მარინა ალექსანდროვა
მარინა ალექსანდროვა | |
---|---|
მშობლიური სახელი | Марина Андреевна Пупенина |
დაბადების სახელი | მარინა პუპენინა |
დაბადების თარიღი |
29 აგვისტო, 1982 კიშკუნმაიშა, უნგრეთის სახალხო რესპუბლიკა |
ეროვნება | რუსი |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1992–დღემდე |
მეუღლე(ები) | ივან სტებუნოვი (2008–2010) |
პარტნიორ(ებ)ი |
ალექსანდრ დომოგაროვი (2005–2007) ანდრეი ბოლტენკო (2011–დღემდე) |
შვილ(ებ)ი | 2 |
მარინა ანდრეევნა პუპეინა, აგრეთვე ცნობილი თავისი ფსევდონიმით მარინა ალექსანდროვა (რუს. Мари́на Андре́евна Пупе́нина; დ. 29 აგვისტო, 1982) — რუსი მსახიობი. ყველაზე მეტად ცნობილია მის მიერ შესრულებული ეკატერინე დიდის როლით სერიალში „ეკატერინა“. მარინა ალექსანდროვა არის რუსეთის დამსახურებული არტისტი (2016).[1]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარინა ანდრეევნა პუპენინა დაიბადა 1982 წლის 29 აგვისტოს, უნგრეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ კიშკუნმაიშაში. მისი მამა, ანდრეი პუპეინი მსახურობდა უნგრეთში მდებარე საბჭოთა არმიაში. მისი დედა იყო ჰერცენის უნივერსიტეტის პროფესორი.
1986 წელს მისი ოჯახი საცხოვრებლად ბაიკალის ტბაზე გადავიდა, ხოლო მოგვიანებით ტულაში, საბოლოოდ 1987 წელს ისინი დასახლდნენ ლენინგრადში (ამჟამად სანქტ-პეტერბურგი). 1996 წელს დაამთავრა უმაღლესი სკოლა მათემატიკისა და მუსიკის სპეციალობით. ამავე წელს შეუერთდა დრამის სკოლას და ბორის შუკინის თეატრალურ სკოლას, სადაც ვალენტინა ნიკოლანეკო ასწავლიდა.
მისი კინოდებიუტი შედგა 1992 წელს, ფილმში „На Дерибасовской хорошая погода, или На Брайтон-Бич опять идут дожди“.
2006 წლიდან 2011 წლამდე მარინა ალექსანდროვა იყო სოვრემენიკის თეატრის მსახიობი ქალაქ მოსკოვში.[1]
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2008 წლის 7 ივნისს მარინა ალექსანდროვა დაქორწინდა მსახიობ ივან სტებუნოვზე.[2][3] ისინი ერთმანეთს 2010 წელს დაშორდნენ. ამის შემდეგ მას ურთიერთობა ჰქონდა მსახიობ ალექსანდრ დომოგაროვთან. 2012 წლის 11 ივლისს მას შეეძინა შვილი. ბავშვს ანდრეი მისი მამის, ტელევიიზის დირექტორის, ანდრეი ბოლტენკოს პატივსაცემად დაარქვეს.[1] ალექსანდროვას მესამე შვილი, ეკატერინა 2015 წლის 26 სექტემბერს შეეძინა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მარინა ალექსანდროვა — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- მარინა ალექსანდროვა Instagram-ზე
- КиноПоиск
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 Marina Aleksandrova: for the role of Catherine II I was ready for any sacrifice
- ↑ შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს.Gasparov, Mikhail. (2008-06-09) Russian. Utro.ru. ციტირების თარიღი: 2009-11-26.
- ↑ შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს. Russian. peoples.ru. ციტირების თარიღი: 2009-11-26.