მარინა გიორგობიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მარინა გიორგობიანი (დ. 10 მაისი, 1936, სანკტ–პეტერბურგი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან–ჰიგიენური ფაკულტეტი.

1977–1979 წლებში იყო წითელწყაროს რაისანეპიდსადგურის ზოგადი ჰიგიენის განყოფილების და მცხეთის რაი–სანეპიდსადგურის შრომის ჰიგიენის განყოფილების სანიტარული ექიმი. 1979–1989 წლებში ნ.ი. მახვილაძის სახელობის შრომის ჰიგიენისა და პროფდაავადებათა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელი, უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი, შრომის ჰიგიენის განყოფილების გამგე. 1989 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ზოგადი ჰიგიენის კათედრის დოცენტი. ავტორია 24 სამეცნიერო ნაშრომის.

1987 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „თიაზონის ორგანიზმზე ზოგადი მოქმედების ჰიგიენური მნიშვნელობა და მისი გავლენა რეპროდუქციულ ფუნქციაზე.“

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 70

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]