მართკუთხა სამკუთხედი
| მართკუთხა სამკუთხედი | |
|---|---|
|
△ABC მართკუთხა სამკუთხედი, c ჰიპოტენუზითა და a და b კათეტებით | |
| ტიპი | სამკუთხედი |
| გვერდები და კუთხეები | |
| შიდა კუთხეების ჯამი (გრადუსებში) | 180° |
| ფართობი, S | |
| შემოხაზული წრეწირის რადიუსი, R | |
| მართკუთხა სამკუთხედი | |
მართკუთხა სამკუთხედი — სამკუთხედი, რომლის ერთ-ერთი კუთხე მართია. სამკუთხედის მართი კუთხეს ქმნის ქვედრები, რომლებსაც კათეტები ეწოდებათ, ხოლო მართი კუთხის მოპირდაპირე გვერდს (მესამე გვერდს) — ჰიპოტენუზა. მართკუთხა სამკუთხედზე ვრცელდება პითაგორას თეორემა, რომლის მიხედვითაც ჰიპოტენუზის კვადრატი ტოლია კათეტების კვადრატების ჯამს.
- .
სადაც, მართკუთხა სამკუთხედის ჰიპოტენუზის სიგრძეა, ხოლო და მისი კათეტები.
წრეწირში ჩახაზული მართკუთხა სამკუთხედის ჰიპოტენუზა, ყოველთვის ცენტრზე გადის და შეესაბამება მის დიამეტრს.
თუ მართკუთხა სამკუთხედის ერთ-ერთი მახვილი კუთხე 30°-ია, მაშინ მისი მოპირდაპირე კათეტი ჰიპოტენუზის ნახევარია.
მართკუთხა სამკუთხედი ტოლფერდაა, თუ მახვილი კუთხეები 45°-ის ტოლია.
სამკუთხედის ფართობი ტოლია, ფუძისა და მასზე დაშვებული სიმაღლის ნამრავლის ნახევრის. მართკუთხა სამკუთხედში, თუ ერთ კათეტს მოვიაზრებთ ფუძედ, ხოლო მასზე დაშვებულ სიმაღლედ — მეორე კათეტს, მაშინ გამოვა, რომ მართკუთხა სამკუთხედის ფართობი ტოლია კათეტების ნამრავლის ნახევრის.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 17.