მარია კაჩინსკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარია კაჩინსკა
Maria Kaczynska (official portrait).jpg
მარია კაჩინსკა
დაბ. თარიღი მარია მაცკევიჩი
21 აგვისტო, 1942
გარდ. თარიღი 10 აპრილი, 2010
ეროვნება პოლონელი
მეუღლე(ები) ლეხ კაჩინსკი
(1978-2010)

მარია კაჩინსკა (დ. 21 აგვისტო, 1942 – გ. 10 აპრილი, 2010), იყო პოლონეთის პირველი ლედი 2005 წლიდან 2010 წლამდე, ლეხ კაჩინსკის მეუღლე (1978-2010).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია კაჩინსკა დაიბადა 1942 წლის 21 აგვისტოს ფაშისტური გერმანიის მიერ ოკოპირებულ პოლონურ სოფელში.

ბავშვობაში მარია, მშობლებთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად ჩრდილოეთ პოლონეთში. სწავლის დასრულების შემდეგ, 1966 წელს მან დაიწყო მუშაობა საზღვაო ინსტიტუტში გდანსკში, სადაც 1976 წელს გაიცნო პოლონეთის მომავალი პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი. 1978 წელს ისინი დაქორწინდნენ. 1980 წელს მათ შეეძინათ ქალიშვილი მარტა. მარია კაჩინსკაია ფლობდა ინგლისურ, ფრანგულ და ცოტა ესპანურ და რუსულ ენებს.

2010 წლის 10 აპრილს, მარია კაჩინსკა მეუღლესთან ერთად ავიაკატასტროფაში დაიღუპა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: