მართლმადიდებელ წმინდანთა ტიტულები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წმინდანები, რომლებიც ხატზე განლაგებულნი არიან ტიტულების მიხედვით (ხატი «მეორედ მოსვლა», საბერძნეთი, დაახლ. 1700)
წმინდანები, რომლებიც განლაგებულნი არიან ცაში ტიტულების მიხედვით (ხატი«საშინელი სამსჯავრო», პოლონეთი , XVII ს.)

მართლმადიდებელ წმინდანთა ტიტულები — კატეგორიები, რომლებზეც კანონიზაციისას მართლმადიდებლობა ყოფს წმინდანებს თავისი ტიტულის მიხედვით.

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დასახელება გაწევრიანების კრიტერიუმები
მოციქულები იესო ქრისტეს მოსწავლეები: თორმეტი და 70 მოციქული
უვეცხლონი ქრისტიანები, რომლებიც გამოირჩევიან თავიანთი დიდსულოვნებით და უარს ამბობენ ქონებაზე საკუთარი რწმენის გამო. მათ რიცხვს მიეკუთვნებიან წმინდანები, რომლებიც დაჯილდოებულნი არიან მკურნალობის ნიჭით და ამ შრომაში გასამრჯელოს არ იღებენ.
ღვთისმოსავი მეფეები და თავადები - თავიანთი ღვთისმოსაობისათვის, ეკლესიისა და სარწმუნოების განმტკიცების საქმეში შეტანილი წვლილისათვის.
ნეტარი
დიდმოწამე სარწმუნოებისათვის წამებულნი, რომლებმაც გადაიტანეს მძიმე და ხანგრძლივი წამება.
მოძღვარი პირი, რომელიც ღიად ქადაგებს საკუთარ რწმენას, ქრისტიანების დევნის დროს. წამებულებისაგან განსხვავებით, მოძღვრები წამების შემდეგ ცოცხლები რჩებოდნენ.
წამებული ადამიანები, რომლებიც ეწამნენ სარწმუნოების გულისთვის
მართლმორწმუნე ერისკაცები და მღვდელმსახურები თეთრი სამღვდელოებიდან, რომელთაც პატივს მიაგებენ მათი სულიერი ცხოვრებისათვის.
მამამთავარი ძველი აღთქმის პატრიარქები, რომელთაც პატივს მიაგებენ, როგორც კეთილსინდისიერების მაგალითს. მათ შორის არიან ღვთისმშობლის დედ-მამა და მეუღლე, მოციქული იაკობ (უფლის ძმა).
ღირსმოწამეები ბერები, რომლებიც ეწამნენ სარწმუნოებისთვის.
ღირსი მამები ბერები, რომელთაც თაყვანს სცემენ მათი გმირული ცხოვრების გამო.
წინასწარმეტყველები პირები, რომლებიც მოხსენიებულნი არიან ბიბლიაში, რომლებმაც გამოუცხადეს ხალხს ღმერთის ნება და რომლებიც ქადაგებდნენ ძველი ისრაელისა და იუდეის ტერიტორიაზე. აღიარებენ ძველი აღთქმის 18 და ახალი აღთქმის 1 (იოანე ნათლისმცემელი) წინასწარმეტყველს, რომელიც არის ბოლო წმინდანი რომელსაც აღიარებენ წმინდანების ხსენებულ ხარისხში.
მოციქულთა სწორნი პირები, რომელთაც სახელი გაითქვეს სახარების ქადაგებით და ხალხები მოაქციეს ქრისტიანობაზე.
ეპისკოპოსები ეპისკოპოსები, რომლებმაც სახელი გაითქვეს უმწიკვლო ცხოვრებით და ქრისტიანული საქმიანობით.
მღვდელმოწამეები მღვდლები, რომლებიც ეწამნენ სარწმუნოებისათის.
მესვეტეები პირები, რომლებმაც საკუთარ თავზე აიღეს მესვეტეობის ტვირთი (განუწყვეტლივ ლოცულობდნენ სვეტზე, კოშკზე და ა. შ.).
ვნების დამთმენნი პირები, რომლებიც მოწამეობრივად აღესრულნენ არა სარწმუნოებისათვის, შესაძლოა ერთმორწმუნეთა ხელითაც სიბოროტის, შურიანობის თუ შეთქმულების გზით.
საკვირველთმოქმედები წმინდანები, რომლებმაც სახელი გაითქვეს სასწაულების აღსრულებით და რომელთა მიმართ ლოცვას, მოყვება სასწაული.
სალოსები ღვთისმსახურები, რომლებიც თავისი ნებით იღებენ სულელების სახეს. ასეთი პირებისათვის დამახასიათებელია ცხოვრების ასკეტური წესი და ადამიანის მანკიერებების მხილება (საკუთარი თავის მაგალითზე), მათ შორის საზოგადოების წინაშეც.
აღმსარებელი ადამიანი რომელიც ქრისტიანობის გამო აწამეს მაგრამ დარჩა ცოცხალი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]