მარიამ და ერანუი ასლამაზიანების გალერეა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მარიამ და ერანუი ასლამაზიანების გალერეა

დებ მარიამ და ერანუი ასლამაზიანების გალერეა (სომხ. Մարիամ և Երանուհի Ասլամազյան քույրերի պատկերասրահ) — მარიამ და ერანუი ასლამაზიანების უნიკალური გალერეა სომხეთში, ქალაქ გიუმრიში. გალერეაში გამოფენილია დებ ასლამაზიანების ნახატების, გრაფიკული და კერამიკული ნაშუევრების სრული კოლექცია, რომელიც უდიდესია მთელს მსოფლიოში.[1] გალერეა ერთადერთი მუზეუმია სომხეთში, რომელიც ქალ ხელოვანებს მიეძღვნა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გალერეის აივანი

გალერეა 1987 წელს დაარსეს თავად მარიამ და ერანუი ასლამაზიანებმა. გარდაცვალებამდე დებმა გალერეას თავად გადასცეს 620 ორიგინალი ნახატი, კერამიკული და გრაიფული ნამუშევარი, რომლებიც დღესაც გამოფენილია.[2]

გალერეა მდებარეობს ქალაქ გიუმრის ცენტრალურ მოედანზე. შენობა 1880 წელს ქეშიშოვების ოჯახისთვის აიგო, რომლებიც მდიდარი ვაჭრები იყვნენ. 1988 წლის მიწისძვრის შემდეგ გალერეის შენობა მიუსაფარ ადამიანებს გადაეცათ და ხელახლა 2004 წელს გაიხსნა.[3] 1980 წლიდან შენობას სომხეთის მთავრობა იცავს, როგორც ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობსი ძეგლს.

გალერეა ორსართულიანია: პირველ სართულზე ერანუი ასლამაზიანის ნაშრომებია გამოფენილი, ხოლო მეორე საერთულზე მარიამ ასლამაზიანის ნაშრომები. გალერეას შიდა ეზო და აივანი აქვს, რომელიც XIX საუკუნის ალექსანდროპოლის ქალაქური არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც ევროპული და ტრადიციული სომხეთის არქიტექტურის ნაზავს წარმოადგენს.

კოლექციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გალერეის ერთ-ერთი საგამოფენო დარბაზი

მარიამ და ერანუი ასლამაზიანები ყარსის პროვინციაში, ბაშ-შირაქში (დღეისთვის შირაქის მაზრა, იერაზგავორსის სოფელი), შესაბამისად 1907 და 1910 წლებში. გოგონებმა სამხატვრო განათლება ალექსანდროპოლის სამხატვრო სკოლაში (სამხრეთ კავკასიაში პირველი სამხატვრო სკოლა) მიიღეს, რომელიც 1905 წელს დაარსდა. სკოლამ დიდი როლი ითამაშა ასლამაზიანების პროფესიაში. მოგვიანებით გოგონებმა სწავლა განაგრძეს ერევნის სახვითი ხელოვნების კოლეჯში, მოსკოვისა და ლენინგრადის ხელოვნების უმაღლეს სკოლებში (დღეისთვის საქნტ-პეტერბურგის სახვითი ხელოვნების აკადემია).

ერანუი ასლამაზიანი ძირითადად საკუთარ პორტრეტებსა და ყოფითი ჟანრის ნახატებს ქმნიდა. მარიამ ასლამაზიანის ნახატები მის დრამატულ ცხოვრებას ასახავს. გალერეაში დაცულია მარიამ ასლამაზიანის საყოველთაოდ აღიარებული დახვეწილი კერამიკული ფილებიც. ასლამაზიანების გალერეის გარდა, დების ნამუშევრები დაცულია ლონდონის, სოფიის, ბერლინის, ვენეციის, ტოკიოს, დელისა და სხვა ქალაქების მუზეუმებში.[4]

სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გალერეაში წარმოდგენილი კერამიკული ნამუშევრები

დებ მარიამ და ერანუი ასლამაზიანების გალერე მოიცავს სუვენირების მაღაზიას, კერამიკულ სახელოსნოს და თავისუფალ კერამიკულ სტუდიას. გალერეაში ტარდება კერამიკის დამზადების ორსაათიანი ტრენინგი, რომელის ტურსა და საუზმეს მოიცავს და მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ სუვენირებიც თავად შექმნან. ტურები სომხურ, ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებზე ტარდებ. ამ ოთხ ენაზევე ტარდება სხვადასხვა ასაკის დამთვალიერებლთათვის საგანმანათლებლო და გასართობი თამაშები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The Gallery of Mariam and Eranuhi Aslamazyan Sisters. წაკითხვის თარიღი: 2019-01-21
  2. The Gallery of Mariam and Eranuhi Aslamazyan Sisters. წაკითხვის თარიღი: 2019-01-21
  3. The Gallery of Mariam and Eranuhi Aslamazyan Sisters. წაკითხვის თარიღი: 2019-01-21
  4. Mariam Aslamazyan. წაკითხვის თარიღი: 2019-01-21