მარგერიტა დე ბურბონ-პარმელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მარგერიტა დე ბურბონ-პარმელი
Margarita de los carlistas.jpg
დაბ. თარიღი 1 იანვარი, 1847
ლუკა, იტალია
გარდ. თარიღი 29 იანვარი, 1893, (46 წლის)
ტოსკანა, იტალია
ეროვნება იტალიელები
წოდება მადრიდის ჰერცოგინია
რელიგია კათოლიციზმი
მეუღლე(ები) კარლოს მარია დე ბურბონი
შვილ(ებ)ი ბლანკა, ტოსკანის პრინცესა
ხაიმე, მადრიდის ჰერცოგი
ელვირა
ბეატრისი
ალისია
მშობლები მამა: კარლო III, პარმას ჰერცოგი
დედა: ლუიზ მარი ტერეზ არტუელი

მარგერიტა დე ბურბონ-პარმელი (იტალ. Margherita di Borbone-Parma, ესპ. Margarita de Borbón-Parma; დ. 1 იანვარი, 1847 — გ. 29 იანვარი, 1893) — ბურბონთა დინასტიის პარმის შტოს წარმომადგენელი. პარმის ჰერცოგი კარლო III-ისა და ლუიზ მარი ტერეზ არტუელის უფროსი ასული. მადრიდის ჰერცოგინია როგორც კარლოს მარია დე ბურბონის პირველი ცოლი. კარლისტთა პარტიის დედოფლობის კანდიდატი ესპანეთის ტახტზე, საფრანგეთისა და ნავარის ტიტულარული დედოფალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარგერიტა დაიბადა 1847 წლის 1 იანვარს ლუკაში, პარმას საჰერცოგოში. იგი იყო პარმის, პიაჩენცისა და გუასტალას ჰერცოგ კარლო III-ისა და მისი მეუღლის, ლუიზ მარი ტერეზ არტუელის უფროსი ასული. მამის მხრიდან მისი ბებია-პაპა პარმის ჰერცოგი კარლო II და მარია ტერეზა სავოიელი, ხოლო დედის მხრიდან საფრანგეთის მეფე შარლ X-ის ვაჟი, ბერის ჰერცოგი შარლ ფერდინანდი და მისი ცოლი, სიცილიის მეფე ფრანჩესკო I-ის ასული მარია კაროლინა სიცილიელი იყვნენ.

1867 წლის 4 თებერვალს, ავსტრიის ქალაქ ფროშდორფში მარგერიტა დაქორწინდა მადრიდის ჰერცოგ კარლოს მარია დე ბურბონზე. ამით იგი ასევე გახდა ესპანეთის, საფრანგეთისა და ნავარის პოტენციური დედოფალი.

მარგერიტა გარდაიცვალა 1893 წლის 29 იანვარს, 46 წლის ასაკში, იტალიაში.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ბლანკა (1868-1949), ცოლად გაჰყვა ტოსკანის პრინც ლეოპოლდ სალვატორ ავსტრიელს, რომელთანაც შეეძინა შვილები;
  2. ხაიმე (1870-1931), მადრიდის ჰერცოგი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  3. ელვირა (1871-1929), გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  4. ბეატრისი (1874-1961), ცოლად გაჰყვა როვიანოს პრინც ფაბრიციო მასიმოს, რომელიც იყო მარია კაროლინა სიცილიელის შვილიშვილი;
  5. ალისია (1876-1975), პირველად იქორწინა სკოინბურგ-ვალდენბურგის პრინც ფრიდრიხზე და შეეძინა შვილებიც, მასთან განქორწინების შემდეგ კი ცოლად გაჰყვა ლინო დელ პრეტეს, რომელთანაც ასევე შეეძინა შვილები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]