მარიამ მამადაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მარიამ მამადაშვილი
Mariam mamadashvili.jpg
ბიოგრაფია
დაიბადა 16 ნოემბერი, 2005
თბილისი, საქართველო
საქმიანობა მომღერალი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი
აქტიური 2010–დღემდე

მარიამ მამადაშვილი (დ. 16 ნოემბერი, 2005) — ქართველი ბავშვი მომღერალი. 2016 წლის 20 ნოემბერს, მალტის დედაქალაქ ვალეტაში, იგი გახდა საბავშვო ევროვიზია 2016-ის გამარჯვებული, სადაც ის საქართველოს წარადგენდა სიმღერით „მზეო“.

მარიამი ოთხი წლიდან მღერის. სწავლობდა „ბზიკების სტუდიაში“ და ევგენი მიქელაძის სახელობის თბილისის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში. 2015 წლიდან ცხოვრობს ამერიკის შეერთებულ შტატებში და სწავლობს ბროდვეის მეთოდურ აკადემიაში.

საბავშვო ევროვიზიის სიმღერის რიგით მე-14 კონკურსზე მარიამმა 239 ქულა მოიპოვა. მეორე ადგილზე აღმოჩნდა სომხეთის წარმომადგენელი, 232 ქულით, ხოლო მესამე ადგილი იტალიამ დაიკავა, 209 ქულით.

საქართველო საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებული 2016 წელს მესამედ გახდა და საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებულ ქვეყნებს შორის რეკორდი დაამყარა. მსგავსი შედეგი ამ დრომდე არცერთ ქვეყანას ჰქონია.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]