მარიამ დიდებულიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
მარიამ დიდებულიძე
დაბ. თარიღი 28 მაისი, 1952(1952-05-28) (70 წლის)
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Georgia.svg საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სამხატვრო აკადემია

მარიამ დიდებულიძე (დ. 28 მაისი, 1952) — ქართველი მეცნიერი, ისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (2006).

1974 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია.

1974 წლიდან იყო გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. 2009 წლიდან კი გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრის დირექტორი. 1998 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის სასულიერო აკადემიაში. 1997 წლიდან არის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის სარეაბილიტაციო პროექტების კოორდინატორი. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის ძირითადი სფეროა შუა საუკუნეების ფერწერა. ავტორია მრავალი სამეცნიერო პუბლიკაციისა. მონაწილეობდა საერთაშორისო სიმპოზიუმებსა და კონკურსებში. თბილისის სასულიერო აკადემიაში ქრისტიანული ხელოვნების ფაკულტეტზე მიჰყავს ბიზანტიური მხატვრობის ისტორიის კურსი, თბილისის სამხატვრო აკადემიაში — შუა საუკუნეების ქართული სახვითი ხელოვნების ისტორიის კურსი.

სადოქტორო დისერტაციის თემა — „ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის ფერწერული ანსამბლის მხატვრული სახე(XII-XIII საუკუნეების მიჯნის ქართული კედლის მხატვრობის მიმართება ბიზანტიურ ფერწერასთან)“, დაიცვა 2006 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მარიამ დიდებულიძე, საჯარო ლექცია: „ქართული შუა საუკუნეების კედლის მხატვრობა ბიზანტიური და აღმოსავლეთქრისტიანული ხელოვნების კონტექსტში: XIII ს.-ის ყინცვისის ეკლესიის მოხატულობა, როგორც კულტურული ურთიერთკავშირის ნიმუში“ 18 May 2021, Georgian Project Lecture Series: Aesthetics, Art, and Architecture in the Caucasus Lecture Series organized by Kunsthistorisches Institut in Florenz – Max-Planck-Institut in cooperation with the George Chubinashvili National Research Centre for Georgian Art History and Heritage Preservation.