მარია დე მედეიროსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
მარია დე მედეიროსი
Maria de Medeiros - IndieLisboa - 2011 (52451648).jpg
მარია მედეიროსი 2011 წელს
მშობლიური სახელი ანტონიო ვიქტორინო დე ალმეიდა (მამა)
დაბადების თარიღი 19 აგვისტო, 1965
ლისაბონი, პორტუგალია
ეროვნება პორტუგალიელი
საქმიანობა მსახიობი, რეჟისორი, მომღერალი
აქტიური 1981-დღემდე
მეუღლე(ები) აგუსტი კამპსი
შვილ(ებ)ი 2

მარია ესტევეს დე მედეიროს ვიქტორინო დე ალმეიდა (პორტ. Maria Esteves de Medeiros Victorino de Almeida; დ. 19 აგვისტო, 1965, ლისაბონი, პორტუგალია) — ცნობილი, როგორც მარია დე მედეიროსი — პორტუგალიელი მსახიობი, რეჟისორი და მომღერალი. მონაწილეობს ევროპულ და ამერიკულ ფილმებში.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია დე მედეიროსი ლისაბონში, პორტუგალიაში დაიბადა. მამამისი, ანტონიო ვიქტორინო დე ალმეიდა პიანისტი და კომპოზიტორი იყო. მედეიროსმა თავისი პირველი როლი 15 წლის ასაკში შეასრულა. 18 წლისა საფრანგეთში გადავიდა და სწავლა დრამატული ხელოვნების სახელმწიფო აკადემიაში დაიწყო.

მედეიროსს შეუძლია ლაპარაკი ფრანგულ ენაზე და მონაწილეობა მიუღია სხვადასხვა ფრანგულ პროდუქციებში. ასევე მუშაობს გერმანულენოვან, ესპანურენოვან და იტალიურენოვან ნამუშევრებში. მედეიროსი პირველი პორტუგალიელი ქალია, ვინც იუნესკოს პროექტის, „ხელოვანები მშვიდობისთვის“ ბენეფიციარი გახდა.[1]

კინო-კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მედეიროსი 2012 წელს

1981 შედგა მისი სასცენო დებიუტი, ფილმში „Silvestre“. 15 წლის ასაკიდან მან ათეულობით ფილმში მიიღო მონაწილეობა. მათ შორის არის მის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფილმები: ამერიკული ბიოგრაფიული ფილმი „ჰენრი და ჯუნი“ (1990), რეჟ. ფილიპ კაუფმანი, სადაც იგი ანაის ნინს, ცნობილ მწერალს თამაშობს. 1990 წელს შეასრულა მარიას როლი კენ მაკმალენის ფილმში, რომელიც 1871 წელს საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებს, პარიზის კომუნის შექმნას ეხება. 1994 წელს მედეიროსი გამოჩნდა კვენტინ ტარანტინოს ფილმში, „მაკულატურა“, სადაც ის ფაბიენის, ბაჩ კულიჯის (ბრიუს უილისი) შეყვარებულის როლს ასრულებს.

2000 წელს მედეიროსმა გადაიღო ფილმი, სახელწოდებით „აპრილის კაპიტნები“, რომელიც 1974 წლის მიხაკების რევოლუციას ეხება. მედეიროსი ფილმში თავადაც თამაშობს მცირე როლს. ფილმის პრემიერა 2000 წელს კანის კინოფესტივალზე შედგა.

მუსიკალური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წელს მედეიროსმა გამოუშვა ალბომი, სახელწოდებით „A Little More Blue“, სადაც იგი ბრაზილიელი მუსიკოსების, მათ შორის, ჩიკო ბარქუს, კაეტანო ველიოსოს, ივან ლინსის და დოლორეს დურანის სიმღერებს ასრულებს. მღერის პორტუგალიურად, ფრანგულად (ჩიკო ბარქუ - „Joana Francesa“) და ინგლისურად (კაეტანო ველიოსო - „A Little More Blue“).[2]

მისი მეორე ალბომი, „Penínsulas & Continentes“ 2010 წლის 23 თებერვალს გამოვიდა.[3]

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც რეჟისორი

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]