მარია დულემბიანკა
მარია დულემბიანკა | |
---|---|
პოლ. Maria Dulębianka | |
დაიბადა | 21 ოქტომბერი, 1861 |
დაბადების ადგილი | კრაკოვი, კრაკოვის საჰერცოგო, ავსტრიის იმპერია |
გარდაიცვალა | 7 მარტი, 1919 |
გარდაცვალების ადგილი | ლვოვი, პოლონეთის მეორე რესპუბლიკა |
ეროვნება | პოლონელი |
სფერო | მხატვარი, აქტივისტი |
მარია დულემბიანკა (პოლ. Maria Dulębianka, დ. 21 ოქტომბერი, 1861 — გ. 7 მარტი, 1919) — პოლონელი მხატვარი და აქტივისტი. ის ხელოვნებას სწავლობდა ვარშავაში, ვენაში და პარიზში. მისი ნამუშევრებიდან ორი 1900 წელს პარიზში მოწყობილ გამოფენაზე გამოჩნდა. მარიას ნახატების უმრავლესობაზე გამოსახულია მისი მეგობრის, პოეტ მარია კონოპნიცკას პორტრეტი. 1908 წელს დულემბიანკა გალიციის პარლამენტის არჩევნებში აგრარული პარტიის კანდიდატი იყო, თუმცა ის პარლამენტში ვერ მოხვდა, რადგან ქალი იყო. როდესაც პოლონელმა ქალებმა 1918 წელს ხმის მიცემის უფლება მოიპოვეს, დულემბიანკა დროებითი მთავრობის დელეგატი იყო. იგი გარდაიცვალა ტიფით, პოლონეთ-უკრაინის ომში პატიმრების დახმარებისას.
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარია დულემბიანკა დაიბადა 1861 წლის 21 ოქტომბერს ავსტრიის იმპერიის კრაკოვის საჰერცოგოში, ქალაქ კრაკოვში. მარია ვიჩოლკოვსციელისა და ჰენრიკ დულემბას ოჯახში.[1] მისი ოჯახის წევრები აზნაურები იყვნენ.[2] დედის მხრიდან ნათესავები შლეპოვრონის გერბს ატარებდნენ, მამის მხრიდან კი ალაბანდას გერბს.[3] კრაკოვში მალიშევსკას სკოლის დასრულების შემდეგ მარია იან მატეინკოსთან კერძო გაკვეთილებზე დადიოდა 1872 წლამდე. მან კრაკოვის სამხატვრო აკადემიაში ვერ ჩააბარა, რადგან ქალი იყო ამიტომ მან ვენის ხელოვნებისა და შემოქმედების აკადემიაში სწავლა გადაწყვიტა.[1] სასწავლებელში მარია ლეოპოლდ ჰოროვიცთან ერთად სწავლობდა.[1][4]
ორი წლის შემდეგ იგი ჯერ ვარშავაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ვოიციეხ გერსონთან სწავლობდა,[1][4] 1884 წელს კი პარიზის ჯულიანის აკადემიაში ჩააბარა.[4][5] პარიზში ის 1886 წლამდე სწავლობდა უილიამ ბუგეროსთან, კარლოს-დურანთან, ჟან-ჟაკ ენერთან და ტონი რობერტ-ფლუერთან ერთად.[5][6] დულემბიანკას ნამუშევრების უმეტესობაზე ქალები და ბავშვები არიან გამოსახულები. მისი გამოფენა პირველად კრაკოვში შედგა, მოგვიანებით კი ნამუშევრები ვარშავასა და პარიზშიც აჩვენეს.[1][4]
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამხატვრო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1887 წელს დულემბიანკა ვარშავაში დაბრუნდა ქალთა სამხატვრო სკოლის გასახსნელად.[6] ის კრაკოვის სახვითი ხელოვნების აკადემიაში ქალების მიღებისთვის ჯარ კიდევ 1885 წლიდან იბრძოდა.[1] 1889 წელს მან გაიცნო რვა შვილის დედა და მწერალი მარია კონოპნიცკა, რომელიც დამოუკიდებლად ცხოვრობდა და მეუღლეს, იაროსლავ კონოპნიცკს გაშორებული იყო. ამ დროს დულემბიანკა თითქმის 30 წლის იყო,[3] კონოპნიცკა კი მასზე 19 წლით უფროსი. მათი შეხვედრის შემდეგ კონოპნიცკა დულემბიანკას ნამუშევრების ერთ-ერთი მთავარი ფიგურა გახდა.[3][4]
კონოპნიცკა ძლიერ ზეგავლენას ახდენდა დულემბიანკაზე, რომელიც სულ უფრო ხშირად მონაწილეობდა ქალთა უფლებების მოსაპოვებელ ღონისძიებებში.[3] 1890 წელს მათ დატოვეს ვარშავა და მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა დაიწყეს. [სინი ეწვივნენ გერმანიას, იტალიას, საფრანგეთს, ასევე მოინახულეს კურორტები ავსტრიასა და ჩეხეთში და იშვიათად ბრუნდებოდნენ პოლონეთში.[3][7]
დულემბიანკამ თავისი ნამუშევრები გამოფენებზე წარადგინა დრეზდენში, კიევში, ლონდონში, ლვოვში, მიუნხენში, პარიზსა და პრაღაში.[6]
აქტივიზმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1897 წელს დულემბიანკა შეუერთდა ლვოვის ემანსიპაციის ცენტრს, რომლის წარმომადგენლებიც ქალების გიმნაზიის დასრულების შემდეგ მათთვის უმაღლესი განათლების მიღების უფლებისთვის იბრძოდნენ.[1][4] მან გამოაქვეყნა სტატიები ქალთა თემებზე ფემინისტურ ჟურნალში Ster,[4] და მუშაობდა რედაქტორად Głos Kobiet-სა („ქალთა ხმა“) და Kurier Lwowski (ლვოვის კურიერში).[3]
გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დულემბიანკა გარდაიცვალა 1919 წლის 7 მარტს ლვოვში და დაკრძალეს კონოპნიცკას სამარხში, ლიჩაკივის სასაფლაოზე.[1][8] მოგვიანებით მისი ნეშტი ცალკეულ საფლავში გადაიტანეს.[8]
დულემბიანკა, ისევე როგორც სხვა ფემინისტები 1990-იან წლებამდე არსად არ მოიხსენიებოდა.[2] ის ცნობილია ქალთა უფლებებისთვის ბრძოლით, ქალთა ხელოვნების სკოლის შემქნაში დიდი წვლილის შეტანისა და ლვოვში გოგონებისთვის პირველი სკოლის გახსნით.[9][10] 2018 წელს მარტა დიზდომ და პიოტრ სილოვოვსკიმ მის შემსახებ ფილმი Siłaczki შექმნეს. ფილმში მარია დულემიანკას როლს მარია სევერინი ასრულებს.[11]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Tomasik, Krzysztof (2008). Homobiografie: pisarki i pisarze polscy XIX i XX wieku (Polish). Warsaw, Poland: Wydawnictwo Krytyki Politycznej. ISBN 978-83-61006-59-6.
- Bobrowska, Ewa (2012). „Emancypantki? Artystki Polskie w Paryżu na przełomie xix i xx wieku“ [Emancipated?: Polish Artists in Paris during the 19th and 20th Century] (PDF). Archiwum Emigracji. Studia – Szkice – Dokumenty (Polish). Toruń, Poland: Archives of Emigration of the Nicolaus Copernicus University Library. 1–2 (16–17): 11–27. doi:10.12775/AE.2012.001. OCLC 234346206. ციტირების თარიღი: 6 June 2019.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
- Dadej, Iwona (2010) „Przyjaźnie i związki kobiece w ruchu kobiecym przełomu xix i xx wieku [Friendships and women's relationships in the women's movement of the turn of the 19th and 20th centuries]“, Krakowski szlak kobiet: przewodniczka po Krakowie emancypantek, Wyd. 1 (Polish), Kraków, Poland: Fundacja Przestrzeń Kobiet, გვ. 39–50. ISBN 978-83-928639-1-5.
- Data, Jan. Maria Konopnicka. Virtual Library of Polish Literature (2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 July 2018. ციტირების თარიღი: 8 June 2019.
- Gądek, Jacek. Maria Konopnicka – lesbijka i zła matka Polish. Ringier (20 November 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 October 2017. ციტირების თარიღი: 10 June 2019.
- Górny, Maciej (2010) „Maria Dulębianka: The Political Stance of Woman“, Modernism: The Creation of Nation-States: Discourses of Collective Identity in Central and Southeast Europe 1770–1945. Budapest, Hungary: Central European University Press, გვ. 131–139. ISBN 978-963-7326-61-5.
- Horowski, Adam. Kobiet prawa - wspólna sprawa Polish. City Publishing House (7 December 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 June 2019. ციტირების თარიღი: 10 June 2019.
- Kłos, Anita (2010). „On Maria Konopnicka's Translation of Ada Negri's "Fatalità" and "Tempeste"“. Przekładaniec. Kraków, Poland: Jagiellonian University. 24: 111–129. doi:10.4467/16891864ePC.12.006.0568. ISBN 9788323386698. ISSN 1689-1864. ციტირების თარიღი: 7 June 2019.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
- Konarzewska, Marta. Trzy namiętności Marii Dulębianki Polish. National Center for Culture (11 May 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 March 2016. ციტირების თარიღი: 6 June 2019.
- Kruszyńska, Anna (7 March 2019). „100 lat temu zmarła Maria Dulębianka“ [100 years ago, Maria Dulębianka died]. Newsletter of the Museum of Polish History (Polish). Warsaw, Poland. Polish Press Agency. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 March 2019. ციტირების თარიღი: 6 June 2019.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
- Lisiewicz, Teodozja (March 2014). „Dulębianka, bojowniczka o prawa kobiet“ [Dulębianka, a fighter for women's rights]. Strony: Magazyn Rozmaitosci (Polish). Victoria, British Columbia, Canada: White Eagle Association of Poles (51). ციტირების თარიღი: 8 June 2019.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
- Oczko, Piotr; Mazur, Krystyna (translator) (2013). „Why I Do Not Want to Write about Old-Polish Male-bedders: A Contribution to the "Archeology" of Gay Studies in Poland“ (PDF). Teksty Drugie. Warsaw, Poland: Polish Academy of Sciences. 1 (Special: English edition): 118–134. ISSN 0867-0633. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 11 August 2017. ციტირების თარიღი: 24 June 2019.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
- Semczyszyn, Magdalena (Szczecin) (2013). „Wybory w kurii miejskiej we Lwowie1861–1914 jako pretekst dla ukazaniaspołeczno-politycznego potencjałumiasta“ [Elections in the Municipality of Lviv between 1861–1914 as a Pretext to Demonstrate the Socio-Political Outlook for the City] (PDF). Historia Slavorum Occidentis (Polish). Toruń, Poland: Wydawnictwo Adam Marszałek. 1 (4): 43–71. ISSN 2084-1213. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 7 June 2019. ციტირების თარიღი: 10 June 2019.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
- Smoleński, Paweł (10 November 2018). „Kochała Marię Konopnicką, wywalczyła prawa wyborcze kobiet. Dlaczego Dulębianka nie ma pomnika?“ [She loved Maria Konopnicka, won women's electoral rights. Why doesn't Dulębianka have a monument?]. Gazeta Wyborcza (Polish). Warsaw, Poland. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 June 2019. ციტირების თარიღი: 6 June 2019.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
- Struzik, Justyna (2010) „O miłości między Innymi [About Love between Others]“, Krakowski szlak kobiet: przewodniczka po Krakowie emancypantek, Wyd. 1 (Polish), Kraków, Poland: Fundacja Przestrzeń Kobiet, გვ. 51–59. ISBN 978-83-928639-1-5.
- Tomasik, Krzysztof. Wielcy i niezapomniani: Maria Konopnicka Polish (25 March 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 February 2020. ციტირების თარიღი: 7 June 2019.
- Wencel, Wojciech (12 October 2008). „Wencel gordyjski – Homo wiadomo“. Wprost (Polish). Poznań, Poland. Agencja Wydawniczo-Reklamowa. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 April 2019. ციტირების თარიღი: 7 June 2019.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
- Zakrzewski, Patryk. Saying No to Children, Kitchen, Church: The Pioneers of Women's Rights in Poland. Adam Mickiewicz Institute (17 September 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 April 2018. ციტირების თარიღი: 10 June 2019.
- Maria Dulębianka (1861–1919) Polish (2000). დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 June 2019. ციტირების თარიღი: 6 June 2019.
- Historia Muzeum Polish. Maria Konopnicka Museum (2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 April 2019. ციტირების თარიღი: 10 June 2019.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 Kruszyńska 2019.
- ↑ 2.0 2.1 Górny 2010, p. 131.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 Smoleński 2018.
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 4.6 Konarzewska 2011.
- ↑ 5.0 5.1 Bobrowska 2012, p. 14.
- ↑ 6.0 6.1 6.2 Art Info 2000.
- ↑ Data 2010.
- ↑ 8.0 8.1 Gądek 2012.
- ↑ Lisiewicz 2014.
- ↑ Zakrzewski 2015.
- ↑ Horowski 2018.