (პარტიას მთელი ქვეყნის მასშტაბით, მისი ქმარი პეტრო პოროშენკო ხელმძღვანელობს).[1] კიევის მერის არჩევნებში ევრუპული სოლიდარობის პარტიამ მხარი დაუჭირა მოქმედ მერს, ვიტალი კლიჩკოს.[9] აღნიშნულმა პარტიამ 2020 წლის კიევის ადგილობრივ არჩევნებში კიევის საკრებულოს 31 ადგილი მოიპოვა.[10] კლიჩკო კიევის მერად კვლავ აირჩიეს.[11]
ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარინას და პეტრო პოროშენკოს ოთხი შვილი ჰყავთ: უფროსი ვაჟი ალექსეი (დაბადებული 1985 წელს), ტუპი ქალიშვილები ევგენია და ალექსანდრა (დაბადებული 2000 წელს) და უმცროსი ვაჟი მიხაილი (დაბადებული 2001 წელს).[3] ოჯახი კონჩა-ზასპას ისტორიულ უბანში, კერძო სახლში ცხოვრობს. ალექსეი ვინიცის ოლქის რეგიონალურ პარლამენტის წევრი იყო.[12] 2014 წლის ნოემბერში ის უკრაინის სახალხო დეპუტატი გახდა.
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო პოროშენკოს შვილების ნათლიაა.[13]
კულტურული და პოლიტიკური იმიჯი პირველი ლედის რანგში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარინა პოროშენკოს პირველი ლედის რანგში მნიშვნელოვანი დონის მხარდაჭერა ჰქონდა უკრაინის მოსახლეობისგან.[14] უკრაინული სატელევიზიო შოუს 1+1-ის დისკუსიის მიხედვით, მარინა არის მომხიბლავი, კარგად მოსაუბრე, განათლებული და თანამედროვე, დემოკრატიულ უკრაინას კარგად წარმოადგენს. უკრაინელი ხალხი პირველი ლედისგან მოელის, რომ ის იყო ხიდი უბრალო ხალხსა და კაცებით დომინირებული პოლიტიკურ სპექტრს შორის. ისინი ელოდნენ, რომ იგი ჩაერთვებოდა უკრაინის სოციალურ საკითხებში და საერთაშორისო ასპარეზზე იქნებოდა მისი ქმრის დამხმარე, რადგან ის წარმოადგენს უკრაინას საგარეო კუთხით.[15]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 (უკრ.) Maryna Poroshenko headed the Eurosolidarity list in the Kyiv City Council elections, Ukrayinska Pravda (16 September 2020)
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 (რუსული) Maryna Poroshenko, First Lady of Ukraine from 7 June 2014. Biography, ITAR-TASS (6 June 2014)
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 Poroshenko, President of Ukraine, Centre for Eastern Studies (28 May 2014)
Events by themes: Poroshenko family, UNIAN - ↑ „Первая леди Украины Марина Порошенко: интересные факты“. 26 May 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 მაისი 2014. ციტირების თარიღი: 26 May 2014.
- ↑ Марина Порошенко продемонструвала свій диплом мистецтвознавця uk. ციტირების თარიღი: 2021-02-23
- ↑ Maryna Poroshenko: 'I read Kyiv Post', Kyiv Post (June 23, 2014)
- ↑ Maryna Poroshenko calls on authorities to provide proper funding for cultural projects en. ციტირების თარიღი: 2021-02-23
- ↑ Poroshenko’s Spouse Maryna Files Letter Of Resignation From Post Of Ukrainian Cultural Fund Chair en (2019-12-16). ციტირების თარიღი: 2021-02-23
- ↑ (უკრ.) Klitschko reacted to support from Poroshenko's party: We are not bargaining, Ukrayinska Pravda (16 September 2020)
(უკრ.) "Eurosolidarity" will support Klitschko in the elections in Kyiv, Ukrayinska Pravda (16 September 2020) - ↑ Results of the 2020 elections of the Kyiv City Council, Central Election Commission of Ukraine
- ↑ Vitali Klitschko wins in first round of Kyiv mayor election, Ukrinform (6 November 2020)
- ↑ Ukraine Election: The Chocolate King Rises, Spiegel Online (22 May 2014).
- ↑ „Profile: Ukraine's President Petro Poroshenko“. BBC News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 May 2014.
- ↑ Ukraine's new first lady a breath of fresh air. News Daily (31 December 2021).
- ↑ Нова перша леді України (26 May 2014).
|