მარგვეთისა და უბისის ეპარქია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მარგვეთის ეპარქია)
Jump to navigation Jump to search

მარგვეთისა და უბისის ეპარქიასაქართველოს ეკლესიის სამღვდელმთავრო ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, ზემო იმერეთში, მოიცავს ისტორიული არგვეთის ტერიტორიის ნაწილს. მისი იურისდიქცია ვრცელდება ზესტაფონისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებზე. მარგვეთის ეპარქიას დასავლეთიდან ესაზღვრება თერჯოლისა და ტყიბულის ეპარქია, სამხრეთიდან ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია, ხოლო აღმოსავლეთიდან სურამისა და ხაშურის ეპარქია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების დროიდან ეს მხარე მცხეთის იურისდიქციის ქვეშ მყოფ მძლავრ ქართულ საეკლესიო კერად ითვლება. ვახტანგ გორგასლის დროსაც დასავლეთ საქართველოს კუთხეები: „ვაკე, არგუეთი და თაკუერი“ კვლავ მცხეთის საყდრის იურისდიქციას მიეკუთვნება. უძველესი ქრისტიანული საქართველოს უმნიშვნელოვანეს კერაზე ზემო იმერეთის ცნობილ არგვეთის საერისთავოში არგვეთის სამღვდელმთავრო კათედრის მღვდელთმთავარი — მარგველი არ იხსენიებოდა. მარგველი მღვდელმთავრის საეკლესიო წოდება მხოლოდ 1917 წელს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ დამკვიდრდა. განახლებულ ეპარქიათა შორის საქართველოს ეკლესიის დიპტიხში არგვეთი მე-9 ადგილზე მოიხსენიებოდა. XX საუკუნის ცნობილი საეკლესიო რეპრესიების დროს არგვეთის სამღვდელმთავრო კათედრა უმეტესად თავისუფალი იყო. 1995 წლის 5 აპრილის წმ. სინოდის განჩინებით მარგვეთის ეპარქიას გამოეყო ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია.

2002 წლის 17 ოქტომბრის საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინებით მარგვეთის ეპარქიას შეეცვალა სახელი და ეწოდა მარგვეთისა და უბისის ეპარქია. ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად დადგენილი იქნა მიტროპოლიტი ვახტანგი (ახვლედიანი). 2013 წლიდან ეპარქიას ხელმძღვანელობდა ეპისკოპოსი დიმიტრი (კაპანაძე), 2015 წლიდან - ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე).

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ტაბაკინის წმინდა გიორგის მონასტერი, VI ს
  • უდერბის წმიდა გიორგის ეკლესია
  • ფუთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, VIII ს.
  • ხოხოულას წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (ნანგრევები), VIII ს.
  • დილიკაურის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, VI ს.
  • ზორვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, VIII ს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]