შინაარსზე გადასვლა

მარიამ ბოკერია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარიამ ბოკერია
დაბ. თარიღი 22 დეკემბერი, 1900(1900-12-22)
დაბ. ადგილი ბაქო, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 15 ოქტომბერი, 1975(1975-10-15) (74 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
საქმიანობა ექიმი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები შრომის წითელი დროშის ორდენი

მარიამ სევერიანეს ასული ბოკერია (დ. 4 იანვარი, 1901 [ძვ. სტ. 22 დეკემბერი, 1900], ბაქო ― გ. 15 ოქტომბერი, 1975, თბილისი) — ქართველი პედიატრი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1950), პროფესორი (1950); საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1961).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1926 წელს. 1947-1974 წლებში იყო ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის პედიატრიის კათედრის გამგე. 1974–1975 წლებში ამავე კათედრის კონსულტანტი, 1960–1971 წლებში საქართველოს პედიატრთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე.

მარიამ ბოკერიამ შეისწავლა ქრომაფინული სისტემის განვითარება ბავშვებში და მისი ცვლილებები ბავშვთა ზოგიერთი დაავადების დროს, სასუნთქი გზების დაავადებანი ბავშვებში, ბავშვთა ტუბერკულოზის თავისებურებანი და სხვა. იკვლევდა მუცლადყოფნის დროს განვითარებული ბავშვთა დაავადებებისა და სიკვდილიანობის მიეზეზებს. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით და მედლებით.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]