მარია ბაკალოვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარია ბაკალოვა
დაბადების თარიღი 4 ივნისი, 1996 (1996-06-04) (27 წლის)
ბურგასი, ბულგარეთი
ეროვნება ბულგარელი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 2015–დღემდე

მარია ვალჩევა ბაკალოვა (ბულგ. Мария Вълчева Бакалова; დ. 4 ივნისი, 1996) — ბულგარელი მსახიობი. საერთაშორისო აღიარება მოიპოვა მის მიერ შესრულებული ტუტარ საგდიევის როლით საშა ბარონ კოენის ფსევდოდოკუმენტურ ფილმ „ბორატის“ მეორე ნაწილში. თავისი შესრულების გამო, მოიგო ჯილდო „კრიტიკოსთა არჩევანი საუკეთესოდ შესრულებული მეორეხარისხოვან როლში“.[1] მრავალჯერ იყო ნომინირებული „ოსკარზე“ „ოსკარი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მეორეხარისხოვან როლში“, „BAFTA საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მეორეხარისხოვან როლში“, ოქროს გლობუსი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მიუზიკლსა ან კომედიაში და ეკრანის მსახიობთა გილდიის ჯილდოზე საუკეთესოდ შესრულებული ქალის მეორეხარისხოვანი როლი.

ადრეული ცხოვრება და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაკალოვა დაიბადა ქალაქ ბურგასში. 6 წლის ასაკში დაიწყო დასწრება სიმღერის გაკვეთილებზე და ისწავლა ფლეიტაზე დაკვრა.[2] ბაკალოვამ დაამთავრა ბურგასის თეატრისა და ფილმის ხელოვნების ეროვნული აკადემია, დრამის განხრით. შემდეგ 2019 წელს სოფიაში დაამთავრა კრასტიო სარაფოვის თეატრისა და ფილმის ხელოვნების ეროვნული აკადემია, დრამის განხრით..[3]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაკალოვამ საშა ბარონ კოენის ფილმ „ბორატის“ მეორე ნაწილში ითამაშა გამოგონილი ყაზახი ჟურნალისტის, ბორატ საგდიევის ქალიშვილის, ტუტარ საგდიევის როლი. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია რომ როლს ირინა ნოვაკი შეასრულებდა, მაგრამ საბოლოოდ ფილმში მონაწილეობა ბაკალოვამ მიიღო.[4][5][6][7][8][9] თავისი შესრულების გამო კრიტიკოსთა დიდი ნაწილისგან მან დადებითი შეფასება დაიმსახურა.[10] თავისი შესრულების გამო ბაკალოვა 24 წლის ასაკში ნომინირებული იქნა მრავალ ჯილდოზე, მოიგო „კრიტიკოსთა არჩევანი საუკეთესოდ შესრულებული მეორეხარისხოვან როლში“. ნომინირებული იყო „ოსკარზე“, „BAFTA“-სა და ოქროს გლობუსზე. ამით ის გახდა პირველი ბულგარელი მსახიობი რომელიც ნომინირებული იყო ამ ჯილდოებზე.[11][12][13][14]

2020 წლის ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ ბაკალოვა შეუერთდა „Creative Artists Agency“-ს.[15]

ბაკალოვა მონაწილეობას მიიღებს ჯუდ აპატოუს ახალ კომედიურ ფილმში „The Bubble“ სადაც აღწერილია მსახიობთა ჯგუფის ისტორია რომელიც პანდემიის პირობებში ცდილობს საკუთარი ფილმის დასრულებას.

2021 წლის აპრილში ცნობილი გახდა რომ ის მიიღებდა „A24“-ის მიერ გადაღებულ ფილმში „Bodies, Bodies, Bodies“.[16]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Critics Choice Awards 2021: See the full list of winners en-US (2021-03-08). ციტირების თარიღი: 2021-03-21
  2. Itzkoff, Dave. (November 11, 2020) Meet Maria Bakalova, the Breakout Star of the Borat Sequel. The New York Times. ციტირების თარიღი: November 12, 2020
  3. Oré, Michella. Who Plays Borat's Daughter?.
  4. Rosen, Christopher. Who Plays Borat's Daughter in Borat 2? Introducing Maria Bakalova.
  5. Chang, Justin. (21 Oct 2020) Review: Sacha Baron Cohen takes on Trump and coronavirus in clever, scattershot 'Borat' sequel. LA Times. ციტირების თარიღი: 21 Oct 2020
  6. Shoard, Catherine. Rudy Giuliani faces questions after compromising scene in new Borat film. ციტირების თარიღი: 22 October 2020
  7. Nancy Bishop Casting. (24 October 2020) This is a special shout out to @juliankostov. Without him and his connections in Bulgaria, I never could have found Maria Bakalova for Borat. He is an actor who also excellent entrepreneurial instincts and saw a need to start an agency for Bulgarians.. ციტირების თარიღი: 2 November 2020
  8. Kohn, Eric. (1 December 2020) ‘Borat 2’ Star Maria Bakalova: Behind the Scenes of the Year’s Most Surprising Breakthrough Performance. ციტირების თარიღი: 15 February 2021.
  9. Andreeva, Nellie; Andreeva, Nellie. (2021-02-02) Maria Bakalova’s Journey From Burgas to ‘Borat’ & Living the Dream She’d Given Up en-US. ციტირების თარიღი: 2021-05-18
  10. Saad, Nardine. (23 October 2020) Meet Maria Bakalova, the 'Borat' star in that Giuliani scene. ციტირების თარიღი: 25 October 2020
  11. Maria Bakalova Becomes Bulgaria’s First Golden Globe Nominee en-US (2021-02-03). ციტირების თარიღი: 2021-02-03
  12. The 27th Annual Screen Actors Guild Awards | Screen Actors Guild Awards en. ციტირების თარიღი: 2021-04-07
  13. 2021 EE British Academy Film Awards: The Nominations en (2021-03-09). ციტირების თარიღი: 2021-04-07
  14. Oscar Nominations 2021 Announced by Priyanka Chopra and Nick Jonas: Watch Full Video - Oscars 2021 News | 93rd Academy Awards en. ციტირების თარიღი: 2021-04-07
  15. Kroll, Justin. (2020-11-10) ‘Borat 2’ Breakout Star Maria Bakalova Signs With CAA en-us. ციტირების თარიღი: 2020-11-10
  16. Amandla Stenberg, Maria Bakalova to Star in A24 Slasher 'Bodies, Bodies, Bodies' (6 April 2021). ციტირების თარიღი: 14 April 2021