მარიკა კვალიაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მარიკა კვალიაშვილი (დ. 7 მაისი, 1937, თბილისი) — ქართველი კომპოზიტორი, პედაგოგი. თბილისის საპატიო მოქალაქე (2009). ქართული ხალხური სიმღერის ცნობილი შემსრულებლის, მომღერალ მარო თარხნიშვილის შვილიშვილი.

1956 წელს დაამთავრა თბილისის I მუსიკალური სასწავლებელი, ხოლო 1961 წელს ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (საკომპოზიციო).

1961-2006 წლებში იყო თბილისის N1 მუსიკალური სკოლის პედაგოგი (თეორიული საგნები). საქართველოს რუსთაველის საზოგადოების კულტურული განყოფილების თავმჯდომარე. დააარსა პროექტი „ქართული სიმღერის პროპაგანდა“, რომელიც გულისხმობს საქართველოს ყველა კუთხის დაბა-სოფლებში ქართული სიმღერის პროპაგანდას, ნიჭიერი ბავშვების მოძიებას. თხზულებები: საბავშვო, საესტრადო სიმღერები, მათ შორის: „იანვარიც მოირთვება“, ოდები (მიძღვნილი საქართველოს თითოეული კუთხისადმი), გუნდები. მიღებული აქვს წლის საუკეთესო ადმიანის, წლის საუკეთესო პედაგოგის, 2005 წლის საუკეთესო კომპოზიტორის (საესტრადო სიმღერებისთვის, 2005) წოდებები. 2010 წელს გაიხსნა მარიკა კვალიაშვილის ვარსკვლავი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]