მარიამ ვარდანიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მარიამ ვარდანიანი (აგრეთვე ცნობილი როგორც მარო ნაზარბეკი; 1864, ტიფლისი – 1941) — სომეხი პოლიტიკური აქტივისტი და რევოლუციონერი რუსეთის იმპერიაში. იყო სოციალურ-დემოკრატიული პარტია „გნჩკიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი.

დაბადების ადგილიდან, თბილისიდან მარო გადავიდა პარიზში, შემდეგ ჟენევაში სადაც სწავლობდა უნივერსიტეტში. 1901-1904 წლებში პარიზში ხვდებოდა ვლადიმერ ლენინს. 1904 წელიდან იყო ჩართული რევოლუციურ აქტივობებში, რუსეთის იმპერიაში. 1910 წელს დააპატიმრეს და გააგზავნეს ციმბირში. საბჭოთა მმართველობის დამყარების შემდეგ დაბრუნდა თბილისში.

1925 წელს გახდა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]