მარდინის მუზეუმი
| მარდინის მუზეუმი | |
|---|---|
|
| |
| 37°18′48″ ჩ. გ. 40°44′05″ ა. გ. / 37.313500000° ჩ. გ. 40.734805611° ა. გ. | |
| დაარსდა | 2000[1] |
| ქვეყანა |
|
| მდებარეობა | მარდინი და Artuklu |
![]() | |
მარდინის მუზეუმი (თურქ. Mardin Müzesi) — მუზეუმი მარდინში, თურქეთი.
მდებარეობა და ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუზეუმი მდებარეობს ჯუმჰურიეთის ქუჩის ჩრდილოეთით.
მარდინის ყოფილი მუზეუმი მდებარეობდა ზინჯირლის მედრესეში, შენობაში, რომელიც ართუქიდებმა ააშენეს XIV საუკუნეში. ამჟამინდელი მუზეუმი გაიხსნა 1995 წელს.
1895 წელს მუზეუმის შენობა ააშენა ანტიოქიის სირიულ-კათოლიკურმა ეკლესიამ. XX საუკუნეში, რელიგიური ოფისის გარდა, შენობა გამოიყენებოდა სხვადასხვა მომსახურებებისთვის. 1995 წელს რესტავრაციის შემდეგ გაიხსნა როგორც მუზეუმი რადგან შენობა შეიძინა კულტურის სამინისტრომ.[2]
შენობა აშენებულია დამუშავებული კირქვით. შიდა და გარე თაღებზე, მოაჯირებსა და სვეტის თავებზე უნიკალური ორნამენტებია. მუზეუმის შენობა სამსართულიანია. მიღების, კონფერენციის, გამოფენისა და დასვენების დარბაზები პირველ სართულზეა. ეთნოგრაფიის დარბაზი და ბიბლიოთეკა ზედა სართულზეა. მესამე სართული კი განკუთვნილია ადმინისტრაციული ოფისებისა და არქეოლოგიის განყოფილებისთვის.[3]
გამოფენილი ექსპონატები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარდინის რეგიონი და განსაკუთრებით მიდიათის რაიონი ცნობილია ვერცხლის ნაკეთობებით. ეთნოგრაფიის დარბაზში გამოფენილია ყელსაბამები, საყურეები, სამაჯურები, ფეხსამკაულები, დიადემები, თმის სამკაულები და სპილენძისა და ვერცხლის ორნამენტები. ასევე წარმოდგენილია ტანსაცმელი, ხმლები, სალოცავი მძივები და ყავის სერვიზები (ადგილობრივად ცნობილი როგორც „მირა“).[3]
არქეოლოგიურ დარბაზებში გამოფენილია ძველი ბრინჯაოს ხანის, ასურეთის, ურარტუს, ელინიზმის, აქემენიანთა იმპერიის, რომის იმპერიის, ბიზანტიის იმპერიის, სელჩუკების, ართუქიდებისა და ოსმალეთის იმპერიის იარაღები. ასევე ბეჭდები, ფიგურები, სამკაულები, კერამიკა, მონეტები, ცრემლის ბოთლები, სანთლები და ა. შ.[3]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ MARDİN MÜZESİ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-26. ციტირების თარიღი: 2025-05-13
- ↑ Mardin museum page. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-29. ციტირების თარიღი: 2025-05-13.
- 1 2 3 Ministry of Culture Mardin branch page
