მარია სადოვსკაია-ბარილოტი
| მარია სადოვსკაია-ბარილოტი | |
|---|---|
|
| |
| ბიოგრაფია | |
| დაბ. თარიღი | 17 აპრილი, 1855 |
| დაბ. ადგილი | კამიანო კოსტუვატე |
| გარდ. თარიღი | 27 მარტი, 1891 (35 წლის) |
| გარდ. ადგილი | ოდესა[1] |
| დასაფლავებულია | კროპივნიცკი |
| მარია სადოვსკაია-ბარილოტი ვიკისაწყობში | |
მარია სადოვსკაია-ბარილოტი (ნამდვილი გვარი — ტობილევიჩ; 1855 — 1891) — უკრაინელი საოპერო მომღერალი (სოპრანო) და დრამატული მსახიობი . XIX საუკუნის 70-80-იანი წლების უკრაინული სცენის ერთ-ერთი გამორჩეული მსახიობი.[2]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]. მარია სადოვსკაია დაიბადა 1855 წლის 17 აპრილს (სხვა წყაროების თანახმად, 9 აპრილს), რუსეთის იმპერიის ხერსონის გუბერნიის სოფელ კამენნო-კოსტოვატოეში, ამჟამად ბრატსკის ოლქი, ნიკოლაევის ოლქი, უკრაინა. მისი ძმები იყვნენ მსახიობები ნიკოლაი სადოვსკი, პანას საქსაგანსკი და მწერალი ივან კარპენკო-კარი.
მოგვიანებით, მთელი ოჯახი ელიზავეტგრადში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მარია გიმნაზიაში სწავლობდა და დრამატულ კლუბში მონაწილეობდა. მან სასცენო კარიერა ნიკოლაევში 1876 წელს რუსული ოპერეტის ჯგუფის შემადგენლობაში დაიწყო. 1883 წლიდან გამოდიოდა მარკ კროპივნიცკის და მიხაილ სტარიცკის თეატრალურ ჯგუფებთან ერთად. 1890 წლიდან იყო თავისი ძმის, პანას საქსაგანსკის დასის შემადგენლობაში. თავისი თეატრალური მოღვაწეობის მანძილზე შეასრულა არაერთი როლი საოპერო და თეატრალურ სპექტაკლებში. მათგან არსანიშნავია «Наталка Полтавка», «Запорожець за Дунаєм», «Утоплена».
მარია სადოვსკაია გარდაიცვალა 1891 წლის 27 მარტს ოდესაში — მსახიობის გული ოდესის თეატრის სცენაზე გაჩერდა. იგი დაკრძალეს ელიზავეტგრადში (ახლანდელი კროპივნიცკი, უკრაინა ) ბიკოვსკოეს სასაფლაოზე.[3]
ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მარია სადოვსკაიას მეუღლე იყო უკრაინელი მომღერალი და დრამატული მსახიობი დენის პეტროვი (სასცენო ფსევდონიმით: მოვა). წყვილს შეეძინა ქალიშვილი ელენე (შემდგომში ოპერის მომღერალი და პედაგოგი ელენე პეტლიაში). ურთიერთობაში იყო იტალიელ ტენორ ბარილოტისთან, რომელიც უკრაინის სცენაზე გამოდიოდა (მათი ურთიერთობა არ იყო რეგისტრირებული.).
ხსოვნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სოფელ ბრატსკოეს სახალხო თეატრს ეწოდა მარია სადოვსკაია-ბარილოტის სახელი.
- სადოვსკაია-ბარილოტისთან დაკავშირებული მასალები დაცულია კიროვოგრადის ადგილობრივი ისტორიის რეგიონალური მუზეუმისა და მ. ლ. კროპივნიცკის მემორიალური მუზეუმის კოლექციებში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Биков В. Найкраща «Наталка Полтавка» українського театру / Народне слово. — 1996. უკრ.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ https://www.encyclopediaofukraine.com/display.asp?linkpath=pages%5CS%5CA%5CSadovska6BarilottiMariia.htm
- ↑ Мова Денис Николаевич // Отечественные певцы. 1750—1917: Словарь / А. М. Пружанский. — 2-е изд., испр. и доп. — М., 2008.
- ↑ Садовська Марія Карпівна // Універсальний словник-енциклопедія. — 4-те вид. — К. : Тека, 2006.უკრ.