მარია დოლორეს დე კოსპედალი
მარია დოლორეს დე კოსპედალი | |
ესპანეთის თავდაცვის მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
4 ნოემბერი, 2016 – 7 ივნისი, 2018 | |
წინამორბედი | პედრო მორენესი |
მემკვიდრე | მარგარიტა რობლესი |
დაბადებული | 13 დეკემბერი, 1969 მადრიდი, ესპანეთი |
პოლიტიკური პარტია | ესპანეთის სახალხო პარტია |
მეუღლე | იგნასიო ლოპეს დელ იერო[1] |
მარია დოლორეს დე კოსპედალ გარსია (ესპ. María Dolores de Cospedal García, დ.13 დეკემბერი, 1969, მადრიდი, ესპანეთი) — ესპანელი სახელმწიფო მოღვაწე, იურისტი და პოლიტიკოსი. ესპანეთის სახალხო პარტიის გენერალური მდივანი 2008 წლის ივნისიდან. მარიანო რახოის მმართველობისას იყო ეპანეთის თავდაცვის მინისტრი, 2016 წლის 4 ნოებრიდან 2018 წლის 7 ივნისამდე. მეთორმეტე მოწვევის ესპანეთის დეპუტატთა კონგრესის წევრი 2016-2018 წლებში. 2018 წლიდან მან შეწყვიტა პოლიტიკური კარიერა და დაუბრუნდა იურიდიულ საქმიანობას[2].
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარია დოლორეს დე კოსპედალი დაიბადა 1969 წლის 13 დეკემბერს მადრიდში. იგი იზრდებოდა ალბასეტეში, სწავლობდა „Colegio La Anunciata de Nuestra Señora del Rosario-ს“ საჯარო სკოლაში. უმაღლესი განათლება მიიღო წმინდა პავლეს სახელობის კერძო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1991 წელს ბასკეთში მუშაობდა პროკურორად. 1992 წელს გადავიდა განვითარების, შემდგომ კი სოციალური განვითარების სამინისტროში. 1998-ში მუშაობდა აშშ-ში, ესპანეთის საელჩოში, კონსულტანტად. 1999 წელს დანიშნეს სოციალური განვითარებისა და შრომის სამინისტროს ტექნიკურ გენერალურ დირექტორად. მოგვიანებით დასაქმებული იყო სახელმწიფო მმართველობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროში. ამავე წელს შეუერთდა ესპანეთის სახალხო პარტიას.
2006 წლის ივნისში მარია კოსპედალი არჩეულ იქნა ესპანეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარედ კასტილია-ლა მანჩას განყოფილებაში. ორი წლის შემდეგ, მარიანო რახოიმ იგი პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობაზე დანიშნა და იგი გახდა პირველი ქალი აღნიშნულ პოზიციაზე. 2006 წელს ის ესპანეთის სენატის შემადგენლობაშიც შევიდა, არჩევნებამდელი შედეგებით. განმეორებით აირჩიეს სენატის შემდგომ მოწვევაში. იგი ფიგურირებდა პარტიის ხაზინდართან, ლუის ბარსენასთან კორუფციასთან დაკავშირებულ სკანდალში.
2011 წელს კასტილია-ლა მანჩაში არჩევნების შედეგად გამარჯვების შემდეგ დატოვა სენატორის თანამდებობა. 2011 წლის ივნისიდან 2015 წლამდე იგი იკავებდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ასევე ავტონომიურ გაერთიანება კასტილია-ლა მანჩაში. 2015 წლის მაისის რეგიონალურ არჩევნებში ესპანეთის სახალხო პარტიამ ხმების უმრავლესობა მიიღო, თუმცა მთავრობა ჩამოაყალიბა ესპანეთის სოციალისტურმა მუშათა პარტიამ „პოდემოსის“ დახმარებით. 2016 წლიდან იკავებდა ესპანეთის ქვედა პალატის დეპუტატის ადგილს.
2016 წლის 3 ნოემბერს დოლორეს დე კოსპედალი დანიშნეს ესპანეთის თავდაცვის მინისტრად, მარიანო რახოის მინისტრთა კაბინეტში და იკავებდა თანამდებობას 2018 წლის ივნისამდე. ამავე წლის ივლისში კანდიდატურა წამოაყენა პარტიის თავმჯდომარეობაზე, თუმცა პრაიმერიზში დამარცხდა სორაია დე სანტამარიასა და პაბლო კასადოსთან.
მარიამ 2018 წლის 7 ნოემბერს დატოვა დეპუტატის მანდატი, უარი თქვა პოლიტიკურ კარიერაზე და განაცხადა, რომ ესპანეთის უზენაეს სასამართლოში პროკურორად აპირებდა მუშაობის გაგრძელებას.
მარია 1995-1998 წლებში ქორწინებაში იმყოფებოდა არისტოკრატ ხოსე ფელიქს ვალდივეს-გონსალესთან, შედეგად ისინი განქორწინდნენ და ეკლესიაში ჯვარიც კი აიყარეს[3][4]. კოსპედალი 2009 წლიდან ქორწინებაშია მეწარმე და ფინანსისტ იგნასიო ლოპეს დელ იეროსთან, რომლისგანაც ჰყავს შვილი — რიკარდო.
2020 წლის 24 მარტს ქმართან ერთად დაუდასტურდა COVID-19, თუმცა მსუბუქ ფორმებში[5].
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბიოგრაფია
- მარია დოლორეს დე კოსპედალი
- ბიოგრაფია კონგრესმენთა საიტზე დაარქივებული 2020-08-14 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ https://www.elespanol.com/espana/20170513/215728737_0.html
- ↑ El Mundo: Cospedal deja su escaño en el Congreso defendiendo sus tratos con el comisario Villarejo(ესპანური)
- ↑ https://www.elespanol.com/corazon/famosos/20181108/cospedal-lopez-hierro-historia-amor-prueba-villarejo/351715287_0.html
- ↑ https://www.elmundo.es/loc/famosos/2018/06/19/5b28e09cca4741ab108b45f6.html
- ↑ https://www.abc.es/espana/abci-cospedal-y-marido-aislados-domicilio-tras-haber-dado-positivo-coronavirus-202003241244_noticia.html?ref=https%3A%2F%2Fen.wikipedia.org%2F