მარიამჯვრის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მარიამჯვრის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მარიამჯვრის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ორიოდე კილომეტრზე, ტყეში.

ეკლესია დარბაზულია, უაფსიდო. 1988 წელს სოფელში მაცხოვრებელ მამისაშვილებს ნაეკლესიარზე თანამედროვე სტანდარტის აგურითა და ცემენტით აუგიათ სრულიად უსახური ნაგებობა, რომელშიც ძველი ეკლესიის კედლების შემორჩენილი ნაწილებია გამოყენებული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]