მართა (მოგზაური მტრედი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მართა
ინგლ. Martha

ცოცხალი, 1914
სახეობა მოგზაური მტრედი (ლათ. Ectopistes migratorius)
სქესი დედალი
დაბადების თარიღი დაახლ. 1185
დაღუპვის თარიღი 1 სექტემბერი, 1914
დაღუპვის ადგილი ცინცინატი, ოჰაიოს შტატი (28 ან 29 წლის ასაკში)
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
განთავსების ადგილი ბუნებრივი ისტორიის ეროვნული მუზეუმი
ცნობილია როგორც უკანასკნელი მოგზაური მტრედი

მართა (ინგლ. Martha; დ. დაახლ. 1885 — გ. 1 სექტემბერი, 1914, ცინცინატი, ოჰაიოს შტატი, აშშ) — უკანასკნელი ცოცხალი მოგზაური მტრედი (ლათ. Ectopistes migratorius). სახელი ეწოდა ჯორჯ ვაშინგტონის მეუღლის — მართა ვაშინგტონის პატივსაცემად. ცხოვრობდა ცინცინატის ზოოპარკში. დაიღუპა 29 წლის ასაკში. სიკვდილის შემდეგ მისი ნეშტი გაყინეს და გადასცეს ვაშინგტონის სმითსონის ინსტიტუტს, სადაც ჩასვეს ვიტრინაში. იგი ახლაც სმითსონის ინსტიტუტშია, მაგრამ მისი ხილვა დამთვალიერებლებისთვის შეუძლებელია.[1] ზოოპარკის ტერიტორიაზე დადგეს უკანასკნელი მოგზაური მტრედის ქანდაკება.[2] ამერიკელმა მომღერალმა ჯონ ჰერალდმა დაწერა სიმღერა სათაურით „Martha (Last of the Passenger Pigeons)“ [„მართა (უკანასკნელი მოგზაური მტრედი)“].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Dietmar Roberg: Martha, die letzte Wandertaube. Verlag der Autoren, Frankfurt am Main 1980, ISBN 3-88661-021-7.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Encyclopedia Smithsonian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-13. ციტირების თარიღი: 2008-09-24.
  2. Passenger Pigeon Memorial Hut, Cincinnati, Ohio