მართლმადიდებლობა აზერბაიჯანში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თბილისის და ბაქოს მიტროპოლიტი და კავკასიის ეგზარქოსი პლატონი (1917-1918 წწ.)

აღმოსავლეთ მართლმადიდებლობა აზერბაიჯანში — მთავარი ქრისტიანული და მეორე უდიდესი რელიგიური ჯგუფი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში (ისლამის შემდეგ).[1][2][3] აზერბაიჯანის ტერიტორია რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ბაქო-აზერბაიჯანის ეპარქიის იურიდიულ საკუთრებაშია.[4][5][6]

აღმოსავლეთ მართლმადიდებლობის ისტორია აზერბაიჯანში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კავკასიის ალბანეთის ეკლესიაში სერიოზული ცვლილებები მოხდა როდესაც რეგიონში არაბების მმართველობა დამყარდა. ამის შემდეგ როდესაც ამიერკავკასიის ტერიტორიები რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში გადავიდა, საქართველოს ეგზარქატის იურისდიქცია გაფართოვდა, რაც მოიცავდა თანამედროვე საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიებს. 1905 წელს დაარსდა ბაქოს ეპარქია, დღესდღეობით მას ბაქოსა და კასპიის ეპარქია ეწოდება.[7]

აღმოსავლეთ მართლმადიდებლობა აზერბაიჯანში ფართოდ გავრცელდა XIX საუკუნის დასაწყისში .[8][9]

აღმოსავლეთ მართლმადიდებლობა აზერბაიჯანში დღესდღეობით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1815 წელს ბაქოში გამოჩნდა პირველი რუსული მართლმადიდებლური ეკლესია. მოგვიანებით ასეთი ეკლესიები ააშენეს განჯაში, გორანბოიში (1842 წელს), შემახაში (1834 წელს), ლენქორანსა (1838 წელს) და გადაბეიში (1844 წელს).

1905 წელს დაარსდა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ბაქოს ეპარქია. საბჭოთა პერიოდის ხელისუფლებამ[10] რეპრესიები განახორციელა ბაქოს ეპარქიის მღვდელმსახურებზე, მაგრამ 1944 წელს მაინც გაიხსნა ორი ეკლესია. [11]

1998 წელს დაარსდა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ბაქო-კასპიის ეპარქია. 2011 წლის 22 მარტს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით შეიცვალა ბაქო-კასპიის ეპარქია, როგორც ბაქო-აზერბაიჯანის ეპარქია.[12]

2011 წელს ქვეყანაში ექვსი აღმოსავლეთ მართლმადიდებლური ეკლესია იყო. ხუთი მათგანი ეკუთვნის რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას („ROC“-ს): სამი მათგანი მდებარეობს ბაქოში, ერთი განჯაში და ერთი ხაჩმაზში.

ალბანურ-უდიური ქრისტიანული საზოგადოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2001 წელს, აზერბაიჯანში ვიზიტის დროს, პატრიარქი ალექსე II შეხვდა უდინის საზოგადოების წარმომადგენლებს, რომლებმაც გამოხატეს თავიანთი ხალხის სურვილი „ROC“– ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. თუმცა, ამან შედეგი ვერ გამოიღო.

2003 წლის 28 მაისს აზერბაიჯანში ჩამოყალიბდა ალბანურ-უდიური ქრისტიანული საზოგადოება. საზოგადოების თავმჯდომარე იყო რობერტ მობილეა. ეს განპირობებული იყო შაქში არსებული ძველი კიშის ტაძრის რესტავრაციით (ლეგენდის თანახმად, ტაძარს საფუძველი ჩაუყარა მოციქულმა ელისეუსმა). 2006 წელს დასრულდა უდინის მეორე ტაძრის რესტავრაცია. სარესტავრაციო სამუშაოები ასევე მიმდინარეობს კახის რაიონის სოფელ გუმში და სოფელ გიუმანუკში მდებარე ბაზილიკაში, მიმდინარეობს ალბანური ბაზილიკის აღდგენითითი სამუშაოებიც, რომელიც თარიღდება მეხუთე საუკუნით.[13]

2006 წელს ბაქოსა და კასპიის ზღვის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (იშჩეინმა) აღნიშნა, რომ უდიურ ეკლესიებში შესრულდება მართლმადიდებლური ლოცვები. რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ბაქოს ეპარქიამ მონაწილეობა მიიღო გარკვეულ საზეიმო ღონისძიებებში, ასევე გაიმართა ნათლობები, მაგრამ ზოგადი წინსვლა არ შეინიშნება უდიების „ROC“–-ში გაწევრიანების მხრივ. ამავდროულად, ალბანურ-უდიური ქრისტიანული საზოგადოება არსებობს ცალკეული ეთნო-რელიგიური ჯგუფის სახით, საკუთარი იდეებით, „უდინის ეკლესიაში“ , რომელშიც რიტუალებს ატარებენ არა კანონიკური სასულიერო პირები, არამედ საზოგადოების წევრები. კერძოდ, მონათვლის უფლება აიღო „AUHO“- ის თავმჯდომარემ რობერტ მობილეამ და „სულიერმა მოღვაწემ“ რაფიკ დანაკარმა.[14]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Religion in Azerbaijan.
  2. Dawisha, Karen; Parrott, Bruce (1994-01-28). Russia and the New States of Eurasia: The Politics of Upheaval (en). Cambridge University Press. ISBN 9780521458955. 
  3. All about Azerbaijan: culture, religion and etc.
  4. Russian Church has 180 million faithful; 36,000 churches; 1,000 monasteries; 56 seminaries—pat. Kirill | Serbian Orthodox Church [Official web site]. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-09. ციტირების თარიღი: 2018-05-31
  5. Russian Orthodox Church and its influence.[მკვდარი ბმული]
  6. „The Russian Orthodox Church and the Impact of Bolshevism“ (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2018-05-31.
  7. Православие в Азербайджане / Православие.Ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 19, 2013. ციტირების თარიღი: ნოემბერი 3, 2019.
  8. Huseynzadeh, Tunjay. Azerbaijani Multiculturalism en. ციტირების თარიღი: 2018-05-31
  9. Welcome to Heydar Aliyevs Heritage Research Center. ციტირების თარიღი: 2018-05-31
  10. Religion in USSR. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-15. ციტირების თარიღი: 2021-12-21.
  11. „Russian Orthodox Church in Baku“. MyAngle. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-09. ციტირების თარიღი: 2018-05-31.
  12. Holy Synod of the Russian Orthodox Church takes decisions on external church activities | The Russian Orthodox Church en-US. ციტირების თარიღი: 2018-05-31
  13. Udins Today - Ancestors of the Caucasian Albanians. ციტირების თარიღი: 2018-05-31
  14. Baptism in Nij. ციტირების თარიღი: 2018-05-31