მარდაკიანის დენდრარიუმი
იერსახე
მარდაკიანის დენდრარიუმი | |
---|---|
ქვეყანა | აზერბაიჯანი |
უახლოესი ქალაქი | ბაქო |
დაარსდა | 1924 |
მმართველი ორგანო | აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემია |
მარდაკიანის დენდრარიუმი განლაგებულია აფშერონის ნახევარკუნძულზე მარდაკიანის დასახლებაში, ბაქოდან 40 კმ. მოშორებით. ტერიტორია რომელზეც განლაგებულია დენდროლოგიის ინსტიტუტი 1895-1920 წლებში იყო ნავთობის მილიონერის და ფილანტროპის მურთუზ მუხტაროვის საკუთრება.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1926 წელს აფშერონის ნახევარკუნძულზე მარდაკიანის დასახლებაში ყოფილი კოლმეურნეობის ბაზაზე შეიქმნა ინსტიტუტის აღმოსავლეთ-კავკასიური ფილიალი ცნობილი აკადემიკოსის და ბოტანიკოსის ნ. ი. ვავილოვის მიერ.
- 1930 წელს ფილიალი შევიდა საკავშირო მცენარეულობის ინსტიტუტის სისტემაში.
- 1936 წელს მიიღო საცდელი მშრალი სუბტროპიკების სადგურის სახელწოდება.
- 1945 დან - 1964 წლამდე აქ განლაგებული იყო მებაღეობის ინსტიტუტის სამეცნიერო-ექსპერიმენტული ყურძნისა და სუბტროპიკული ხილის ბაზა.
- 1945 დან - 1963 წლამდე აქ ტარდებოდა სამუშაოები ზეითუნის ხილის, ბროწეულისა და აღმოსავლური ხურმის ჯიშების გამოყვანასთან დაკავშირებით.
- 1964 დან - 1966 წლებში ინსტიტუტი შედიოდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში.
- 1966 წელს გადაეცა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბოტანიკის ინსტიტუტი.
- 2014 წლიდან აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის გადაწყვეტილებით მიიღო დენდროლოგიის ინსტიტუტის სახელწოდება. დღესდღეობით დენდროლოგიის ინსტიტუტი არის მსოფლიო ბოტანიკური ბაღების წევრი. ინსტიტუტი თანამშრომლობს მსოფლიოს 100 ბოტანიკურ ბაღთან.