მართუნი
ქალაქი | |
---|---|
მართუნი სომხ. Մարտունի | |
![]() მართუნის ერთ-ერთი ქუჩა | |
ქვეყანა |
![]() |
რაიონი | ხოჯავენდი |
კოორდინატები | 39°47′43″ ჩ. გ. 47°06′47″ ა. გ. / 39.79528° ჩ. გ. 47.11306° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 390±1 მეტრი |
მოსახლეობა | 5 800 (2011)[1] |
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 |
მართუნი (სომხ. Մարտունի) ან ხოჯავენდი (აზერ. Xocavənd) — ქალაქი მთიან ყარაბაღში. მდებარეობს ყარაბაღის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე. ხოჯავენდის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის მიხედვით (ფაქტობრივად ის აკონტროლებს ქალაქს), ქალაქი მართუნის რაიონის ადინისტრაციული ცენტრია. ქალაქში განთავსებულია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამშვიდობო კონტინგენტის №13 სადამკვირვებლო პუნქტი.
ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სახელწოდება „მართუნი“ მომდინარეობს სომეხი ბოლშევიკი რევოლუციონერის და ჩინოვნიკის, ალექსანდრე მიასნიკიანის სახელიდან. სახელი „ხოჯავენდი“ კი სპარსული წარმოშობისაა.[2]
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1960 წლის 29 იანვარს მართუნმა მიიღო ქალაქური ტიპის დასახლების, ხოლო 1985 წელს ქალაქის სტატუსი.
ყარაბაღის ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მართუნი და თავად მართუნის რაიონი ყარაბაღის პირველი ომის ბოლო ეტაპებზე ფრონტის ქალაქად იქცა. 1992 წლის თებერვლის დასაწყისში ვაზგენ სარქისიანმა, სომხეთის მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა, მონტე მელქონიანი შტაბის უფროსად დანიშნა და მართუნისა და მიმდებარე რეგიონების დაცვის ხელმძღვანელობა დაავალა. 1992 წლის 2 ოქტომბერს სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა მართუნის მიმდებარე ტერიტორია აიღეს. აზერბაიჯანული წყაროს ცნობით, ომის დროს რეგიონში აზერბაიჯანელებით დასახლებული 10 სოფელი დაზიანდა.[3] 1993 წლის ივნისში მელქონიანი ბრძოლაში დაიღუპა. ამ დრომდე ის რეგიონის მეთაურად რჩებოდა. [4]
მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1933 წლის 1 იანვრის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობდა 1 028 კაცი (210 კომლი), ყველა სომეხი.
1989 წლის მოსახლეობის სრულიად საკავშირო აღწერის მიხედვით, მართუნში 6 998 ადამიანი ცხოვრობდა.[5]
2005 წლის აღწერის მიხედვით, ქალაქში ცხოვრობდა 4 878 მოსახლე.[6]
აღწერის წელი | 1939[7] | 1970[8] | 1979[9] | 2005 |
---|---|---|---|---|
სომხები | 1701 (89,2 %) | ![]() |
![]() |
![]() |
აზერბაიჯანელები | 52 (2,7 %) | ![]() |
![]() |
— |
რუსები | 136 (7,1 %) | ![]() |
![]() |
![]() |
უკრაინელები | 7 (0,4 %) | ![]() |
![]() |
![]() |
სხვა | 10 (0,5 %) | 5 (0,1 %) | 5 (0,1 %) | 6 (0,1 %) |
სულ | 1 906 | 4 654 | 5 497 | 4 878 |
ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ქალაქს აქვს კულტურის სახლი, რომელსაც ადგილობრივები "ოპერას" ეძახიან. აქვე მდებარეობს წმინდა ნერსეს დიდის ეკლესია, რომელიც 2004 წელს გაიხსნა. მართუნთან ახლოს XIX საუკუნის რუსული გევორგავანის ეკლესიაა.
ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოსახლეობა ძირითადად მუშაობს სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებში, მისდევენ სოფლის მეურნეობასა და მეცხოველეობას. 2015 წლის მონაცემებით, მართუნს აქვს მუნიციპალური შენობა, კულტურის სახლი, ორი სკოლა, მუსიკალური სკოლა, ორი საბავშვო ბაღი, ახალგაზრდობის ცენტრი, 36 კომერციული საწარმო, ორი ქარხანა და რეგიონალური საავადმყოფო. მართუნის თემი მოიცავს სოფლებს, ქაჯავანდს და კაქავაძორს.[10]
კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჰავის მონაცემები — Martuni (Khojavend) | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წლიური |
საშუალო მაღალი °C | 5.5 | 6.4 | 10.1 | 17.5 | 21.7 | 26.6 | 29.8 | 29.7 | 24.8 | 19.1 | 12.6 | 8.0 | 17.7 |
საშუალო დაბალი °C | −1.7 | −1.0 | 1.8 | 7.6 | 12.1 | 16.4 | 19.5 | 18.4 | 15.2 | 10.2 | 4.9 | 0.6 | 8.7 |
საშუალო ნალექი (მმ) | 20 | 26 | 36 | 49 | 68 | 55 | 23 | 23 | 28 | 44 | 31 | 25 | 428 |
წყარო: http://en.climate-data.org/location/21894/ |
გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ http://stat-nkr.am/files/publications/joxovrdagrakan_vichak_2011.pdf
- ↑ Arsène Saparov (2017-09-01). „Contested spaces: the use of place-names and symbolic landscape in the politics of identity and legitimacy in Azerbaijan“. Central Asian Survey. 36 (4): 534–554. doi:10.1080/02634937.2017.1350139. S2CID 149221754.
- ↑ 25 years pass since occupation of Khojavend region.
- ↑ Melkonian 2005, p. 264.
- ↑ Демоскоп Weekly. Приложение. Справочник статистических показателей.. www.demoscope.ru. ციტირების თარიღი: 2017-12-05.
- ↑ Перепись населения НКР 2005 года. ციტირების თარიღი: 2008-07-01
- ↑ Этнокавказ. Национальный состав населения Мартунинского района по переписи 1939 года. ციტირების თარიღი: 2020-10-23
- ↑ Этнокавказ. Национальный состав населения Мартунинского района по переписи 1970 года. ციტირების თარიღი: 2020-10-23
- ↑ Этнокавказ. Национальный состав населения Мартунинского района по переписи 1979 года. ციტირების თარიღი: 2020-10-23
- ↑ Hakob Ghahramanyan. Directory of socio-economic characteristics of NKR administrative-territorial units (2015).
|