მარიამ-მაკრინა
იერსახე
| მარიამ-მაკრინა | |
|---|---|
| დაბადების თარიღი | 1696[1] ან 1698 |
| გარდაცვალების თარიღი | 1744[1] |
| საქმიანობა | პოეტი[1] , მწერალი, religious leader[1] და სამეფო ოჯახის წევრი[1] |
| მოქალაქეობა | კახეთის სამეფო |
მარიამ-მაკრინა, (დ. დაახლოებით 1696/1698 ― გ. 1744 შემდეგ) — ქართველი პოეტი, ერეკლე I-ის (ნაზარ-ალი-ხანის) ასული, ედიშერ ჩოლოყაშვილის მეუღლე, მალე დაქვრივდა, 1761-იდან მონაზონი გახდა და მაკრინად იწოდა.
მოღვაწეობდა ალავერდის წმ. ნიკოლოზის ტაძარში. მარიამ-მაკრინა დაახლოებული იყო კახეთის სამეფო კართან. ძმების — კახეთის მეფეების — დავალებით შეუდგენია სამეფო დოკუმენტები (მაგ., ე.წ. „ღვთაების გუჯარი“ და სხვა), რომელიც თავისი მხატვრულობით გამოირჩევა სხვა ანალოგიური საბუთებისაგან. მარიამ-მაკრინას ლიტერატურული მემკვიდრეობიდან ცნობილია იოსებ ალავერდელისადმი მიძღვნილი 2 ჰიმნოგრაფიული კანონი, ამავე წმინდანი სვინაქსარული ცხოვრება და ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი აკროსიქული შესხმა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 439.