შინაარსზე გადასვლა

მართა ლეინ კოლინზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მართა ლეინ კოლინზი
Martha Layne Collins
მართა ლეინ კოლინზი Martha Layne Collins
კენტუკის შტატის 56-ე გუბერნატორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
13 დეკემბერი, 1983 – 8 დეკემბერი, 1987
წინამორბედიჯონ ბრაუნი
მემკვიდრეუელის უილკინსონი

კენტუკის შტატის 48-ე ლეიტენანტ-გუბერნატორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
11 დეკემბერი, 1979 – 13 დეკემბერი, 1983
წინამორბედითელმა სტოვალი
მემკვიდრესტივ ბეშირი

დაბადებული7 დეკემბერი, 1936
ბაღდადი, კენტუკი, აშშ
პოლიტიკური პარტიადემოკრატიული პარტია
მეუღლებილ კოლინზი
განათლებაკენტუკის უნივერსიტეტი
პროფესიაპოლიტიკოსი, მასწავლებელი

მარტა ლეინ კოლინზი (ინგლ. Martha Layne Collins; დაბადებით ჰოლი ინგლ. Hall; დ. 7 დეკემბერი, 1936, ბაღდადი, კენტუკი, აშშ) — ამერიკელი ყოფილი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი აშშ-ის კენტუკის შტატიდან. კენტუკის გუბერნატორი 1983 წლიდან 1987 წლამდე. აშშ-ის დემოკრატიული პარტიის წევრი. შტატის პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ქალი გუბერნატორი აღნიშნულ თანამდებობაზე. მანამდე იგი იყო კენტუკის შტატის 48-ე ლეიტენანტ-გუბერნატორი (გუბერნატორის მოადგილე) ჯონ ბრაუნ უმცროსის დროს. იგი განიხილებოდა დემოკრატიული პარტიის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად 1984 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, თუმცა საბოლოოდ არჩევანი უოლტერ მონდეილმა კონგრესის წევრ ჯერალდინ ფერაროს სასარგებლოდ გააკეთა.

მართა ლეინ ჰილი დაიბადა 1936 წლის 7 დეკემბერს კენტუკის შტატის ქალაქ ბაღდადში. იგი იყო ევერეთ და მერი ჯილების ერთადერთი შვილი. როდესაც მართა იყო მეექვსე კლასში, მისი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ამავე შტატის ქალაქ შელბივილში. მართა მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა კლასჰგარეშე აქტივობებში და ადგილობრივ ბაპტისტურ ეკლესიაში. მისი მშობლები შტატი პოლიტიკურად აქტიურები იყვნენ და მხარს უჭერდნენ დემოკრატიული პარტიის კანდიდატებს. შელბვილის სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა გააგრძელა ლინდენვუდის კოლეჯში, მისურის შტატი. ერთი წლის შემდეგ სასწავლებლად გადავიდა ლექსინგტონში, კენტუკის უნივერსიტეტში. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ კოლინზი მუშაობდა სკოლის მასწავლებლად, ხოლო მისმა მეუღლემ ბილ კოლინზმა მიიღო სამედიცინო ხარისხი სტომატოლოგიაში. მართა წავიდა პოლიტიკაში და 1971 წელს მონაწილეობდა გუბერნატორ უენდელ ფორდის საარჩევნო კამპანიაში, ხოლო 1972 წელს უოლტერ ჰადლსტონის სენატის არჩევნების კამპანიაში.

1975 წელს აირჩიეს შტატის დემოკრატიული პარტიის მდივნად და კენტუკის სააპელაციო სასამართლოს მდივნად. ამ თანამდებობებზე მუშაობის დროს მან საკონსტიტუციო ცვლილებები შეიტანა და მოახდინა შტატის სასამართლო სისტემის რესტუქტურიზაცია, რომლის შედეგადაც სააპელაციო სასამართლო გარდაიქმნა კენტუკის უზენაეს სასამართლოდ. კოლინზი განაგრძობდა რესტრუქტურიზებული სასამართლოს მდივნად მუშაობას და უხსნიდა მოქალაქეებს სასამართლოს ახალ როლს.

1979 წელს კოლინზი აირჩიეს ლეიტენანტ-გუბერნატორად. გუბერნატორის შტატის ტერიტორიაზე არ ყოფნის შემთხვევაში კი ასრულებდა გუბერნატორი მოვალეობებს. ჯამში მას 500 დღეზე მეტხანს მოუწია მოვალეობის შესრულება. 1983 წელს გუბერნატორის არჩევნებში მან დაამარცხა რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი ჯიმ ბანინგი და გახდა შტატის პირველი ქალი გუბერნატორი. მისი ადმინისტრაცია ორ ძირითად მიმართულებაზე მუშაობდა. ეს იყო განათლება და ეკონომიკური განვითარება. 1984, საკანონმდებლო ორგანოს სესიაზე წელს ვერ შეძლო განათლების დაფინანსების გაზრდა და მან დაიწყო საზოგადოების ინფორმირების მასშტაბური კამპანია, მომავალი სესიის დაწყებამდე. 1986 წელს წარმატებით წაახალისა ტოიოტას ფირმა და შტატის ქალაქ ჯორჯტაუნში გადაიტანა მისი ქარხანა. კოლინზის მმართველობის დროს შტატში აღინიშნა რეკორდული ეკონომიკური ზრდა.

მისი მმართველობის დროს შტატის გუბერნატორს არ ჰქონდა მეორე ვადით არჩევის უფლება. გუბერნატორობის ოთხწლიანი ვადის გასვლის შემდეგ ასწავლიდა რამდენიმე უნივერსიტეტში. 1990-1996 წლებში იყო კენტუკის შტატის ქალაქ სპრინგფილდის წმინდა კატერინას სახელობის კოლეჯის პრეზიდენტი.

1993 წელს მისი მეუღლე, დოქტორი ბილ კოლინზი გაასამართლეს და ამან მართას პოლიტიკურ ცხოვრებაში დაბრუნების ყველანაირი იმედი დააკარგვინა. მეუღლის გასამართლებამდე დადიოდა ხმები, რომ იგი სენატორობას აპირებდა, ან დაიკავებდა ბილ კლინტონის ადმინისტრაციაში თანამდებობას. 1998-2012 წლებში მუშაობდა ჯორჯტაუნის კოლეჯში.

2010 წელს გაიხსნა და მისი სახელი ეწოდა უმაღლეს სკოლას შელბვილში[1].

  • Johnson, Gail (2012). Trailblazing Governors: Six Remarkable Women. North Charleston, South Carolina: CreateSpace. ISBN 978-1-4662-7769-4. 
  • Madsen, Susan R. (2009). Developing leadership: learning from the experiences of women governors. Lanham, Maryland: University Press of America. ISBN 0-7618-4308-6. 
  • Marshall, Brenda DeVore (2000). Navigating boundaries: the rhetoric of women governors. Westport, Connecticut: Praeger. ISBN 0-275-96778-6. 
  • Smith, Frances (1991). The little girl who grew up to be governor: stories from the life of Martha Layne Collins. Lexington, Kentucky: Denham Publishing Company. ISBN 0-9630135-0-5. 
  • 2009 Autumn Conferment of Decorations on Foreign Nationals (PDF). Japanese Ministry of Foreign Affairs. ციტირების თარიღი: January 8, 2010.
  • Bean, Ed (May 9, 1983). „Collins Prides Herself on Hard Work“. Lexington Herald-Leader. p. A1.
  1. Our Schools: Martha Layne Collins High School. Shelby County Public Schools. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 11, 2010. ციტირების თარიღი: January 13, 2010.