შინაარსზე გადასვლა

მარიანა რადევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარიანა რადევი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 21 ნოემბერი, 1913(1913-11-21)[1]
დაბ. ადგილი კონსტანცა
გარდ. თარიღი 17 სექტემბერი, 1973(1973-09-17)[1] (59 წლის)
გარდ. ადგილი ზაგრები
ხელმოწერა
მარიანა რადევი ვიკისაწყობში

მარიანა რადევი (ხორ. Marijana Radev, დ. 21 ნოემბერი, 1913, კონსტანცა — გ. 17 სექტემბერი, 1973, ზაგრები) — ხორვატი ოპერის მომღერალი (კონტრალტო).

მარიანა რადევი დაიბადა საპორტო ქალაქ კონსტანცაში, 1913 წლის 21 ნოემბერს, ბულგარეთიდან წარმოშობილ ვლადიმირ რადევის და ხორვატ მარია მარტინიჩის ოჯახში.[2][3][4][5] 1919 წელს, რუმინეთში მიმდინარე პოლიტიკური ვითარების გამო, ოჯახი იძულებული გახდა ზაგრებში გადასახლებულიყო. ზაგრების მუსიკის აკადემიაში მარიანა სწავლობდა ფორტეპიანოს, ასევე ვოკალს პროფესორ მარია კოსტრენჩიჩთან. მარიანა რადევი არ დაელოდა ზაგრებში სწავლის დასრულებას და გადაწყვიტა სწავლის გაგრძელება ტრიესტში, სადაც ოთხ წელიწადში მოახერხა სწავლის დასრულება. შემდგომში მან ვოკალის დამატებითი განათლება მიიღო მილანსა და ტრიესტში, მათ შორის მისი მასწავლებელი იყო რიკარდო სტრაჩიარი. თავისი საოპერო კარიერა დაიწყო 1937 წლის აპრილში დაიწყო ტრიესტის ვერდის თეატრში და ოპერაში „ბორის გოდუნოვი“ მარის როლი შეასრულა. 1938 წლიდან მღეროდა რომის სამეფო თეატრში. 1940-იან წლებში, ომის გამო, დაბრუნდა ხორვატიაში, დაიწყო მუშაობა ხორვატიის ეროვნულ თეატრში და მღეროდა ზაგრების ოპერაში. მარიანა რადევი იყო მოთხოვნადი ვარსკვლავი საერთაშორისო ფესტივალებზე. მიიჩნეოდა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის ერთ-ერთ უდიდეს მომღერლად (კონტრალტო). პოპულარობა მოიპოვა იტალიაში და განსაკუთრებით გერმანიაში, ბერლინში. 1959 წლიდან 1961 წლამდე იყო ბავარიის სახელმწიფო ოპერის სოლისტი.[3] 1961 წელს, ოპერა „პიკის ქალში“ გრაფინიას პარტიის შეასრულების შემდეგ, მან დაიპყრო მილანის ლა-სკალას თეატრის პუბლიკა და მოიპოვა საერთაშორისო აღიარება.[4] მარიანა რადევიჩმა სიცოცხლის ბოლო წლები ხორვატიაში გაატარა, სადაც პერიოდულად მართავდა კონცერტებს. გარდაიცვალა 1973 წელს, 59 წლის ასაკში, როდესაც ვარაჟდინის ბაროკული საღამოსთვის ემზადებოდა.[4]

მარიანა რადევის რეპერტუარი მოიცავდა როგორც კლასიკურ, ბაროკულ და რომანტიკულ ოპერებს, ასევე თანამედროვე კომპოზიტორების ნაწარმოებებს. რადევის ვოკალურმა მრავალფეროვნებამ და დრამატულმა ნიჭმა მას საერთაშორისო აღიარებას მოუტანა. მარიანა რადევმა თავისი კარიერის მანძილზე 50-ზე მეტი საოპერო როლი შეასრულა. მან იმღერა მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ოპერის სცენებზე, მათ შორის: ლონდონის კოვენტ-გარდენში, მილანის „ლა სკალაში“, ვენის სახელმწიფო ოპერაში, პარიზის „ოპერა-კომიკში“. ასევე გამოდიოდა რომის, ფლორენციის, პარმის, კაიროს, იერუსალიმის, თელ-ავივის, დუბლინის, სტოკჰოლმის, ჰელსინკის, ბერლინის, შტუტგარტის, მიუნხენის, ციურიხის და სხვა მრავალი ქალაქის ოპერის თეატრებსა და საკონცერტო დარბაზებში. მხოლოდ ზაგრების ეროვნულ ოპერაში 600-მდე გამოსვლა ჰქონდა, სადაც 40-ზე მეტი როლი შეასრულა. იგი თავისუფლად ფლობდა ბულგარულ, ხორვატულ, იტალიურ, ფრანგულ და გერმანულ ენებს, ხოლო მისი საოპერო რეპერტუარი 6 სხვადასხვა ენაზე ჟღერდა.[3][4]

  • ვლადიმირ ნაზორის პრემია[6]
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. Marija Barbieri. (2017) Marijana Radev.
  3. 3.0 3.1 3.2 Erika Krpan. MARIJANA RADEV AUF EINER GEDENKAUSGABE BEI CROATIAN RECORDS EINE BEDEUTENDE STIMME AUS KROATIEN.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 Goranka Jelinčić. MARIJANA RADEV – NENADMAŠNA CARMEN.
  5. Radev, Marijana | Proleksis enciklopedija. ციტირების თარიღი: 2025-04-01
  6. name=":1" />