მარემა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარემა
წარმოშობის ქვეყანა იტალია
თვისებები
წონა 30-45 კგ.
სიმაღლე 60-73 სმ.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
10-12 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

მარემა (იტალ. Cane da pastore maremmano abruzzese) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია იტალიაში ანტიკურ ხანაში.

თანამედროვე მარემა უფრო მოკლებალნიანი მაგაზის მარემანოს და უფრო გრძელი სხეულის მქონე აბრუცის მთის ძაღლის შთამომავალია. მარემა კლასიკური ევროპული მეცხვარე ძაღლია. შესაძლოა ის ენათესავებოდეს დიდ თეთრ აღმოსავლურ ნაგაზებს, რომლებიც თანდათან გავრცელდნენ ევროპაში 1000 წლის წინ. ნაგაზები კარაბაში და აკბაში თურქეთიდან, სლოვაკური ჩუვაჩი, უნგრული კუვასი და კომონდორი, პირენეული მთის ძაღლი საფრანგეთიდან - ყველა მათგანი რთული ჯაჭვის რგოლებს წარმოადგენენ. მარემას განვითარება მიმდინარეობდა მათი წინაპრების - მოდარაჯე მეცხვარე ძაღლების ზომების შემცირების გზით, თუმცა შენარჩუნდა ხასიათის თავისებურებები: დამოუკიდებლობა. მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით მარემა საკმაოდ ხშირად გვსვდება დიდ ბრიტანეთში, იტალიის ფარგლებს გარეთ ის მაინც იშვიათ ჯიშად რჩენა.

ეს ძლიერი ნებისყოფის მქონე ცხოველია, რომელსაც არ უყვარს მკაცრი დისციპლინა, თუმცა შესანიშნავი მოდარაჯეა. ვერ ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრებას. კარგად ეგუება სიცივეს და სიცხეს. ვერ ეგუება სხვა ძაღლებს. ძნელად იწვრთნება. აქვს ძალიან ხშირი, გრძელი, უხეში, ოდნავ დატალღული ბალანი, რომელიც ფარავს ასევე კუდსაც, არც ისე დიდი V-ს ფორმის ყურები, ღრმა მკერდი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: