მარია ლუისა აგილარი
| მარია ლუისა აგილარი | |
|---|---|
|
| |
| დაბ. თარიღი | 20 ივნისი, 1938 |
| დაბ. ადგილი | Jauja |
| გარდ. თარიღი | 29 ოქტომბერი, 2015[1] (77 წლის) |
| გარდ. ადგილი | ლიმა |
| მოქალაქეობა |
|
| საქმიანობა | ასტრონომი |
| ალმა-მატერი | სან-მარკოსის ეროვნული უნივერსიტეტი და National University of La Pampa |
მარია ლუისა აგილარ ურტადო (ესპ. María Luisa Aguilar Hurtado დ. 20 ივნისი, 1938 — გ. 29 ოქტომბერი, 2015)[2] — პირველი პროფესიონალი პერუელი ასტრონომი.[3] სწავლობდა ლიმაში, სან-მარკოსის ეროვნული უნივერსიტეტის მათემატიკისა და ფიზიკის ინსტიტუტში. ასტრონომია დაამთავრა არგენტინაში, ლა-პლატას ეროვნულ უნივერსიტეტში. 1981 წელს, პროფესიულ დონეზე ასტრონომიის განვითარების მოტივაციით, დააფუძნა და დირექტორად ემსახურა „ასტრონომიისა და ასტროფიზიკის სემინარს“, რომელსაც დღესდღეობით ეწოდება „მუდმივი ასტრონომიისა და კოსმოსური მეცნიერებების სემინარი“ სან-მარკოსის ეროვნულ უნივერსიტეტში.[4]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა ხაუხა, ქალაქში სადაც პირველი სამი წელი იცხოვრა. დაწყებითი და საშუალო განათლება მიიღო ლიმაში, ელვირა გარსია ი გარსიას სკოლაში. 1958 წელს შევიდა სან-მარკოსის ეროვნული უნივერსიტეტის მათემატიკის სკოლაში. გაემგზავრა არგენტინაში ასტრონომიის შესასწავლად ლა-პლატას ეროვნული უნივერსიტეტის ასტრონომიისა და გეოფიზიკის ობსერვატორიაში; იმ დროს პერუში ასეთი პროფესიული სპეციალობა არ არსებობდა.[5] სპეციალიზდებოდა ასტრონომიულ სპექტროსკოპიაში, ვარსკვლავურ ატმოსფეროებსა და ცვლად ვარსკვლავებში.[6]
1969 წელს დაბრუნდა პერუში და დაიწყო სწავლება ეროვნულ საინჟინრო უნივერსიტეტსა და სან-მარკოსის ეროვნულ უნივერსიტეტში. პირველ წლებში შექმნა „ასტრონომიული პარასკევები“, ასტრონომიის პოპულარიზაციის სივრცე, რომელიც დღემდე შენარჩუნებულია და პერუს ისტორიაში უწყვეტი საუბრებისა და კონფერენციების ყველაზე ძველ სერიად იქცა.[7]
1981 წელს მარია აგილარმა დააფუძნა ასტრონომიისა და ასტროფიზიკის სემინარი, რომელიც 2001 წელს გადაერქვა და მუდმივი ასტრონომიისა და კოსმოსური მეცნიერებების სემინარი - SPACE ეწოდა.[2]
1982 წელს აღიარებულ იქნა საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის წევრად, იყო 46-ე კომისიის „ასტრონომიული განათლება და განვითარება“ და C1 WG „ასტრონომიის სასკოლო განათლების ქსელი“ (NASE) წევრი.[8]
1984 წლის იანვარში ხელი შეუწყო და მართა „სან-მარკოს საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის შეთანხმებას“, რითაც შესაძლებელი გახდა პირველი მოწვეული ლექტორის პროგრამა საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის მიერ პერუში.[9] 1985 წელს კოორდინაცია გაუწია დოქტორების ჩამოსვლას: ხოსე ლუის სერსიკის — არგენტინელი და გალაქტიკების სპეციალისტის, იოსიპ კლეჩეკის — ჩეხი მზის მკვლევარის და ხორხე საჰადეს — საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის პირველი ლათინოამერიკელი პრეზიდენტის.ref>McNally, Derek. (1990). Transactions of the International Astronomical Union : Proceedings of the Twentieth General Assembly Baltimore 1988. Dordrecht: Springer Netherlands. ISBN 978-94-009-0497-2. OCLC 840304123. </ref>[10]
1999-2000 წლებში იყო პერუული გაზეთის "El Comercio" კვირის დამატების ენთუზიასტი თანამშრომელი მეცნიერებისა და ასტრონომიის საკითხებზე.[6]
2009 წლის ასტრონომიის საერთაშორისო წლის აღნიშვნის გლობალური ღონისძიებების ფარგლებში, დაინიშნა „ერთადერთ საკონტაქტო პირად“ პერუსა და საერთაშორისო ასტრონომიულ კავშირს შორის, რითაც ხელი შეუწყო და მონაწილეობა მიიღო პერუში იმ წლის განმავლობაში განათლებისა და საინფორმაციო ღონისძიებების სერიაში, როგორიცაა „ასტრონომიული პარასკევები“, „მოგზაური ტელესკოპი“, „გალილეოს მასწავლებელთა მომზადების პროგრამა“ და „გალილეო მობაილი“, სხვებს შორის.[11]
აგილარი იყო სან-მარკოსის ასტრონომიული ობსერვატორიის საგანმანათლებლო და ტურიზმის პროექტის ინიციატორი მარანგანიში, კუსკოში, რომელიც გაიხსნა მისი გარდაცვალების შემდეგ 2016 წელს.[12]
ბოლო წლებში იყო პროგრამის „კულტურა, მეცნიერება და ტექნოლოგია“ წამყვანი რადიო "Cielo"-ზე და „მეცნიერება და კულტურა“ პროგრამაში „კულტურის სახეები“, ტელეარხზე "Juan 19".[3]
მარია აგილარი წარმოდგენილი იყო როგორც ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი თეატრალურ პიესაში „ჩვენი დიდი თავგადასავალი მეცნიერებაში“, რომელსაც რეჟისორობდა როსიო ლინო და სცენარის ავტორი იყო პაოლა ვისენტე ჩოკანო.[13]
ჯილდოები და წევრობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Division C განათლების, პოპულარიზაციისა და მემკვიდრეობის ყოფილი წევრი, IAU (2015 წლამდე)[8]
- კომისია C1-ის ასტრონომიული განათლებისა და განვითარების ყოფილი წევრი, IAU (2015)[8]
- კომისია 46-ის ასტრონომიული განათლებისა და განვითარების ყოფილი წევრი, IAU (2015 წლამდე)[8]
- კომისია C1 WG ასტრონომიის სასკოლო განათლების ქსელის (NASE) ყოფილი წევრი, IAU (2015)[8]
- Division XII კავშირის მასშტაბის აქტივობების ყოფილი წევრი, IAU (2012 წლამდე)[8]
- ხოსე ანტონიო ენსინასის საპატიო მედალი, Magisterial Derrama-ს მიერ მინიჭებული (2010)[14]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ https://canaln.pe/actualidad/fallecio-primera-astronoma-peru-maria-luisa-aguilar-n204568
- 1 2 Loayza, María L. Cerón; Mejía Santillán, Mirian E.; Escobar, Fanny E. Mori; Quispe, Mabel E. Tesillo; Burga, Jenny Montoya; Sáenz, María C. Trujillo (2019) „Meeting of scientific women in Perú“, WOMEN IN PHYSICS: 6th IUPAP International Conference on Women in Physics. Birmingham, UK, გვ. 050031. DOI:10.1063/1.5110105.
- 1 2 PERÚ, NOTICIAS EL COMERCIO. (2019-03-08) Ciencias: Día de la Mujer | La historia de María Luisa Aguilar, la primera astró | NOTICIAS EL COMERCIO PERÚ es. ციტირების თარიღი: 2020-07-05
- ↑ CONCYTEC. María Luisa Aguilar, la primera astrónoma profesional del Perú es-es. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-07-06. ციტირების თარიღი: 2020-07-05
- ↑ UNMSM, Oficina de Pagina Web. Homenaje a María Luisa Aguilar, primera astrónoma del Perú | Noticias | Universidad Nacional Mayor de San Marcos | UNMSM es-ES. ციტირების თარიღი: 2020-07-05
- 1 2 PERÚ, NOTICIAS EL COMERCIO. (2020-03-09) El Dominical: Mujeres pioneras peruanas que dejaron huella en la ciencia | academia | NOTICIAS EL COMERCIO PERÚ es. ციტირების თარიღი: 2020-07-05
- ↑ UNMSM, Oficina de Pagina Web. Viernes Astronómicos es declarado proyecto especial de la Unión Astronómica Internacional | Noticias | Universidad Nacional Mayor de San Marcos | UNMSM es-ES. ციტირების თარიღი: 2020-07-05
- 1 2 3 4 5 6 International Astronomical Union | IAU. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-06-24. ციტირების თარიღი: 2020-07-05
- ↑ Swings, Jean-Pierre. (1986). Transactions of the International Astronomical Union : Proceedings of the Nineteenth General Assembly Delhi 1985. Dordrecht: Springer Netherlands. ISBN 978-94-009-4742-9. OCLC 840305706.
- ↑ UNMSM, Oficina de Pagina Web. Fallece astrónoma María Luisa Aguilar | Noticias | Universidad Nacional Mayor de San Marcos | UNMSM es-ES. ციტირების თარიღი: 2020-07-05
- ↑ (2010) International Year of Astronomy 2009 - Final Report.. Paris: International Astronomical Union. ISBN 978-3-923524-65-5. OCLC 780980293.
- ↑ SPACE-FCF-UNMSM - María Luisa Aguilar Hurtado en-US. ციტირების თარიღი: 2020-07-05[მკვდარი ბმული]
- ↑ Teatro con ciencia: obra sobre científicas peruanas es (24 October 2018). ციტირების თარიღი: 2020-07-05
- ↑ Falleció María Luisa Aguilar, la primera astrónoma del Perú | LaRepublica.pe (2017-12-23). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-23. ციტირების თარიღი: 2020-07-05