შინაარსზე გადასვლა

მარია ლიტვინენკო-ვოლგემუტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარია ლიტვინენკო-ვოლგემუტი
დაბადების თარიღი 1 თებერვალი, 1892
კიევი, რსფსრ,
გარდაცვალების თარიღი 4 აგვისტო, 2008 (81 წლის)
კიევი, უკრაინის სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირი
ალმა-მატერი R. Glier Kyiv Municipal Academy of Music
საქმიანობა ოპერის მომღერალი[1] , მუსიკის პედაგოგი და მსახიობი
ჯილდოები ლენინის ორდენი სტალინის პრემია სსრკ სახალხო არტისტი (1936)

მარია ივანეს ასული ლიტვინენკო-ვოლგემუტი (უკრ. Литвиненко-Вольгемут Марія Іванівна; დ. 1 თებერვალი, 1892 კიევი - გ. 3 აპრილი, 1966, კიევი, უკრაინის სსრ, სსრკ) - უკრაინელი საოპერო მომღერალი (ლირიკულ-დრამატული სოპრანო), პედაგოგი. უკრაინის სსრ სახალხო არტისტი (1930). სსრკ სახალხო არტისტი (1936).

თამაშობდა პეტერბურგის (პეტროგრადი) საოპერო თეატრებში (1914–1916), კიევის ოპერის თეატრში „მუსიკალური დრამა“ (1919), ვინიცის (1919–1922) და ხარკოვის (1923–1935) საოპერო თეატრებში (1919–1922), შემდეგ ისევ კიევში (1923–1935). მარია ლიტვინენკოს ჰქონდა ძლიერი, მკაფიო ხმა და მაღალგანვითარებული ვოკალური ტექნიკა. მისი შესრულებები გამოირჩეოდა მუსიკალური ექსპრესიულობითა და პერსონაჟების სიღრმისეული გახსნით. ლიტვინენკოს რეპერტუარი მოიცავდა 70-ზე მეტ საოპერო პარტიას. მან სცენაზე შექმნა ეროვნული კოლორიტით სავსე სახეები: ოქსანა, ოდარკა (სიმონ გულაკ-არტემოვსკის „ზაპოროჟიელი დუნაის გაღმა“), პანოჩკა, ნატალკა, ნასტია (ნიკოლოზ ლისენკოს „წყალწაღებული“, „ნატალკა პოლტავკა“, „ტარას ბულბა“), არკასის „კატერინა“. ასრულებდა კლასიკური რეპერტუარის პარტიებს, უკრაინულ ხალხურ სიმღერებს.

ვიკიციტატა
„მარია ლიტვინენკო-ვოლგემუტი უკრაინის ოპერის თეატრის დამფუძნებელია. მისი ორიგინალური ხელოვნება უკრაინული ვოკალური და სასცენო შესრულების ერთ-ერთი ყველაზე ნათელი გვერდია, ეროვნული კულტურის განვითარების მთელი ეპოქაა. თუ XX საუკუნის პირველი ნახევარი მარია ლიტვინენკო-ვოლგემუტის სახელს უკავშირდება, მაშინ მეორე ასოცირდება ევგენია მიროშნიჩენკოს ფიგურასთან. ამ ორ უკრაინელ მომღერალს აერთიანებს არა მხოლოდ მათი შემოქმედების ხალხური ფესვები, მშობლიური სიმღერის გულწრფელი სიყვარული, არამედ გრძელი შემოქმედებითი გზა - ორმოცზე მეტი წელი საოპერო სცენაზე. ასეთი მხატვრული ხანგრძლივობის შემთხვევები ძალზე იშვიათად ხდება. თითოეული პრიმადონას ხმის ტემბრის უნიკალურობა უდაოა. ვოკალური ხელოვნების ისტორიაში ასეთი ხელოვანები ცოტანი არიან.[2]
მარია ლიტვინენკო-ვოლგემუტი (1912)

მარია ლიტვინენკო დაიბადა კიევში, მუშათა კლასის დიდ ოჯახში, სადაც ყველას უყვარდა სიმღერა. მამას, ივანე ივანეს ძე ლიტვინენკოს კარგი ბასი ჰქონდა, დედამისი, ევდოკია სემიონის ასული, გლეხი პოლტავის რეგიონიდან, მშვენივრად მღეროდა. ძმას, იაკობს ჰქონდა კრისტალურად სუფთა ტენორი (მოგვიანებით გახდა მსახიობი დმიტრო ჰაიდამაკას უკრაინულ ჯგუფში), ხოლო მის მეორე ძმას პავლოს ჰქონდა ბარიტონი უზარმაზარი დიაპაზონით (მოგვიანებით გამოდიოდა „ვოკალური რუსული კაპელის“ სოლისტად, რომელიც გასტროლებზე დადიოდა ევროპის ქვეყნებში). დები - ჰანა და ოლექსანდრაც კარგად მღეროდნენ.

მოზარდ აზაკში მარია ლიტვინენკო მღეროდა კიევის საეკლესიო გუნდში. იქ მას ოპერის მომღერალმა მიხაილ ბოჩაროვმა მოუსმინა, რომელმაც მშობლებს ურჩია, აუცილებლად ესწავლებინათ გოგონასათვის ვოკალი. ლიტვინენკო მონაწილეობდა სამოყვარულო სპექტაკლებში და 1912 წელს, ვოკალისტის სპეციალობით კიევის მუსიკალური კოლეჯის დამთავრების შემდეგ, მისი დებიუტი შედგა მიკოლა სადოვსკის უკრაინულ დასში. 1914 წელს ახალგაზრდა მომღერალმა მიიღო მიწვევა პეტროგრადში და ორი სეზონის განმავლობაში მღეროდა მუსიკალურ დრამატულ თეატრში. მისი დებიუტი კუპავას როლში (რიმსკი-კორსაკოვის „ფიფქია“) ძალიან შეაქო შალიაპინმა, მაგრამ მისი კარიერა დედაქალაქში არ შედგა და ლიტვინენკო კიევში დაბრუნდა. შემდეგ მღეროდა ხარკოვის საოპერო სცენაზე, მონაწილეობდა უკრაინის სახალხო თეატრის სპექტაკლებში, პირველ მოძრავ სახელმწიფო მუშათა საოპერო თეატრის სპექტაკლებში და გასტროლებით დადიოდა უკრაინის ქალაქებში.[3]

1915 წელს იგი დაქორწინდა გრიგორი ვოლგემუტზე, თეატრის ადმინისტრატორზე.

1920–1922 წლებში ასწავლიდა ვინიცის სახალხო კონსერვატორიაში. 1930-იან წლებში მუშაობდა ახალგაზრდა მომღერლებთან ხარკოვსა და კიევში.

1935 წლიდან ვოკალური კარიერის დასრულებამდე მომღერალი იყო კიევის ტ. შევჩენკოს სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სოლისტი, სადაც მღეროდა წამყვან პარტიებს რუსულ და უცხოურ რეპერტუარებში. მარია ლიტვინენკო-ვოლგემუტი იყო მრავალი უკრაინული ოპერის გმირების პირველი შემსრულებელი. პარალელურად ასწავლიდა კიევის კონსერვატორიაში.

მეორე მსოფლიო ომის დროს მარია თეატრთან ერთად ჯერ უფაში, შემდეგ კი ირკუტსკში გადაიყვანეს. იქ ბევრს მუშაობდა ახალ საოპერო რეპერტუარზე, მის თითოეულ ნაწილს ღრმა შინაარსით ავსებდა. ხშირად გამოდიოდა ჰოსპიტლებში დაჭრილთა წინაშე და საკონცერტო ბრიგადების შემადგენლობაში ფრონტზეც დადიოდა. მებრძოლებმა კარგად იცოდნენ სახელი ლიტვინენკო-ვოლგემუტი და ენთუზიაზმით ესალმებოდნენ მსახიობს.

ცნობილი საბჭოთა მუსიკათმცოდნე და კრიტიკოსის, აბრამ გოზენპუდის(რუსული)ქართ. თქმით, „ლიტვინენკო-ვოლგემუტის ხელოვნება არის მაღალი ეთიკური სილამაზის ხელოვნება. მის მიერ შექმნილი საუკეთესო სახეები განასახიერებს რუსი და უკრაინელი ქალების სულიერ კეთილშობილებას და ზნეობრივ სიდიადეს, სიყვარულისა და მოვალეობისადმი ერთგულებას.“[4] [5]

მარია ლიტვინენკო-ვოლგემუტის საფლავი

1944-1964 წლებში ასწავლიდა (1946 წლიდან - პროფესორი) პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის კიევის კონსერვატორიაში (ამჟამად პ. ი. ჩაიკოვსკის სახელობის უკრაინის ეროვნული მუსიკალური აკადემია). მის მოსწავლეებს შორის იყვნენ: ვ. გუროვი, ნ. კვასნიცა, ნ. ნასტეკა, ა. შესტაკოვა. 1947 წლიდან იყო ვოკალური კონკურსების ჟიურის წევრი. დაჯილდოებულია სსრკ სახელმწიფო პრემიით (1946) და ორდენებით.[6]

დადიოდა გასტროლებზე ივან პატორჟინსკისთან ერთად სსრკ-ისა და საზღვარგარეთის ქვეყნების ქალაქებში (იუგოსლავია (1945), მაინის ფრანკფურტი (საერთაშორისო მუსიკალური გამოფენა), ბერლინი, მიუნხენი, ჰამბურგი, ლაიფციგი).

მარია ლიტვინენკო-ვოლგემუტი გარდაიცვალა 1966 წლის 3 აპრილს. დაკრძალულია კიევში ბაიკოვოს სასაფლაოზე (საფლავის ქვა - გრანიტი; მოქანდაკე ოლექსი ოლეინიკი; დამონტაჟდა 1971 წელს).

  • 1936 : გაახმოვანა ნატალკას როლი ფილმში „ნატალკა პოლტავკა“
  • 1952 : „უკრაინული ხელოვნების ოსტატების კონცერტი“ (ფილმი-სპექტაკლი; ასრულებს ოდარკას პარტიას დუეტში ოპერიდან „ზაპოროჟიელი დუნაის გაღმა“)
  • 1953 : ითამაშა ოდარკას როლი ვასილ ლაპოკნიშის ფილმში „ზაპოროჟიელი დუნაის გაღმა“. ამ როლში გამოსახა ის ივანე კავალერიძემ

ჯილდოები და აღიარება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • 1977 წელს კიევში, სახლში, სადაც მომღერალი ცხოვრობდა, მისამართზე პუშკინის ქ. №20-ა, დამონტაჟდა მემორიალური დაფა (მოქანდაკე ა. ოლეინიკი, არქიტექტორი ვ. გნეზდილოვი)
  • კიევში ქუჩას მისი სახელი დაარქვეს

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

[[კატეგორია: