მარიამ ბეროიანი
იერსახე
მარიამ ბეროიანი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
8 თებერვალი, 1892 თბილისი |
გარდაცვალების თარიღი |
22 ივლისი, 1960 (68 წლის) თბილისი |
საქმიანობა | მსახიობი |
მეუღლე(ები) | არტემ ბეროიანი |
ჯილდოები |
საქართველოს სსრ სახალხო არტისტი |
მარიამ ბეროიანი (დ. 8 თებერვალი [ძვ. სტ. 27 იანვარი], 1892 ან 1894[1], თბილისი — გ. 22 ივლისი, 1960) — მსახიობი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1946), საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს IV მოწვევის დეპუტატი.
1913 წელს სასცენო მოღვაწეობა დაიწყო თბილისში. 1922 წლიდან მსახიობად მუშაობდა თბილისის სომხურ დრამატულ თეატრში. ასრულებდა სახასიათო, დრამატულ და კომედიურ როლებს. განსაკუთრებული წარმატებით ითამაშა გაბრიელ სუნდუკიანის (სალომე — „დაქცეული ოჯახი“, ხამფერა — „ხათაბალა“), ალექსანდრე შირვანზადეს (შპანიკი — „ნამუსი“, ზარნიშანი — „ავი სული“) პიესებში. გადაღებულია მხატვრულ ფილმებში.
ჯილდოები და აღიარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1946 — საქართველოს სახალხო არტისტი
- მედალი „კავკასიის დაცვისთვის“
- საპატიო ნიშნის ორდენი
- მედალი „1941-1945 წლებში დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისთვის“
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1934 — „გიქორი“ — სტუმარი (რეჟ. ამასი მარტიროსიანი, „არმენფილმი“)
- 1935 — „პეპო“ — დარჩოს დედა (რეჟ. ამო ბეკ-ნაზაროვი, „არმენფილმი“)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მარიამ ბეროიანი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- მარიამ ბეროიანი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზა (ინგლისური)