მარიანა შასკოლსკაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარიანა შასკოლსკაია
დაბ. თარიღი 18 დეკემბერი, 1913(1913-12-18)
დაბ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი
გარდ. თარიღი 1983[1]
გარდ. ადგილი მოსკოვი
დასაფლავებულია Rogozhskoye Cemetery
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 სსრკ
საქმიანობა ფიზიკოსი
მუშაობის ადგილი National University of Science and Technology
მამა Pyotr Shaskolsky
დედა Nadezhda Bryullova-Shaskolskaya

მარიანა შასკოლსკაია (რუს. Мариа́нна (Марья́на) Петро́вна Шаско́льская; დ. 18 დეკემბერი, 1913 — გ. 27 ივლისი, 1983) — რუსი ფიზიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარიანა პეტრეს ასული შასკოლსკაია დაიბადა 1913 წლის 18 დეკემბერს, პეტერბურგში, უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტის ოჯახში. მან მშობლები ადრეულ ასაკშივე დაკარგა. სკოლის დამთავრების შემდეგ, მიუხედავად სწავლის გაგრძელების დიდი სურვილისა, იძულებული გახდა რაიმე სამუშაო მოეძებნა. სწავლის გაგრძელება თექვსმეტი წლის გოგონასათვის თითქმის შეუძლებელი იყო. მარიანა სკოლის პერიოდში განსაკუთრებით ფიზიკითა და მინერალოგიით ინტერესდებოდა. ახალგაზრდა გოგონას ასეთმა მდგომარეობამ სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ლომონოსოვის სახელობის კრისტალოგრაფიის ინსტიტუტის ლაბორატორიის თანამშრომლების ყურადღება მიიპყო. მათ მარინას მინერალოგიურ მუზეუმში დამლაგებლად დააწყებინეს მუშოაბა, თუმცა ამ თანამდებობაზე მას დიდხანს არ უმუშავია, რადგან მალევე გადაიყვანე პრეპარატორის თანამდებობაზე, ხოლო მოგვიანებით უმცროსი მეცნიერის თანამშრომლად. მარინას პირველი მეცნიერ-ხელმძღვანელი იყო ა. შებნიკოვი. 1932 წელს გამოქვეყნდა მარინა შასკოლსკაიას პირველი მეცნიერული ნაშრომი. აღსანიშნავია, რომ იგი მკაფიოდ და ყველასათვის გასაგებ ენაზე გადმოსცემდა რთულ სამეცნიერო საკითხებს. კრისტალოგრაფიისადმი მისეული დამოკიდებულება მკაფიოდ ჩანს 1932 წელს გამოქვეყნებული წიგნის, „კრისტალოგრაფიის“ ერთ-ერთ თავში სახელად — „მინერალოგისა და გეოქიმიკოსის თანამგზავრი“. 1940 წელს შასკლოსკაია საცხოვრებლად მოსკოვში გადადის.

მარიანა შასკოლსკაია არა მარტო შესანიშნავი მეცნიერი და პედაგოგი იყო, არამედ მეცნიერების ნიჭიერი პოპულარიზატორიც. 30 წელზე მეტი იმუშავა მან ფოლადისა და შენადნობების მოსკოვის ინსტიტუტში. მარინა ამ ინსტიტუტში ჯერ დოცენტი, ხოლო შემდგომ კათედრის გამგე იყო. სწორედ ამ პერიოდში გამომჟღავნდა მისი სამეცნიერო, პედაგოგიური და ორგანიზაციული ნიჭი. მარინა შასკოლსკაია იმ მცირერიცხოვან ფიზიკოსთა რიცხვს მიეკუთვნებოდა, რომლებიც მიხვდნენ და მაშინვე მიიღეს დისლოკაციათა თეორია და მასში რეალური კრისტალების შესწავლის მძლავრ ინსტრუმენტს ხედავდნენ. აღსანიშნავია მარინას სამეცნიერო გაბედულება, მან საბჭოთა კავშირში ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო დისლოკაციების ექსპერიმენტალური გამოკვლევა.

1965 წელს შასკლოსკაიამ წარმატებით დაიცვა დისეტრაცია სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის კრისტალოგრაფიის ინსტიტუტში. იგი შემდეგ თემაზე მუშაობდა: პლასტიკური დეფორმაციისა და იონურ კრისტალებში წერტილოვანი დეფექტებით დისლოკაციების და ურთიერთქმედების ზოგიერთი საკითხი“. მან დისერტაციაში გააერთიანა ექსპერიმენტალური გამოკვლევების შედეგები, რომლებიც მიძღვნილი იყო ქვამარილის ტიპის იონული კრისტალების პლასტიკური დეფორმაციის პროცესებს. აგრეთვე დისერტაცია ეხებოდა ქლოროვანი ვერცხლის პლასტიკურ დეფორმაციას, დისლოკაციებსა და წერტილოვანი დეფექტების ურთიერთქმედებას.

მარიანას მრავალი სასწავლო წიგნი აქვს გამოქვეყნებული, რომელთაგან აუცილებლად აღსანიშნავია სიროტინთან ერთად შექმნილი ფუნდამენტური მონოგრაფია „კრისტალოფიკაციის საფუძვლები“. ენ ნაშრომი შემდგომში ინგლირურ და ფრანგულ ენებზე ითარგნმა. მარინა სამეცნიერო თემების გარდა კარგად ფლობდა მრავალ ენას.

1973 წელს შასკოლსკაიამ კათედრის გამგეობა გადააბარა საკუთარ მოსწავლეს.

სიცოცხლის უკანასკნელ წლებში მან დაწერა „ნარკვევები კრისტალების თვისებების შესახებ“. აგრეთვე რედაქტორობდა „ამოცანათა კრებულს კრისტალოგრაფიაში“, წერდა მოგონებებს. მარინა იყო ფუნდამენტური ცნობარის („აკუსტიკური კრისტალები“) ხელმძღვანელი, რედაქტორი და თანაავტორი. მისი მეცნიერუი მემკვიდრეობა 200-მდე პუბლიკაციას მოიცავსს (მათ შორის 25 სახელმძღვანელო და მონოგრაფიაა).

მარინა შასკოლსკაია გამოირჩეოდა ადამიანთა მიმართ ყურადღებიღა და სიკეთით, თუმცა შეეძლო სერიოზულ საკითხებში პრინციპულ პიროვნებად ყოფნა, აგრეთვე მომთხოვნი თავისი თავისა და სხვების მიმართ.

მარიანა პეტრეს ასული შასკოლსკაია გარდაიცვალა 1983 წლის 27 ივლისს, მოსკოვში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პარკაძე ვ., ფიზიკოსი ქალები, გვ. 135-138, თბ., 1988.
  1. VIAF ID