მარია ლუიზა კარლოტა პარმელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მარია ლუიზა კარლოტა პარმელი
Marie Luise, Prinzessin von Sachsen, geb. Prinzessin von Lucca.jpg
დაბ. თარიღი 2 ოქტომბერი, 1802
ბარსელონა, ესპანეთი
გარდ. თარიღი 18 მარტი, 1857, (54 წლის)
რომი, იტალია
ეროვნება იტალიელები
წოდება საქსონიის პრინცესა
რელიგია კათოლიციზმი
მეუღლე(ები) მაქსიმილიანი, საქსონიის პრინცი
ფრანჩესკო როსი
ჯოვანი ვიმერკატი
მშობლები მამა: ლუდოვიკო I, ეტრურიის მეფე
დედა: მარია ლუისა ესპანელი

მარია ლუიზა კარლოტა პარმელი (იტალ. Maria Luisa Carlota di Parma, გერმ. Maria Luisa Carlota von Parma; დ. 2 ოქტომბერი, 1802 — გ. 18 მარტი, 1857) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ეტრურიის მეფე ლუდოვიკო I-ისა და დედოფალ მარია ლუისა ესპანელის ასული. საქსონიის პრინცესა როგორც თავისი მამიდის ქვრივის მეორე მეუღლე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია ლუიზა კარლოტა დაიბადა 1802 წლის 2 ოქტომბერს, ეტრურიიდან ბარსელონაში მიმავალ გემზე, ბარსელონასთან ახლოს. იგი იყო ეტრურიის მეფე ლუდოვიკო I-ისა და დედოფალ მარია ლუისა ესპანელის ქალიშვილი. მისი მშობლები ესპანეთის პრინცესა მარია ისაბელისა და სიცილიის პრინც ფრანჩესკოს, ასევე ასტურიის პრინც ფერდინანდისა და მარია ანტონია ნეაპოლელის ქორწილზე დასასწრებლად მიდიოდნენ, რა დროსაც გემზე ორსულ დედოფალს მშობიარობა დაეწყო.

დაბადებისას მარია ლუიზა ძალიან სუსტი იყო და ვინაიდან შუა ზღვაში მყოფი ექიმები უძლურნი იყვნენ, მის გადარჩენას ღმერთს შესთხოვდნენ. ასევე მძიმედ იყო დედოფალი მარია ლუისაც, რომელსაც მშობიარობა ძალიან გაურთულდა, თუმცა საბოლოოდ დედაც და შვილიც გადარჩნენ და ქორწილებსაც დაესწრნენ.

მის ბებია-ბაბუას, ესპანეთის წინა მეფე კარლ IV-ს, დედოფალ მარია ლუიზა პარმელსა და ბიძამისს, ესპანეთის მეფე ფერდინანდ VII-ს, ყველას ერთხმად სურდა მარია ლუიზა კარლოტას დაქორწინება დედამისის ძმაზე, ინფანტ ფრანსისკო დე პაულაზე, რომელმაც საბოლოოდ ცოლად მეორე დის შვილი შეირთო.

1825 წლის 15 ოქტომბერს იგი მარიონეტულად დაქორწინდა თავისი მამიდის, კაროლინა პარმელის ქვრივ მაქსიმილიან საქსონიელზე. მათი ნამდვილი ქორწინება 1825 წლის 7 ნოემბერს შედგა დრეზდენში. მათი ქორწინება არ ყოფილა ბედნიერი და არც საერთო შვილები ჰყოლიათ. მაქსიმილიანი 1838 წელს გარდაიცვალა, რის შემდეგაც იგი ვენაში გადასახლდა. აქ იგი 1849 წელს მეორედ დაქორწინდა, წარმოშობით ასევე იტალიელ გრაფ ფრანჩესკო როსიზე, თუმცა შვილები არც მასთან ჰყოლია. ფრანჩესკო 1854 წელს გარდაიცვალა, 1855 წლის 5 თებერვალს კი იგი მესამედ გათხოვდა. ამჯერად მისი რჩეული კვლავ იტალიელი გრაფი ჯოვანი ვიმერკატი გახდა, რომელთან ერთადაც იგი რომში დასახლდა და აქ გაატარა სიცოცხლის უკანასკნელი წლები. მარია ლუიზას შვილები არც მასთან ჰყოლია, თუმცა ამჯერად უკვე თავად გარდაიცვალა, 1857 წლის 18 მარტს, 54 წლის ასაკში, მისი ქვრივი ჯოვანი კი 1861 წელს დაიღუპა.

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • D'Amat i de Cortada, Rafel (1994). Calaix de Sastre (volumen VI 1802-1803, pag.125). Barcelona: Curial Edicions Catalanes S.A.) ISBN 84-7256-963-2