შინაარსზე გადასვლა

მარიამ კალანდაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კალანდაძე.

მარიამ ალექსის ასული კალანდაძე (დ. ნოემბერი, 1896, ოზურგეთის მაზრა — გ. 1938) — ქართველი პედაგოგი , რევოლუციონერი, ანტისაბჭოთა მოღვაწე.

დაიბადა გლეხის ოჯახში, მიიღო საშუალო განათლება. 1900-იანი წლებიდან ჩაბმული იყო რევოლუციურ საქმიანობაში , რსდმპ-ის წევრი, მენშევიკი. 1910-იან წლებში დაპატიმრებული იყო პოლიტიკური საბაბით. გათავისუფლების შემდეგ იყო ქობულეთის ქართული სკოლის პედაგოგი. საბჭოთა ანექსიის შემდეგ ჩაბმული იყო არალეგალურ წინააღმდეგობის მოძრაობაში, რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული პოლიტიკური საბაბით . გადასახლებული იყო ციმბირში, სადაც ჩაბმული ოიყო გადასხლებულ ქართველთა არალეგალური დახმარების ქსელის მუშაობში. 1938 წლის 16 თებერალს დააპატიმრეს. 5 აპრილს სამეულმა მიუსაჯა დახვრეტა. რეაბილიტირებულია 1989 წლიდან.

  • ხვადაგიანი ი., საქართველოს პოლიტიკური წითელი ჯვარი, თბ.: SOVLAB, 2016.  გვ. 165-166, ISBN 978-9941-0-9317-3.