მარია ტერეზა დე ბურბონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მარია ტერეზა დე ბურბონი
Condesa de chinchon.jpg
დაბ. თარიღი 6 მარტი, 1779
ტოლედო, ესპანეთი
გარდ. თარიღი 23 ნოემბერი, 1828, (49 წლის)
პარიზი, საფრანგეთი
ეროვნება ესპანელები
წოდება ჩიჩონის გრაფინია
რელიგია კათოლიციზმი
მეუღლე(ები) მანუელ გოდოი, პეასის პრინცი
შვილ(ებ)ი კარლოტა დე გოდოი
მშობლები მამა: ლუისი, ჩიჩონის გრაფი
დედა: მარია ტერეზა დე ვალაბრიგა

მარია ტერეზა დე ბურბონი (ესპ. María Teresa de Borbón; დ. 6 მარტი, 1779 — გ. 23 ნოემბერი, 1828) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ჩიჩონის გრაფ ლუისისა და მარია ტერეზა დე ვალაბრიგას უფროსი ქალიშვილი. ესპანეთის მეფე ფილიპე V-ის შვილიშვილი. ჩიჩონის გრაფინია 1823-28 წლებში.

ბიოგრაფია და ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია ტერეზა დაიბადა 1779 წლის 6 მარტს ტოლედოში. იგი იყო ესპანეთის მეფე ფილიპე V-ის უმცროსი ვაჟის, ჩიჩონის გრაფ ლუისისა და მისი მეუღლის, არაგონელი არისტოკრატის მარია ტერეზა დე ვალაბრიგას მეორე შვილი და პირველი ქალიშვილი.

დონა მარია ტერეზა კაროლინა დე ბურბონ ი ვალაბრიგა იყო: ბოადილასა დელ მონტეს პირველი მარკიზა, დედოფალ მარია ლუიზას ორდენის დამაარსებელი, აგრეთვე ძმის, ლუის მარიას გარდაცვალების შემდეგ ჩიჩონის რიგით მეთხუთმეტე გრაფინია, ესპანეთის გრანდე და სუეკას პირველი ჰერცოგინია.

1797 წლის 2 ოქტომბერს, ესკორიალში დაქორწინდა პეასის პრინც დონ მანუელ დე გოდოი ი ალვარეს დე ფარიაზე, რომელთან ქორწინებითაც იგი პეასის პრინცესა, ალკუდიას ჰერცოგინია და კუედას ჰერცოგინია. მრავალწლიანი ქორწინებიდან მხოლოდ ერთი ქალიშვილი შეეძინა, სახელად კარლოტა, რომელიც სუეკას ჰერცოგინია გახდა.

1803 წელს ესპანეთში ფრანგების შემოჭრის გამო იგი იძულებული გახდა დაეტოვებინა სამშობლო და ჯერ იტალიაში, შემდეგ კი საფრანგეთში გაქცეულიყო, სადაც 1828 წელს გარდაიცვალა 49 წლის ასაკში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • José Luis Vila-San-Juan: Los Borbones en España – Cunas, bodas y mortajas. Plaza & Janés, Barcelona 1998, ISBN 84-01-55011-4.