მარიინსკი
იერსახე
დასახლებული პუნქტი | |||
---|---|---|---|
მარიინსკი | |||
![]() | |||
| |||
ქვეყანა |
![]() | ||
კოორდინატები | 56°13′00″ ჩ. გ. 87°45′00″ ა. გ. / 56.21667° ჩ. გ. 87.75000° ა. გ. | ||
დაარსდა | 1698 | ||
ცენტრის სიმაღლე | 130 მეტრი | ||
მოსახლეობა | 39 883 (1 იანვარი, 2025)[1] | ||
სატელეფონო კოდი | 38443 | ||
საფოსტო ინდექსი | 652150 | ||
ოფიციალური საიტი | https://www.gorod-mariinsk.ru/ | ||
მარიინსკი (1857 წლიდან), კიისკი (1856-1857 წლებში), სოფ. კიისკი (XVIII საუკუნიდან-1856 წლამდე) — ქალაქი (1856-დან) რუსეთში, კემეროვოს ოლქის მარიინსკის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე კიიის (ობის აუზი) მარცხენა სანაპიროზე, კემეროვოდან 178 კმ-ში. ქალაქის რელიეფი ძირითად ვაკე. ჰავა მკვეთრად კონტინენტური. საშუალო წლიური ტემპერატურა − 0,1°. 2007 წლის 15 სექტემბერს მარიინსკში დაიდგა იმპერატორ მარიას მონუმენტი. ქალაქი ამ იმპერატორის სახელს ატარებს[2] 2009 წლის 23 ოქტომბერს მარიინსკში დაიდგა ალექსანდრე II მონუმენტი, რომელიც ბრინჯაოს კვარცხლბეკზე დგას. სოფელი კიისკი გაჩნდა XVIII საუკუნეში; 1856 წლიდან ქალაქია. 1857 წელს ეწოდა მარიინსკი. ქალაქში რუსი მწერლის ვლადიმირ ჩივილიხინის სახლ-მუზეუმია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 441.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Численность постоянного населения Российской Федерации по муниципальным образованиям на 1 января 2025 года — Москва: Росстат, 2025.
- ↑ http://www.pamyatnik-marii.narod.ru/otkryitie.html მონუმენტის გახსნის ფოტორეპორტაჟი