მარიეტა შაგინიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
მარიეტა შაგინიანი
The Soviet Union 1988 CPA 5929 stamp (Birth centenary of Marietta Shaginyan, Soviet writer, historian and activist of Armenian descent).jpg

დაიბადა2 აპრილი, 1888
მოსკოვი, რუსეთის იმპერია
გარდაიცვალა20 მარტი, 1982 (93 წლის)
მოსკოვი, რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკა, სსრკ
ეროვნებასომეხი
საქმიანობა მწერალი

მარიეტა სერგეევნა შაგინიანი (რუს. Мариэ́тта Серге́евна Шагиня́н; სომხ. Մարիետա Սերգեյի Շահինյան; დ. 2 აპრილი, 1888 — გ. 20 მარტი, 1982) — სომხური წარმოშობის საბჭოთა მწერალი, ისტორიკოსი და აქტივისტი. ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი კომუნისტი მწერალი, რომელიც ექსპერიმენტებს ატარებდა სატირიკო-ფანტასტიკურ მხატვრულ ლიტერატურაში. [1] დაიბადა და გარდაიცვალა მოსკოვში. .

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შაგინიანი დაიბადა მოსკოვში. მისი მამა ექიმი იყო. მან მიიღო კერძო განათლება. 1912 წელს მიიღო ისტორიისა და ფილოსოფიის ხარისხი, რის შემდეგადაც დაიწყო მწერლის კარიერა.

1912 წლის თებერვალში შაგინიანმა მისწერა კომპოზიტორ სერგეი რახმანინოვს. ეს იყო პირველი იმ მრავალი წერილიდან, რომელიც დაიწერა მათ შორის მომდევნო 5 წლის განმავლობაში, ბევრი ციტირებული იყო Bertensson & Leyda-ში. [2] მოგვიანებით, 1912 წელს, რახმანინოვმა სთხოვა მას, რომ ლექსები შეეთავაზებინა, თვითონ კი სიმღერებად გადააკეთებდა. 1913 წელს შაგინიანმა რახმანინოვს მიუძღვნა გამოქვეყნებული ლექსების პირველი ნაკრები „ორიენტალია“. რახმანინოვმა 1917 წელს დატოვა რუსეთი, აღარასდროს დაბრუნებულა, ხოლო მათ შორის მიმოწერები შეწყდა. [3] [4] [5] [6] [7]

შაგინიანმა დაწერა რომანები Miss Mend: Yankees in Petrograd (1923), Three Looms (1929), Hydrocentral (1930-1931). 1931 წელს მან მისწერა იოსებ სტალინს და სთხოვა დაეწერა Hydrocentral-ის წინასიტყვაობა და მიიღო პასუხი, დათარიღებული 20 მაისით, სადაც სტალინმა ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ სურდა დაწერა, მაგრამ ძალიან დაკავებული იყო ამისთვის. როგორც ცნობილია, სტალინის პასუხს იმ ჩანთაში ინახავდა, რომელსაც ყოველთვის თან ატარებდა. [8]

დიდი წმენდის დაწყებამდე და მის დროს იგი აშკარად ერთგული იყო პირადად სტალინის მიმართ. 1934 წელს, იცოდა სტალინისა და რუსეთის ყველაზე ცნობილი ცოცხალ მწერლის, მაქსიმ გორკის დაძაბული ურთიერთობის შესახებ. პირად საუბარში მან დაგმო გორკი და უწოდა „ანარქისტი“ და „წვრილბურჟუაზიული პოპულისტი“.[9]ასევე ცნობილია, რომ იგი უჩიოდა თანამემამულე მწერლებს, რომ „მხოლოდ იმის გამო, რომ რამდენიმე ადამიანი დააკავეს, ისინი მთელ ამ აურზაურს სტეხდნენ“. [10]

1938 წლის აგვისტოში, ჟურნალ Krasnaya Nov-ში გამოქვეყნდა მისი რომანის პირველი ნაწილი ისტორიის გამოცდა - ულიანოვების ოჯახი , გამოგონილი ამბავი ლენინის ადრეული ცხოვრების შესახებ. 5 აგვისტოს რომანი აიკრძალა, პოლიტბიუროს ბრძანებით შაგანიანი და კრუპსკაიას უსაყვედურეს, ხოლო პასუხისმგებელი რედაქტორი ვლადიმერ ერმილოვი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. [11] მომდევნო 18 წლის განმავლობაში იგი იძულებული გახდა შეეწყვიტა ამ ჟანრის წერა და ესეების წერას მიუბრუნდა. ეს რეზოლუცია ცენტრალურმა კომიტეტმა გააუქმა, როგორც „მცდარი და ფუნდამენტურად არასწორი“ 1956 წლის 11 ოქტომბერს, რის შემდეგაც გამოქვეყნდა რომანის გადამუშავებული ვერსია და შემდგომი „პირველი სრულიადრუსული“ 1965 წელს. [12] ამ ორმა წიგნით 1972 წელს მან ორი ლენინის პრემია მიიღო.

შაგანიანი დროის უმეტეს ნაწილს ყირიმში ატარებდა, სადაც მან ოჯახისთვის შეიძინა ზაფხულის სახლი. რუსული ბოჰემური ელიტა ყოველ ზაფხულს იკრიბებოდა კოკტებელში და იქ რჩებოდა სექტემბრამდე. 94 წლის ასაკში მოსკოვში გარდაიცვალა.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარიეტას ქალიშვილი მირელე შაგინიანი იყო მხატვარი, რომელიც დაქორწინებული იყო ვიქტორ ციგალზე, რუსი მხატვარსა და მოქანდაკეზე. მათი ვაჟი სერეგა ციგალი ასევე მხატვარია. მისი მეუღლე ლუბოვ პოლიშუკი რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობი იყო. მარიეტა შაგინიანს ჰყავს ორი შვილიშვილი ანასტასია შაგინიანი და მისი ძმა ანდრეი.

მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბჭოთა ასტრონომის ლუდმილა ჩერნიხის მიერ 1975 წელს აღმოჩენილ მცირე პლანეტას მის საპატივცემულოდ 2144 მარიეტა ეწოდა. [13]

წიგნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Mess-Mend: Yankees in Petrograd. Trans. Samuel Cioran. Ann Arbor: Ardis, 1991.
  • Lori Len Metallist [Laurie Lane, Metalworker]. Moscow: Gos-Izd, 1924.
  • Doroga v Bagdad [The Road to Baghdad]. St. Petersburg, 1925.
  • Gidrotsentral [HydroCentral]. Leningrad, 1929.
  • Armianskaya literatura i iskusstvo [Literature and Art of Armenia]. Yerevan, 1961.
  • Taras Shevchenko. Moscow, 1964.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. MIA: Encyclopedia of Marxism. Shaginyan, Marietta (1888-1982). MIA: Encyclopedia of Marxism. ციტირების თარიღი: September 7, 2007.
  2. Apetyan (ed.) S. Rakhmaninov. Literaturnoe nasledie / Literary Legacy. vols 1-3. Moscow 1978/80
  3. See: Norris. Rakhmaninov. Dent. London 1976.ISBN 0 460 03145 7 (See Pages 47/8,50,etc)
  4. Bertensson & Leyda. Sergei Rachmaninoff. A lifetime in music. George Allen & Unwin. New York 1956 (See chapter 11 for great detail)
  5. Wehrmeyer. Rachmaninov. Haus Publishing. London 2004. ISBN 1-904341-50-0 (See pages 69-70, includes a photo of the young Marietta Shaginian)
  6. M.Shaginian: "Vospominaniya o S.V.Rakhmaninove" (Reminiscences of S.V.Rachmaninoff)in Apetyan op. cit. Moscow 1978/80
  7. Scott.Rachmaninoff. (see pages 93-99,109, 110, 151). The History Press. ISBN 978 0 7509 4376 5
  8. Katerina Clark, and Evgeny Dobrenko (2007) Soviet Culture and Power: A History in Documents, 1917-1953. New Haven: Yale U.P., გვ. 117. ISBN 978-0-300-10646-6. 
  9. Clark, and Dobrenko Soviet Culture, გვ. 174. 
  10. Mandelstam, Nadezhda (1974) Hope Abandoned. New York: Atheneum. ISBN 0-689-10549-5. 
  11. Katerina Clark. Soviet Culture and Power: A History in Documents, 1917-1953. Yale U.P.. 
  12. Мариэтта Сергеевна Шагинян, Биографический ыказатель. ციტირების თარიღი: 30 November 2020."Мариэтта Сергеевна Шагинян, Биографический ыказатель". Khronos. Retrieved 30 November 2020.
  13. Dictionary of Minor Planet Names.