მარიამ დგებუაძე-ფულარია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

მარიამ (ფუცუ) დავითის ასული დგებუაძე-ფულარია (დ. 15 ივლისი/ახ. სტ. 27 ივლისი, 1887, სოფ. ჩუნეში, ახლანდ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, — გ. 23 ივლისი, 1969, თბილისი) — ქართველი მწერალი.

დაამთავრა ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებელი (1906). მუშაობდა მასწავლებლად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. პირველი მოთხრობა 1907 წელს გამოაქვეყნა. თანამშრომლობდა უმთავრესად ჟურნალებში — „ნაკადულსა“ და „ჯეჯილში“. 1926–1927 წლებშI ქუთაისში ცალკე წიგნად გამოიცა მოთხრობები: „გრძნობათა ნანგრევებზე“, „მოჩხუბარიძის სიკვდილი“, „ჩაის მკრეფავები“, „რუსუდანი“, „ქალის გული“ და სხვ. 1951 წელს გამოქვეყნდა მისი მოთხრობების კრებული, შემდეგ წლებში რომანები: „ოქროს ბეჭედი“ (1952) და „ტყვარჩელის ლამპიონები“ (1954); ნარკვევი „მოღვაწე ქალები რევოლუციამდელ საქართველოში“ (1957) და „მოგონებები“ (1959). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თხზულებანი, სოხ., 1962;
  • ოქროს ბეჭედი. რომანი. – მოგონებები. – ქართველი მოღვაწე ქალები, თბ., 1968.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]