მარიამ წიკლაური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარიამ წიკლაური
Mariam Tsiklauri-2013.jpg
დაბ. თარიღი 18 მარტი 1960(1960-03-18) (57 წელი)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
საქმიანობა პოეტი და მწერალი
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Georgia.svg საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჟანრი ლირიკა და მოკლე ისტორია
Magnum opus მარადისობის რიტუალი
ჯილდოები გალა

მარიამ წიკლაური (დ. 18 მარტი, 1960) — ქართველი პოეტი, საბავშვო მწერალი, მთარგმნელი, ლიტერატურული პრემია „გალას“ ლაურეატი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარიამ გურამის ასული წიკლაური დაიბადა თბილისში, საქართველოში 1960 წლის 18 მარტს.

1983 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ქიმიის ფაკულტეტი.

მუშაობდა პედაგოგად, სხვადასხვა გამომცემლობის რედაქტორად. რადიო „ივერიაში“ უძღვება ორ საავტორო გადაცემას: „საუბრები საბავშვო ლიტერატურაზე“ და ლიტერატურული სალონი „ერთი საათი". კულტურის სამინისტროს პროექტის „ცოცხალი წიგნების“ კურატორად. არის საერთაშორისო საგნმანათლებლო-ლიტერატურული პროექტების და ლიტერატურული ფესტივალების მონაწილე.

მარიამ წიკლაური არის „საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდის - ლიბოს"[1] ერთ-ერთი დამაარსებელი. ეს ფონდი გახდა „ასტრიდ ლინდგრენის საერთაშორისო პრემიის"[2] 2009 წლის ნომინანტი. იგი ინიციატორია საქართველოში „ქართული საბავშვო წიგნის დღის - 27 ოქტომბრის" დაწესებისა. არის ამავე ფონდის ეგიდით გამომავალი საბავშვო ლიტერატურული ალმანახის რედაქტორი.

„ქართველი პოეტი ქალები“ (ანთოლოგია), 2016

მარიამ წიკლაური არის ავტორი „ქართველი პოეტი ქალების“[3] ქართულ-ინგლისური ანთოლოგიისა[4], სადაც შესულია 32 ქართველი პოეტი ქალის ლექსები. ასევე არის გამომცემლობა „საუნჯის“ პროექტის „ბიბას“ („ბიბლიოთეკა ბავშვებისათვის“)[5] ავტორი და ხელმძღვანელი.

მარიამ წიკლაურის ნაწარმოებები შესულია სხვადასხვა კრებულში, ანთოლოგიაში, სახელმძღვანელოში. მისი ლექსები, თარგმანები, წერილები, ესეები სისტემატურად ქვეყნდება ლიტერატურულ პერიოდიკაში. მისი ლექსები თარგმნილია ლიტვურ, ინგლისურ, გერმანულ, უკრაინულ, იტალიურ, რუსულ, სომხურ, ჩეხურ, სლოვაკურ, პოლონურ ენებზე.

თავადაც მრავალი მთარგმნელობითი პროექტის მონაწილეა. თარგმნილი აქვს: ბერძნული, ჩინური, ნორვეგიული, ლიტვური, რუსული, ინგლისური, პოლონური, უკრაინული პოეზიის არაერთი ნიმუში.

მარიამ წიკლაურის ლექსები შესულია 2011 წლის "მსოფლიო პოეზიის ალმანახში" (World Poetry Almanac 2011, 180 Poets from 100 Countries)[6]. ასევე თანამედროვე ქართული პოეზიის იტალიურ და უკრაინულ ანთოლოგიებში.

მარიამ წიკლაური ცხოვრობს თბილისში, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

ნამუშევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წიგნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შეხვედრა, თბ. ბაკმი, 2000
  • შემომძახიან ლექსები, თბ. ბაკმი, 2001, ISBN 99928-910-0-9
  • ნისლის ფრთას გავშლი, თბ. თობალისი, 2006, ISBN 99940-3635-1
  • მეფარნე, თბ. ზენაარი, 2009, ISBN 978-9941-9058-1-0
  • თეთრი ხბორები, თბ. პეგასი, 2010, ISBN 978-9941-9146-5-2
  • მარადისობის რიტუალი, თბ. საუნჯე, 2012, ISBN 978-9941-9242-9-3
  • მზის დაუჯდომელი, თბ. საუნჯე, 2014, ISBN 978-9941-451-28-7
  • 100 ლექსი, თბ. ინტელექტი, 2014, ISBN 978-9941-454-64-6
  • დღეისდღე (ჩანაწერები), თბ. ინტელექტი, 2015, ISBN 978-9941-458-28-6
  • დაჯერებისთვის[7], თბ. elliti, 2016

საბავშვო წიგნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დედის ნამღერი ლექსი, 1997
  • წიკო-მიკო, 2000
  • ბრანდი-ბრუნდი, თბ. ბონდო მაცაბერიძის გამ-ბა, 2005, ISBN 99940-27-66-2
  • ნატვრისთვლო მზისაო, თბ. პეგასი, 2009, ISBN 978-9941-9073-3-3
  • ნანინები (აუდიო-დისკით), თბ. პეგასი, 2009, ISBN 978-9941-9073-2-6
  • ქუჩა და შუქნიშანი, თბ. გორგა, 2010, ISBN 978-9941-9152-2-2
  • ვიმეგობროთ საპნის ბუშტთან, თბ. : გორგა, 2010, ISBN 978-9941-9152-1-5
  • გასაფერადებელი ლექსები, თბ. შემეცნება, 2010, ISBN 978-9941-9109-9-9
  • მხიარული ციფრები, თბ. : გორგა, 2010, ISBN 978-9941-9121-8-4
  • ჭიჭიტა, თბ. : ანბანი, 2011, ISSN 1987-7005; ISBN 978-99940-24-63-6
  • ზღაპარ იყო, თბ. : ანბანი, 2011, ISBN 978-9941-433-19-1
  • ანბანის სამეფო, თბ. საუნჯე, 2012, ISBN 978-99941-142-1-0
  • ქართული ანბანი, თბ. სულაკაური, 2013, ISBN 978-9941-15-754-7
  • მხიარული რეცეპტები, თბ, „სეზანი“, 2016, ISBN 978-9941-0-8600-7

წიგნები უცხო ენებზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კენჭი და ტალღა[8] (ქართველი პოეტების ლექსები ბავშვებისათვის), გამომცემლობა „დეტგიზი“, 2015, ISBN 978-5-85388-082-5

თარგმანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გიორგოს სეფერისი — შემობრუნება („ნობელიანტები“), თბ. „ინტელექტი“, 2015, ISBN 978-9941-454-52-3
  • ოდისეას ელიტისი — შვიდი დღე მარადისობისთვის, („ნობელიანტები“), თბ. ინტელექტი, 2015, ISBN 978-9941-454-53-0

პრემიები და ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლიტერატურული კონკურსის „შოთაობა“ დიდი პრიზი (გრან-პრი), სანდრა რულოვსის სპეციალური პრემია, ლექსისათვის „ოქროს თევზი“, 2009
  • მაყვალა მრევლიშვილის სახელობის პრემია საბავშვო ლიტერატურაში ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის, 2010
  • საბავშვო წიგნის მეორე ფესტივალის პრიზი "წლის საუკეთესო საბავშვო წიგნის ავტორობისთვის ("გასაფერადებელი ლექსები, გამომცემლობა "შემეცნება“), 2010
  • პოეტ ქალთა კონკურსის "ხვარამზეობა“ პრემია, 2011
  • გალა (ლიტერატურული პრემია) ნომინაციაში: „წლის საუკეთესო წიგნი“, ლექსების კრებულისათვის „თეთრი ხბორები“, 2011
  • წმინდა ნინოს ფესტივალის გამარჯვებული, 2011
  • ფესტივალის „ქართული სული“ პრიზი და მედალი, 2012
  • ლიტერატურული კონკურსის „შოთაობა“ პირველი პრემია, 2012
  • ლიტერატურული პრემია „საგურამო“ პოეზიის ნომინაციაში, 8 ნოემბერი, 2013
  • ლიტერატურული პრემია „ხვარამზეობის“ ლაურეატი, 2015, 2016
  • გოდერძი ჩოხელის სახელობის პრემია „ერთგულების“ პრიზიორი მინიატურულ პროზაში, 2014, 2015, 2016

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბელა ჩეკურიშვილი „სვლა მა­რა­დი­უ­ლი და რი­ტუ­ა­ლუ­რი“, გაზეთი „24 საათი“, 21 აპრილი
  • მაია ჯალიაშვილი „პოეზია — სამყაროს სიზმრის ახსნა“[9]
  • ნონა კუპრეიშვილი „ცისპირიდან გადაწერა“, წიგნიდან „სიტყვის დეგუსტაცია“, თბილისი, 2013, ISBN 978-9941-442-56-8
  • ნატა ვარადა „ერთი გვარის მთისშვილობისკენ, სიტყვების ფარდაგის გზამკვლევი“, წიგნიდან „ესეც ესე“[10]
  • სოფიო ჯაფარიძე „ჩემი საყვარელი დევები“[11]
  • ნინო ჩხიკვიშვილი „ჩინებული მემკვიდრე“[12]
  • გიორგი კაკაბაძე „დაბრუნება“, „ლიტერატურული გაზეთი“, # 78, 6-19 ივლისი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]