შინაარსზე გადასვლა

მარიამ თათეშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მარიამ გარიყული)
მარიამ თათეშვილი
დაბადების თარიღი 20 მარტი, 1883(1883-03-20) ან 2 აპრილი, 1883(1883-04-02)[1]
დაბადების ადგილი პატარა გუბი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 9 თებერვალი, 1960(1960-02-09)[1] (76 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა მწერალი[1] [2] და მსახიობი[1] [2]
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ

მარიამ გარიყული (ნამდვილი სახელი მარიამ ლუკას ასული თათეიშვილი-რატიანისა) (დ. 20 მარტი, 1883, პატარა გუბი, ახლანდელი ხონის მუნიციპალიტეტი — გ. 9 თებერვალი, 1960, თბილისი) — ქართველი მწერალი.

შემოქმედებითი მოღვაწეობა თეატრში დაიწყო. მსახიობობდა ავჭალის სახალხო თეატრსა და ქუთაისის თეატრში. მისი ლიტერატურული დებიუტი შედგა 1905 წელს, როცა დაიბეჭდა მოთხრობა „ცხოვრების მსხვერპლი“. მოთხრობების პირველი კრებული გამოქვეყნა 1928 წელს. დაიმკვიდრა რეალისტი, დემოკრატი მწერლის სახელი, აიმაღლა ხმა სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ.

ადრინდელ მოთხრობებში „ჩვეულებრივი ამბავი“, „ჩინოვნიკი“ (1905), „ბორკილი“ (1906), „ახალი მასწავლებელი“, „ჰონორარი“, „ჯაშუში“ (1907) ის ასახავდა მშრომელი ხალხის ბრძოლას უსამართლობის წინააღმდეგ. მისი შემდგომი რომანები „ანარეკლი“ (1933) და „გარღვეული მიჯნა“ (1933-1937) და წერილია საბჭოთა ოიკუპაციის შემდეგ და ასახავს ახალ რეალობას. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდს ეხება მოთხრობა „ახალი განთიადი“ (1951).

მ. გარიყული ავტორია აგრეთვე მრავალი საბავშვო მოთხრობისა. აღსანიშნავია კრებული „მამაცი ცქვიტა“ (1961).

სიცოცხლის ბოლო წლებში მწერალმა დაწერა მოგონებათა წიგნი „განვლილი გზა“, სადაც მოთხრობილია ავტორის ცხოვრებაზე, გაცოცხლებულია უახლესი წარსული და გამოჩეილი მოღვაწეები.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

  • ჯავახიშვილი ე., „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921), ენციკლოპედია-ლექსიკონი“, უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ. 176, თბ., 2018 წელი;
  • კაკიაშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 6.
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 98, თბ., 1994.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.
  2. 2.0 2.1 Catalog of the German National Library