მარგარიტა ჯეპა
მარგარიტა ჯეპა | |
---|---|
მშობლიური სახელი | ალბ. Margarita Xhepa |
დაბადების თარიღი |
2 აპრილი, 1932 ლიუშნია, ალბანეთი |
ეროვნება | არომანიელი |
მოქალაქეობა | ალბანეთი |
პროფესია | მსახიობი, კინომსახიობი, ტელემსახიობი |
აქტიური | 1958-დან |
მეუღლე(ები) | ჯავით ჯეპა |
შვილ(ებ)ი | ნდრიჩიმ ჯეპა, სოკოლ ჯეპა |
მშობლები |
მამა: ზოი პრიფიტი დედა: მარიე პრიფიტი |
ჯილდოები | ალბანეთის სახალხო არტისტი |
მარგარიტა ჯეპა(ალბ. Margarita Xhepa; დ. 2 აპრილი, 1932, ლიუშნია, ალბანეთის სამეფო) — ალბანელი თეატრისა და კინოს მსახიობი, ტირანის ეროვნული თეატრის დასის წევრი, ალბანეთის სახალხო არტისტი. ცნობილია, როგორც ალბანური კინოსა და თეატრის ერთ-ერთი დიდი ქალბატონი. მსახიობი კიდევ აგრძელებს თამაშს ფილმებში, მან შეასრულა ფირდუსის როლი ფილმში „Bolero në vilën e pleqve“, რომელიც გადაღებულია ფატოს კონგოლის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარგარიტა ჯეპა ეთნიკურად არომანიელია.[1] დაიბადა ალბანეთის ქალაქ ლიუშნიაში ზოი და მარიე პრიფიტების ოჯახში. მარგარიტას დედა გარდაეცვალა, როდესაც ცხრა წლის იყო. ადრეული ასაკიდანვე უყვარდა ალბანური პოეზია და საკუთარი სკოლკის მასწავლებელმა უბიძგა, რომ შესულიყო სამსახიობი წრეზე და დაეწყო სამსახიობო კარიერა. ამას დაემთხვა ისიც, რომ ლუშნიის კულტურის ინსტიტუტის იმ დროისათვის ყველაზე ცნობილი დრამის მასწავლებელი გეზიმ ლიბოჰოვა ადგილობრივ სკოლებში ახალგაზრდა რუსი გოგონას როლის შესასრულებლად ეძებდა მსახიობს. როგორც კი დაინახა ჯეპა, მაშინვე აირჩია იგი ქერა თმებისა და ცისფერი თვალების გამო. სპექტაკლი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და მისი პრემიერა ალბანეთის სხვა ქალაქებში, ფიერში და ბერატშიც კი გაიმართა.
საჯარო სკოლის დასრულების შემდეგ მან სწავლა დაიწყო ტირანის ხელოვნების სკოლაში დრამის ფაკულტეტზე.[2]
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1950 წელს დაასრულა ხელოვნების სკოლა და დაიწყო მუშაობა ტირანის თეატრში, რომელშიც იგი დაახლოებით 40 წლის განმავლობაში მცირე შესვენებებით გამოდიოდა, 1952-1957 წლების პერიოდში მან კარიერა გააგრძელა ესტრადის სცენაზე. თაატრში „Teatri Popullor“ მან ითამაშა დაახლოებით 150 როლი. თეატრის სცენაზე მან შეასრულა ანტონ ჩეხოვის, ფრიდრიხ შილერის, ნიკოლოზ გოგოლისა და სხვათა პიესები. კინოში მისი დებიუტი შედგა 1965 წელს, როდესაც ითამაშა ფილმში „Vitet e para“. მას შემდეგ მან ითამაშა 32 ფილმში. იგი პენსიაზე გავიდა 1989 წელს, მაგრამ ჯერ კიდევ არის ეროვნული თეატრის სამხატვრო საბჭოს წევრი.
მას მიენიჭა ალბანეთის სახალხო არტისტის წოდება.
საერთაშორისო წარმატება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარგარიტა ჯეპას მე-19 საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე მიენიჭა „ევროპის მსახიობის“ („Actor Of Europe“) ჯილდო.
საუკეთესო როლის შესრულებისთვის მთავარი, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო ბალკანეთის თეატრალურ სივრცეში მსახიობს ერგო რეჟისორ ლაერტ ვასილის სპექტაკლში „კონსტანტინი და დორუნტინა“ „ქალბატონი დედის“ როლის შესრულებისთვის.
1997 წელს ითამაშა ბერძნულ ფილმში „მშვიდობით“ (რეჟისორი ჯ. კორასი, კ. ვუპურასი). ფილმმა თესალონიკში ხმელთაშუა ზღვის საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი პრიზი მოიპოვა, ხოლო საპატიო პრიზი მარგარიტა ჯეპამ მიიღო.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მარგარიტა ჯეპა კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- Margarita Xhepa[მკვდარი ბმული] at Kinemaja Shqiptare (in Albanian)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Minoriteti Vllah/Arumun sq. State Committee on Minorities. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 ივნისი 2017. ციტირების თარიღი: 16 January 2022.
- ↑ Diva Margarita Xhepa (24 June 2018).